"ჩვენი ფეხბურთი" ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას არ პირებს

მოულოდნელი არაფერია - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთი" 22 იანვარს დანიშნული ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს.

"მე ნაღდად არ ვაპირებ კანდიდატურის წამოყენებას. თუ ნორმალური კანდიდატი გამოჩნდება, რომელსაც კარგი ხედვა ექნება და ტყუილებით არ მოვა, ხომ კარგი, თუმცა 2005 წლიდან ერთსა და იმავეს ვიმეორებთ, მაგრამ ვითარება უცვლელია და არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი აქვს? მე ფეხბურთის გულშემატკივრებისა და საზოგადოების აქტიურობის იმედი მქონდა, მაგრამ ეტყობა, ფეხბურთი საზოგადოებასაც აღარ აინტერესებს", - გვითხრა ლევან ყიფიანმა.

რას ფიქრობს ამ გადაწყვეტილებაზე ორგანიზაციის მეორე დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი?

"მე მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, სანამ არ იქნება სამართლიანი საარჩევნო დებულება და გარემო, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. არჩევნების ასე სწრაფად გამოცხადებას კი მხოლოდ ერთი ახსნა გააჩნია - მიზანმიმართულად სათავისოდ აკეთებენ ყველაფერს, სხვა მხარეს ყრილობისთვის ნორმალურად მომზადების საშუალება რომ არ ჰქონდეს.

გადაწყვეტილებაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ რა არგუმენტებითაც ახსნეს ასე მოკლე დროში არჩევნების ჩატარება, სასაცილოა და სრული აბსურდი. "ლელოსთან" ინტერვიუში უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია, არჩევნების გამართვა როგორ აჯობებს.

საზოგადოებას, გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს კი მოგმართავთ: ნუ გგონიათ, რომ არჩევნები თქვენ არ გეხებათ და ეს მხოლოდ რამდენიმე კაცის ინტერესის საგანია. ასე გულგრილად თუ ჩაატარებთ ამ პროცესს, მერე ისევ დაიწყებთ წუწუნს, თუ რა გვჭირს, რატომ არ ვითარდება ჩვენი ფეხბურთი.

სიმართლეს გეტყვით: ჩვენ ვიმსახურებთ დღევანდელ ჩავარდნას, რადგან ფეხბურთი სამართლიანი თამაშია და როგორც მოეპყრობი, მისთვის რამდენსაც გასცემ, ყველაფერს იმის შესაბამისად დაგიბრუნებს", - გვითხრა მიხეილ ყაველაშვილმა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

jamel
აბა რააა. ერთI ფეხბურთია სამართლიანი და მეორე პუტინი :\
beso
აუ ამათ მაგარი გაუბერეს რა, მადლისა რაგაცას აკეტებს, და ესენი სუ ჭყიპინებენ,რა დრო უნდათ ასეთი ერთ თვეში რო ვერ მოასწრებენ,
miriana
დღეს 5 სააათზე ტორპდო სიონი ყველანი სტადიონზე
malkhazi
ამ კაცმა ხო გაა...კა საქმე...ვინ არის და რა უნდა საერთოდ..???ყველაზე ჭკვიანი ეგ როგორ არის კი მარა...?? ფედერაციაში არ იყო, სად გამორბოდა????სუფთა ფეხბურთის შალვა ნათელაშვილია...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა