„შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარემ "ბაიერნის" ფანობა ორად გახლიჩა

ბოლოს და ბოლოს, რას იზამს „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი - გელზენკირხენულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს თუ მაინც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავა? ადრეც ვწერდით, რომ „ბაიერნის“ „სამხრეთტრიბუნელმა“ ფანებმა გასულ უქმეებზე, „ზანკტ პაულისთან“ მატჩის მიწურულს დიდი ტრანსფარანტი გადმოფინეს, რომელზეც ბავარიული აქცენტით ეწერა, ნოიერი არაფერში გვჭირდება, ჩვენ ხომ თომას კრაფტი გვყავსო. ამ საქციელის მერე, მიუნხენური გიგანტის ფანობა ორად გაიხლიჩა. ერთი ნახევარი ამბობს, რომ ნოიერი რეკორდმაისტერს ძალიან სჭირდება, მეორე ნახევარი კი „შალკეს“ მეკარის ყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია. ეს უკანასკნელნი, 22 წლის თომას კრაფტისთვის შანსის მიცემას ემხრობიან.

„მანუელ ნოიერს „ბაიერნში“ არაფერი ესაქმება, რადგან მან ჩვენი გუნდი და გუნდის ცოცხალი ლეგენდა ოლივერ კანი შეურაცხყო. ყველას კარგად გვახსოვს, რა გააკეთა ამას წინათ მიუნხენში ჩატარებული მატჩის დროს - მან ოლის დასცინა, კუთხურის ალამი ცხვირწინ გვიფრიალა. ამ სცენის გახსენებისას „ბაიერნის“ ყველა რეალურ გულშემატკივარს გული უნდა აუჩქარდეს და ნოიერის წინააღმდეგ უნდა განეწყოს. ეს არის ფეხბურთელი, რომელის რეკორდმაისტერის ფორმით თამაშს არ ისმახურებს,“ - აცხადებს „ბაიერნის“ ფან-კლუბ „შისამერ რედ-უაით-დინამიტის“ თავმჯდომარე როლანდ ჰელდი.

აი, ფან-კლუბ „მითრახინგ ობერბაიერნის“ შეფის, ჯონ ვან დერ პასის თქმით კი, მიუნხენურმა კლუბმა „შალკეს“ მეკარე აუცილებლად უნა იყიდოს: „მანუელი საუკეთესო გერმანელი მეკარეა. ასეთების ადგილი კი სწორედ მიუნხენის „ბაიერნშია.“

ფანების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ნოიერში 30 მილიონი ევროს გადახნა (ბუნდესმეკარე სწორედ ასე ფასობს) სისულელეა, სხვები კი ამტკიცებენ, რომ მიუნხენურმა კლუბმა მანუელი 2012 წელს უფასოდ უნდა გადაიბიროს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს