ევროპის ლიგა: ფლეი ოფის კანდიდატთა უშუალო დაპირისპირება მხოლოდ საფრანგეთში, "ლილსა" და "გენტს" შორის გაიმართება

2010 წლის ბოლო საევროტურნირო საღამოს გასარკვევი ბევრი აღარაფერი დარჩა. დღეს გასამართი 6 ჯგუფის მატჩებში ევროპის ლიგის ბოლო სამი მეთექვსმეტედფინალისტი გამოვლინდება. ერთადერთი შეხვედრა, სადაც ფლეი ოფის კანდიდატები უშუალოდ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, საფრანგეთში გაიმართება ადგილობრივ "ლილსა" და ბელგიულ "გენტს" შორის.

A ჯგუფი

22:00 იუვენტუსი-მანჩესტერ სიტი

22:00 ზალცბურგი-ლეხი

1. მანჩესტერ სიტი 5 3 1 1 10-5 10

2. ლეხი 5 2 2 1 8-2 8

3. იუვენტუსი 5 0 5 0 6-6 5

4. ზალცბურგი 5 0 2 3 1-8 2

მართალია, "იუვენტუსმა" ჯგუფური ტურნირი დღემდე დაუმარცხებლად განვლო, მაგრამ რად გინდა, ერთი თამაშიც ვერ მოიგო და ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს. ასე რომ, მისი და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა, რომელიც წესით, ევროპის ლიგის ერთ-ერთი მშვენება უნდა ყოფილიყო, ფორმალობად იქცა.

"ლეხმა" კი გმირულად იბრძოლა და ურთულესი ჯგუფიდან გასვლა შეძლო. მეტიც, პოზნანელებს პირველი ადგილის დაკავების შანსიც კი აქვთ. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ სეზონის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში "ლეხმა" ქართველებით სავსე ბაქოს "ინტერს" თერთმეტმეტრიანების სერიით სძლია და გადამწყვეტი პენალტი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარე გიორგი ლომაიამ ვერ გამოიყენა.

B ჯგუფი

22:00 ბაიერი-ატლეტიკო

22:00 არისი-რუსენბორგი

1. ბაიერი 5 3 2 0 7-1 11

2. არისი 5 2 1 2 5-5 7

3. ატლეტიკო 5 2 1 2 8-6 7

4. რუსენბორგი 5 1 0 4 3-11 3

ჩვენს ნაკრებს ვერც აქ ავუვლით გვერდს. საქართველოში ხელმოცარულმა ექტორ კუპერმა უმოკლეს დროში შეძლო "არისის" ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბება, ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულ მადრიდის "ატლეტიკოს" ორივე მატჩი მოუგო და ბოლო ტურის წინ ყველაფერი ბერძენთა ხელშია - შინაურ კედლებში აუტსაიდერ "რუსენბორგის" დამარცხება ნამდვილად არ უნდა იყოს გადაუჭრელი ამოცანა. "არისის" კონკურენტ მადრიდელებს კი გაცილებით რთული მისია აქვთ შესასრულებელი. ურთიერთშეხვედრებში ქულათა თანაბრობა ცხადია, კუპერის გუნდს აძლევს უპირატესობას. როგორც სატურნირო ცხრილიდან ხედავთ, პირველი და ბოლო ადგილების მფლობელთა ვინაობა უკვე გარკვეულია.

C ჯგუფი

22:00 ლილი-გენტი

22:00 ლევსკი-სპორტინგი

1. სპორტინგი 5 4 0 1 14-5 12

2. გენტი 5 2 1 2 8-10 7

3. ლილი 5 1 2 2 5-6 5

4. ლევსკი 5 1 1 3 5-11 4

ამ ჯგუფში დასათვლელი ბევრი არაფერია. "ლილისა" და "გენტის" წინაშე მკაფიო ამოცანა დგას - მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, სტუმრებს კი მეთექვსმეტედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით. "ლევსკის" კი პირველობადაბევებულ "სპორტინგთან" ბრძოლის წინ საფლეიოფო შანსები იმიტომ აქვს დაკარგული, რომ "გენტთან" დაპირისპირებებში არასახარბიელო ისტორია აქვს.

G ჯგუფი

00:05 აეკ-ზენიტი

00:05 ანდერლეხტი-ჰაიდუკი

1. ზენიტი 5 5 0 0 15-6 15

2. აეკ 5 2 1 2 9-10 7

3. ანდერლეხტი 5 1 1 3 6-8 4

4. ჰაიდუკი 5 1 0 4 5-11 3

დღემდე ქულადაუკარგავი "ზენიტი" ათენს ზედიზედ მეექვსე გამარჯვებისთვის ეწვია, სადაც მოტივაციით აღსავსე აეკ-თან მოუწევს ბრძოლა. სანკტ-პეტერბურგელებს საკუთარ გულშემატკივრებზე არანაკლებ მხურვალედ "ანდერლეხტის" წევრები და ქომაგები უმასპინძლებენ, რადგან "ზენიტის" გამარჯვება ბელგიელთა ერთადერთი ხსნაა - რაღა თქმა უნდა, "ჰაიდუკის" ძლევაც საჭიროა. თუ ეს ორივე წინაპირობა დაკმაყოფილდა, მეთექვსმეტედფინალში თამაშის უფლებას სწორედ "ანდერლეხტი" მოიპოვებს, რადგან აეკ-ს პირად დაპირისპირებებში სჯობნის.

H ჯგუფი

00:05 შტუტგარტი-ოდენსე

00:05 ხეტაფე-იანგ ბოიზი

1. შტუტგარტი 5 4 0 1 11-5 12

2. იანგ ბოიზი 5 3 0 2 10-9 9

3. ხეტაფე 5 1 1 3 3-8 4

4. ოდენსე 5 1 1 3 7-9 4

ამ ჯგუფზე სალაპარაკო საერთოდ არაფერია. მხოლოდ მესამეადგილოსანია გამოსავლენი, რისი უკეთესი შანსიც "ხეტაფეს" აქვს. "იანგ ბოიზი" "შტუტგარტს" პირველ პოზიციაში ვერ შეეცილება, რადგან პირადი შეხვედრების მაჩვენებლით ჩამორჩება.

I ჯგუფი

00:05 პსვ-მეტალისტი

00:05 დებრეცენი-სამპდორია

1. პსვ 5 4 1 0 10-3 13

2. მეტალისტი 5 3 1 1 9-4 10

3. სამპდორია 5 1 2 2 4-5 5

4. დებრეცენი 5 0 0 5 2-13 0

გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მეტალისტმა" ევროარენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ხარკოვულმა კლუბმა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის დიდი გამოცდილება არა აქვს, უკვე დაიბევა ფლეი ოფის საგზური და ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე დღეს ჰოლანდიაში ჯგუფში გამარჯვებისთვისაც იბრძოლებს. თუმცა ამის დიდი შანსი არ აქვს, რადგან პსვ-სთან 0:2-ის გაქვითვა სჭირდება. აი, უნგრეთში გასამართ შეხვედრაზე კი საუბარი საერთოდ არ ღირს.

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...