NBA: საკალათბურთო პრესის მთავარი გმირი ისევ "დენვერ ნაგეტსის" ლიდერი კარმელო ენტონია

აგერ უკვე ორი დღეა საკალათბურთო პრესის მთავარი გმირი "დენვერ ნაგეტსის" ლიდერი კარმელო ენტონი გახლავთ. როგორც უკვე ვწერდით, ამ ფორვარდმა ორი დღის წინ საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ არ გააგრძელებს კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან და ახალ გუნდში გადავა სათამაშოდ. ამ ახალი ამბით, პირველ რიგში, "ნიუ იორკ ნიქსის" გულშემატკივრებმა გაიხარეს, რადგან კარმელოს გადაბირების მთავარი პრეტენდენტი სწორედ მაიკ დ'ანტონის გუნდი გახლავთ, მაგრამ გუშინ ახალი ინფორმაცია გაჩნდა - კერძოდ, ხუთშაბათს ენტონის "ნიუ ჯერსის" რიგებში ვიხილავთ. სწორედ ამის შესახებ დაუსვეს კითხვა მელოს "ორლანდოსთან" მოგებული მატჩის შემდეგ.

"პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, - უპასუხა კითხვაზე ენტონიმ. - თუ სიტუაცია უახლოეს დღეეში შეიცვალა, აუცილებლად შეგატყობინებთ. ვითამაშებ თუ არა პარასკევს "დენვერის" რიგებში? ახლა ჩემი გონება მხოლოდ "სან ანტონიოსთან" მომავალი შეხვედრით არის დაკავებული. დანარჩენზე არ ვფიქრობ და ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვეთ, რადგან სინამდვილეში არ ვიცი რა მოხდება".

სანამ პრესა ენტონის დასაქმების ვარიანტებს განიხილავდა, კარმელომ "ორლანდოსთან" მატჩში გამოიჩინა თავი. მან ბოლო დროს კრიზისში მყოფ "მეჯიქს" 35 ქულა (თამაშიდან - 14/21, საჯარიმო - 7/11) ჩაუგდო და ამას 11 მოხსნა დაუმატა.

როგორც იქნა, დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა". თეთრი სახლის მონახულების შემდეგ კალიფორნიელებმა უპრობლემოდ დაამარცხეს "ვაშინგტონი". მათ იოლ გამარჯვებას ხელი შეუწყო ენდრიუ ბინუმის დაბრუნებამ და მეტოქის წამყვანი გამთამაშებლის ჯონ უოლის ტრავმამ. დიდი ხნის უთამაშებელი ბინუმი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში, მოედანზე ჯამში 17 წუთი გაატარა და ამოსუნთქვის საშუალება მისცა თანაგუნდელებს - პაუ გასოლსა და ლამარ ოდომს.

გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა მატჩის შუა ნაწილი, როცა "ლეიკერსმა" წარმატებული გაქცევა განახორციელა და თამაშის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ. კობი ბრაიანტმა 24 წუთში 24 ქულის მოგროვება მოასწრო, ოდომმა კი 18 ქულას 10 მოხსნაც დაუმატა. მოქმედ ჩემპიონს აღმოსავლეთის ტურნეში კიდევ სამი მატჩის ჩატარება მოუწევს და სწორედ მაშინ გავიგებთ, დაიბრუნა თუ არა ოპტიმალური ფორმა ფილ ჯექსონის გუნდმა.

ნიუ ჯერსი-ფილადელფია 77:82

20:26, 14:14, 21:19, 22:23

ნ-ჯ: ლოპესი (16+5 მოხსნა), აუთლო (14+7 მოხსნა), ჰარისი (14+6 პასი), ფეივორსი (10+13 მოხსნა), ფარმარი (10).

ფ: ჰოლიდეი (19+5 პასი), ჰაუსი (18+5 მოხსნა), ბრენდი (15), მიქსი (12).

ვაშინგტონი-ლეიკერსი 89:103

24:22, 22:35, 24:35, 19:11

ვ: იანგი (21), მაკგი (12+9 მოხსნა), არენასი (11+10 პასი), ტორნტონი (11).

ლ: ბრაიანტი (24+5 მოხსნა), ოდომი (18+10 მოხსნა), გასოლი (16+9 მოხსნა+7 პასი), ბრაუნი (16), არტესტი (10).

შარლოტი-ტორონტო 97:91

20:29, 27:24, 25:19, 25:19

შ: მუჰამედი (18+8 მოხსნა), უოლასი (16+4 დაფარება), ტომასი (14+7 მოხსნა), ოგუსტინი (12+7 პასი), ბრაუნი (10+6 მოხსნა).

ტ: ბეილესი (17+9 პასი), დეროზანი (14), ჯონსონი (12+12 მოხსნა), ბარნიანი (12+8 მოხსნა), ბარბოზა (12).

დეტროიტი-ატლანტა 103:80

28:19, 21:18, 15:24, 39:19

დ: ჰემილტონი (24), ვილანუევა (23+11 მოხსნა), სტაკი (16+10 პასი), მაკგრეიდი (16+6 მოხსნა), პრინსი (10+5 მოხსნა).

ა: სმიტი (26), ჰორფორდი (17+12 მოხსნა), ბიბი (14+6 პასი).

ჰიუსტონი-საკრამენტო 118:105

27:30, 31:18, 33:24, 27:33

ჰ: სკოლა (23+10 მოხსნა), ბადინგერი (18), მარტინი (14), ჰილი (13+5 მოხსნა), ლაური (12+9 პასი), ჰეიესი (11), ლი (11).

ს: კაზინსი (17+7 მოხსნა), ლენდრი (17+5 მოხსნა), ტომპსონი (15+10 მოხსნა), ჰედი (11), უდრიხი (10+6 პასი), კასპი (10+5 მოხსნა), გარსია (10).

დენვერი-ორლანდო 111:94

29:31, 32:24, 18:23, 32:16

დ: ენტონი (35+11 მოხსნა), ლოუსონი (16+6 პასი), სმიტი (16), აფლალო (15), ჰარინგტონი (12+7 მოხსნა), ნენე (10+10 მოხსნა).

ო: რედიკი (29+5 მოხსნა), ჰოვარდი (21+14 მოხსნა), კარტერი (18), ბასი (10).

გ. სტეიტი-მინესოტა 108:99

17:25, 37:26, 25:25, 29:23

გ-ს: ელისი (34+6 პასი), უილიამსი (26+5 მოხსნა), რაიტი (12+5 მოხსნა), ლი (10+11 მოხსნა), ბიედრინში (7+12 მოხსნა).

მ: მილიჩიჩი (25+11 მოხსნა), ბიზლი (19+7 მოხსნა), უებსტერი (17+5 მოხსნა), ლავი (13+14 მოხსნა), ბრიუერი (11).

მარიას ბიჭი ნეტსში გაუშვეს

გუშინდელი დღე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში იმითაც იყო გამორჩეული, რომ სამმა გუნდმა ტრეიდი განახორციელა. მართალია, ოფიციალურად ეს ინფორმაცი კლუბებს რ დაუდასტურებიათ, მაგრამ პრესა ამ გარიგებას გადაწყვეტილს უწოდებს. საქმე ეხება სამხრივ გაცვლას "ლეიკერსს", ჰიუსტონსა" და "ნიუ ჯერსის" შორის.

"ნიუ ჯერსიმ" "ლეიკერსისგან მიიღო სლოვენიელი მცველი საშა ვუაიჩიჩი, აგრეთვე "ჰიუსტონისგან" 2012 წლის დრაფტში სასურველი მოთამაშის არჩევის უფლება, "ლეიკერსს" "ნეტსისგან" ერგო მცველი ჯო სმიტი, თუმცა სანაცვლოდ 2011 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება დაუთმო იმავე "ნიუ ჯერსის". ამ უკანასკნელმა კიდევ ერთი მოთამაშე გაასხვისა - "ჰიუსტონში" გაუშვა ტერენს უილიამსი.

ტრეიდში მონაწილე მოთამაშეებიდან წელს ყველაზე ნაყოფიერი უილიამსი გახლავთ, რომელიც საშუალოდ 6.7 ქულას, 3.6 მოხსნასა და 3.1 შედეგიან პასს არიგებს. მარია შარაპოვას ბოიფრენდმა ვუიაჩიჩმა მხოლოდ 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ ხუთი წუთი ითამაშა, 35 წლის სმიტი კი მხოლოდ ოთხჯერ გამოჩნდა "ნეტსის" შემადგენლობაში.

ამ გაცვლით ყველაზე მოგებული "ნიუ ჯერსი" დარჩა, რომელსაც ახლა უახლოეს ორ დრაფტზე პირველ რაუნდში ხუთი სასურველი მოთამაშის არჩევა შეუძლია. იხეირა "ლეიკერსმაც", რომელმაც შესამჩნევად განტვირთა სახელფასო ბიუჯეტი - ვუიაჩიჩს წელიწადში 5.5 მილიონს უხდიდა, ახლა 1.35 მილიონს გადაუხდის ჯო სმიტს.

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს