ევროპის ლიგა. VI ტური: მატჩების დიდმა ნაწილმა ჩვენი მოლოდინი სავსებით გაამართლა

წუხელ ევროასპარეზზე სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩების დიდმა ნაწილმა ჩვენი მოლოდინი სავსებით გაამართლა და იმ ქალაქებში, სადაც შეუპოვარ ბრძოლებს ველოდით, მოვლენები მართლაც დრამატულად განვითარდა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება სევილიის "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა, სადაც მასპინძლებს დორტმუნდელებთან ჭიდილში ფრეც ჰყოფნიდათ. "ბორუსიას" გამარჯვებისთვის თავი არ დაუზოგავს და მეტოქის კარში სწრაფი გოლიც გაიტანა, მაგრამ ბოლო დროს პრიმერაში ხელმოცარულმა "სევილიამ" თავისი მაღალი კლასი მაინც გამოავლინა და შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, სტუმრება წონასწორობა რომ აღადგინეს და გამარჯვებისთვის დრო თავზე საყრელად ჰქონდათ, მაგრამ სტადიონზე "ქარიშხალი" სწორედ მაშინ ჩადგა, როცა პუბლიკა ყველაზე საინტერესო მოვლენების მოლოდინში იყო. ანდალუსიელებმა წარმატებით შეძლეს მოწინააღმდეგის ყველა მცდელობის აღკვეთა, თამაშის ტემპი დააგდეს და საქმე სასურველ დასასრულამდე ისე მიიყვანეს, რომ იურგენ კლოპის გუნდს გამარჯვების გოლის გასატანად ერთი შანსიც კი არ მისცეს. მეტიც, დაწინაურება "სევილიას" შეეძლო. ასე გამოეთხოვა ევროპულ სეზონს ბუნდესლიგაში შთამბეჭდავად დაწინაურებული "დორტმუნდი", რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ გერმანიაში გუნდის წარმატებული ასპარეზობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი საერთაშორისო ასპარეზზეც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. დღეიდან შავ-ყვითლებს ბუნდესლიგის გარდა, სხვა საფიქრალი აღარ ექნებათ, რაც მათი მდევრებისთვის არცთუ სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს.

ნამდვილი საფეხბურთო დრამა გათამაშდა ნეაპოლში, სადაც 92 წუთის განმავლობაში უსახური სანახაობა მიმდინარეობდა. "ნაპოლის" მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ბევრს ვერაფერს ახერხებდა. სამაგიეროდ, "სტიაუა" მშვიდად აკონტროლებდა სიტუაციას, ორჯერ ხეირიანი კონტრშეტევითაც ვერ ისარგებლა და როცა ყველას ეგონა, რომ რუმინელები შინ სასურველი ფრით დაბრუნდებოდნენ, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს სწორედ მაშინ შეაგება თავი, უფრო ზუსტად კი კეფა ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ და თავისი გუნდი მეთექვსმეტედფინალში გაიყვანა. ეს მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე მოხდა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ხალხმრავალი ჩხუბის ყველაზე "წარმატებული" მონაწილე პაოლო კანავარო არბიტრმა წითელი ბარათით "დაასაჩუქრა".

ზაგრებში ფლეი ოფის საგზურს ერთმანეთს ადგილობრივი "დინამო" და ბერძნული პაოკ ეცილებოდნენ. გუშინ გიამბეთ, რომ ხორვატმა ვაიგულშემატკივრებმა ბერძენი ქომაგებით სავსე ავტობუსს ქვები დაუშინეს და რამდენიმე კაცი დააზიანეს. ეს ფაქტი გვაფიქრებინებდა, რომ სიმძაფრე არც თვით მატჩს მოაკლდებოდა, მაგრამ სტადიონზე ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. სტუმრებს საბოლოო წარმატებისთვის ფრეც ჰყოფნიდათ, მაგრამ გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს და საკუთარი უპირატესობა ისე დაამტკიცეს, შედეგის სამართლიანობაში ეჭვი ალბათ, ხორვატებსაც არ შეჰპარვიათ.

სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი მხოლოდ ზემოთ ნახსენები სამი შეხვედრა იყო, სხვა ამბებიდან კი უნდა გამოვყოთ მოსკოვის ცსკა-ს მიერ დაკარგული პირველი ქულები, "ლივერპულის" საშინაო დანაკარგი არაფრისმომცემ მატჩში და ქართველთა გუნდების მიერ მიღწეული ფრეები. ტირასპოლის "შერიფს" კიევური შეხვედრის განაცხადში კაპიტანი ვაჟა თარხნიშვილი საერთოდ არ ჰყოლია, "კარპატი"-პსჟ-ის დაპირისპირებაში კი სანდრო გურული 68-ე წუთიდან ჩაერთო.

ევროპის ლიგა. VI ტური

D ჯგუფი

დინამო ზ.-პაოკ 0:1

გოლი: 0:1 სალპინგიდისი (60)

ბრიუგე-ვილიარეალი 1:2

გოლები: 1:0 კუემაჰა (28), 1:1 როსი (30), 1:2 როსი (34. პენ.)

1. ვილიარეალი 6 4 0 2 8-5 12

2. პაოკ 6 3 2 1 5-3 11

3. დინამო ზ. 6 2 1 3 4-5 7

4. ბრიუგე 6 0 3 3 4-8 3

E ჯგუფი

ალკმაარი-ბატე 3:0

გოლები: 1:0 სიგტორსონი (7), 2:0 სიგტორსონი (84), 3:0 მაჰერი (86)

დინამო კ.-შერიფი 0:0

1. დინამო კ. 6 3 2 1 10-6 11

2. ბატე 6 3 1 2 11-11 10

3. ალკმაარი 6 2 1 3 8-10 7

4. შერიფი 6 1 2 3 5-7 5

F ჯგუფი

სპარტა-ცსკა მ. 1:1

გოლები: 0:1 ძაგოევი (15), 1:1 კადლეცი (44)

ლოზანა-პალერმო 0:1

გოლი: 0:1 მუნიოსი (84)

1. ცსკა მ. 6 5 1 0 18-3 16

2. სპარტა 6 2 3 1 12-12 9

3. პალერმო 6 2 1 3 7-11 7

4. ლოზანა 6 0 1 5 5-16 1

J ჯგუფი

სევილია-დორტმუნდი 2:2

გოლები: 0:1 კაგავა (4), 1:1 რომარიკი (31), 2:1 კანუტი (35), 2:2 სუბოტიჩი (49)

კარპატი-პსჟ 1:1

გოლები: 0:1 ლუინდულა (39), 1:1 ფედეცკი (45)

1. პსჟ 6 3 3 0 9-4 12

2. სევილია 6 3 1 2 10-7 10

3. ბორუსია დ. 6 2 3 1 7-5 9

4. კარპატი 6 0 1 5 4-15 1

K ჯგუფი

ლივერპული-უტრეხტი 0:0

ნაპოლი-სტიაუა 1:0

გოლი: 1:0 კავანი (90)

გაძევება: კანავარო (90)

1. ლივერპული 6 2 4 0 8-3 10

2. ნაპოლი 6 1 4 1 8-9 7

3. სტიაუა 6 1 3 2 9-11 6

4. უტრეხტი 6 0 5 1 5-7 5

L ჯგუფი

პორტუ-ცსკა ს. 3:1

გოლები: 1:0 ოტამენდი (23), 1:1 დელევი (48), 2:1 მიკაელი (55), 3:1 ჟ. როდრიგესი (90)

ბეშიქთაში-რაპიდი ვ. 2:0

გოლები: 1:0 კვარეშმა (32), 2:0 ერნსტი (45)

1. პორტუ 6 5 1 0 14-4 16

2. ბეშიქთაში 6 4 1 1 9-6 13

3. რაპიდი ვ. 6 1 0 5 5-12 3

4. ცსკა ს. 6 1 0 5 4-10 3

juba
ავტორ სევილია-დორტმუნდს ჯერ უყურე და მერე დაწერე სტატია....მაშ იუვეზე და იტალიურ ფეხბურთზე რაღა უნდა ვთქვათ....
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო