იტალიის თასი. 1/8 ეტაპი

იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე სერია A-ს ორი გუნდი: "პარმა" და "ფიორენტინა" გადაეყარნენ ერთმანეთს. შეხვედრა, რომელსაც პირველი მეოთხედფინალისტი უნდა გამოევლინა, "ენიო ტარდინიზე" გაიმართა, რამაც ბუნებრივია გარკვეული უპირატესობა ემილიელებს მიანიჭა. მთელი 90 წუთის განმავლობაში სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა მოსაწყენი ფეხბურთი იხილეს, სამაგიეროდ, დამატებითი დრო გამოდგა მეტად დრამატული და ამაზე გატანილი სამი გოლი მეტყველებს...

114-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ფიორენტინას" მიერ გათამაშებული კომბინაცია დაგოსტინოს შორეული დარტყმით დასრულდა, ბურთი მასპინძელთა კიპერმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე სანტანამ იყოჩაღა და ფლორენციელები წინ გაიყვანა. "პარმა" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა და ალბათ ბევრს აღარ სჯეროდა, რომ ამ მატჩის გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა შეცვლაზე შესული ერნან კრესპო სულ სხვა განწყობაზე გახლდათ - ვეტერანმა არგენტინელმა ფორვარდმა 116-ე წუთზე ანგარიშის გაქვითვა მოახერხა, ორიოდე წუთში კი გადამწყვეტი გოლი გაიტანა და "პამერაზუნლი" კლუბი მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა. კრესპოს მიერ გატანილ პირველ გოლში ფლორენციელთა მეკარეს, ავრამოვს მიუძღვის ბრალი, რომელმაც ბავშვური შეცდომა დაუშვა - მეორე გოლის ეპიზოდში კი არგენტინელმა დასწრებაზე ითამაშა და მეტოქე გუნდის კიპერი უშანსოს დატოვა.

ნამატჩევს კრეპო ძალიან გახარებული გახლდათ: "ბრწყინვალე საღამო იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. უამრავი რამ მინახავს ხანგრძლივ კარიერაში, მაგრამ ასეთი ემოციები მხოლოდ რამდენჯერმე მაქვს განცდილი. "პარმა" საოცარი გუნდია და მსურს, აქ რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე. მიხარია, რომ მწვრთნელი მენდობა და გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შემაქვს. მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნება და თასზე წამატებით ასპარეზობაა. იმედია, ასეც მოხდება და გულშემატკივრებს გავახარებთ".

სამაგიეროდ, "ფიორენტინას" თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი იყო საშინლად გულდაწყვეტილი: "ორმაგად მძიმეა, როდესაც მარცხი ტურნირიდან გამოვარდნად გიჯდება. თანაც, ასე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 0:0 იყო ანგარიში, ორი-სამი შესანიშნავი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. იტალიის თასის მოპოვება ჩვენი მთავარი მიზანი იყო და სამწუხაროა, რომ მერვედფინალური ეტაპი ვერ გადავლახეთ - არ უნდა წაგვეგო".

მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი შვიდი შეხვედრა 2011 წლის პირველ თვეში გაიმართება, აქვე მათი ჩამონათვალი: 12 იანვარი: ინტერი-ჯენოა, პალერმო-კიევო; 13 იანვარი: იუვენტუსი-კატანია; 18 იანვარი: ნაპოლი-ბოლონია; 19 იანვარი: სამპდორია-უდინეზე, რომა-ლაციო; 20 იანვარი: მილანი-ბარი.

პარმა-ფიორენტინა 0:0 დ.დ. 2:1

პარმა (4-3-3): პავარინი - ძაკარდო, დელაფიორე, პაჩი, პიზანო (101. ლუკარელი) - ჯემაილი, მორონე, ვალიანი - კანდრევა, ჯოვინკო (119. პალეტა), ბოჟინოვი (81. კრესპო).

ფიორენტინა (4-2-3-1): ავრამოვი - კომოტო, კროლდრუპი, კამპორეზე, ლიაიჩი (99. სანტანა) - გულანი, დაფოსტინო - დონადელი (46. დონატი), მარკიონი, ბაბაქარი (87. სეფოროვიჩი) - ჩერჩი.

გოლები: 0:1 სანტანა (114), 1:1 კრესპო (116), 2:1 კრესპო (118).

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა