ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს თასი დღესაც უსენსაციოდ?

საქართველოს თასი დღესაც უსენსაციოდ?

”დინამომ” და ”ტორპედომ” მეოთხედფინალში საქმე წინ სტუმრად გამართულ მატჩებშივე წაიგდეს

გუშინდელმა სათასო დღემ მეტ-ნაკლებად "მშვიდად" ჩაიარა: რუსთავში სასწაული არ მოხდა, ხოლო გორში "ვიტ ჯორჯიამ" მეორე მატჩიც მოუგო ამ ბოლო დროს მოღონიერებულ "სპარტაკს". მოკლედ, ”ზამთრის ჩემპიონი” (”ზესტაფონი”) და თასის მოქმედი მფლობელი (”ვიტ ჯორჯია”) უკვე ნახევარფინალში არიან და კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობასაც დღეს შევიტყობთ.

ერთი შეხედვით, დღევანდელ მატჩებში ნახევარფინალში გასვლის უკეთესი შანსი მასპინძლებს აქვთ: ”დინამოსა” და ”ტორპედოს” პირველი მეოთხედფინალური მატჩები სტუმრად აქვთ მოგებული; ანუ, მათ მეტოქეებს (შესაბამისად, ”გაგრას” და ”სიონს”) მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ, თანაც სასურველი ანგარიშით. გუშინ არ ყოფილა, მაგრამ თეორიულად იმის შანსი დღეს მაინც ხომ არსებობს, ორივე (ან, ერთ-ერთ) მატჩში დამატებითი დრო (ან, პენალტების სერია) დაინიშნოს. ამიტომაც, კიდევ ერთხელ გვინდა ვისარგებლოთ რეგლამენტით და საქართველოს 2010-2011 წლების დავით ყიფიანის სახელობის ყაზბეგის XXI თასის გათამაშების დებულებას შეგახსენებთ.

მეოთხედფინალური მატჩები ორი შეხვედრის ჯამში თუ ფრედ დამთავრდა, გამარჯვებული გამოვლინდება:

ა) ორი შეხვედრის ჯამში მეტი გატანილი ბურთების რაოდენობით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ ორი შეხვედრის ჯამში გატანილი ბურთების რაოდენობა ერთნაირია, უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელმაც მეტი ბურთი გაიტანა მოწინააღმდეგის მოედანზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ორივე გუნდმა ბურთების თანაბარი რაოდენობა გაიტანა როგორც შინ, ასევე გასვლაზე, ამ შემთხვევაში ორი 15-წუთიანი დამატებითი ტაიმი დაინიშნება;

დ) იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დროში ორივე გუნდი ერთნაირი რაოდენობის ბურთებს გაიტანს, გამარჯვებულად სტუმართა გუნდი ცხადდება;

ე) იმ შემთხვევაში, თუ დამატებით დროში არ იქნა გატანილი ბურთები, დაინიშნება პენალტების სერია (ფიფას წესების გათვალისწინებით).

დინამო-გაგრა

(პირველი მატჩი - 2:1)

მეოთხედფინალების კენჭისყრისთანავე ყველა იმ აზრის იყო, რომ სწორედ ამ წყვილს ეყოლებოდა გამოკვეთილი ფავორიტი; რაღა თქმა უნდა, თბილისის ”დინამოს” ვგულისხმობთ, ნებისმიერი სეზონის დაწყების წინ მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალურ მიზნებს რომ ისახავს. თანაც, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმ ფაქტს, კონკრეტულ მომენტში გუნდში რა სიტუაციაა, - ”მარადიული ფავორიტის” სტატუსი ხომ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ”საფირმო ნიშანია”. ჩემპიონატს თავი გავანებოთ და მხოლოდ თასის ასპარეზობაზე ვისაუბროთ: ამ გათამაშებაში ყველაზე მეტჯერ (ათჯერ) ხომ ”დინამოს” გაუმარჯვია და ახლაც, გუნდისთვის არცთუ დალხენილ პერიოდში, კვლავაც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად რჩება.

თანაც, გვეეჭვება, ”დინამომ” თასის გათამაშებაში აქამდე ნაჩვენები უარესი მაჩვენებელი ”გააუმჯობესოს”: 1990 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ხუთი შემთხვევა იყო, ”დინამომ” ნახევარფინალის საგზური რომ ვერ მოიპოვა. აი, ”გაგრასთვის” კი მეოთხედფინალში გასვლა უკვე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თასის ამ სტადიაზე პირველი ლიგის ერთადერთი გუნდია; ამას გარდა, გუნდის ხანმოკლე ისტორიაში პირველი შემთხვევაა, ”გაგრამ” მეოთხედფინალამდე რომ გააღწია და, ალბათ, ლოგიკურიც იქნება, უმაღლეს ლიგაში პირველივე ცდაზე რომ დაბრუნდეს. ანუ, ”გაგრას” წარმატებული ასპარეზობა ორივე ”ფრონტზე” შემთხვევითი ნამდვილად არ არის: გუნდმა თითქმის 100 პროცენტით შეინარჩუნა შარშანდელი ბირთვი მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი ანატოლი პისკოვეცის ”თამადობით”; თანაც, უმაღლესი ლიგის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, ”გაგრაში” სამი ლეგიონერიც ასპარეზობს: უკრაინელები - მიკოლა ნაკონეჩნი, ვლადიმირ ორდინსკი და ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკო.

”გაგრასა” და ”დინამოს” დაპირისპირებათა ისტორია მხოლოდ ორ წელიწადს ითვლის და ჩემპიონატში ჩატარებულ შვიდ მატჩში უპირატესობა, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მხარეს არის: 5 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. აღსანიშნავია, რომ იმ ერთადერთ გამარჯვებას ”გაგრამ” უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონის... სადებიუტო მატჩში მიაღწია (ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით). იმ წარმატებაში ლომის წილი შეიტანა ”გაგრას” იმდროინდელმა ფორვარდმა ზვიად მეტრეველმა, ფავორიტი მეტოქის კარში ეფექტური გოლი რომ გაიტანა. და აი, ორი წლის შემდეგ, ”გაგრასა” და ”დინამოს” დაპირისპირებაში, ზვიად მეტრეველი კვლავაც ყურადღების ცენტრში მოექცა; ოღონდ, ”როლები შეიცვალა”: ამჟამად ”დინამოს” ფორვარდმა პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ყოფილი გუნდის კარში... ”დუბლი” შეასრულა!

ტორპედო-სიონი

(პირველი მატჩი - 1:0)

გასაგებია, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება (მით უფრო, სათასო მატჩებში არაერთი სენსაცია გვინახავს), მაგრამ, ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ”ტორპედომ” ნახევარფინალის საგზური რომ ვერ მოიპოვოს. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ათასი ერთგული ქომაგის წინ გია გიგატაძის შეგირდებს, უბრალოდ, უფლება არა აქვთ შეხვედრას არასერიოზულად მიუდგნენ.

”დინამოს” შემდეგ საქართველოში ყველაზე მეტი ტიტული სწორედ ”ტორპედოს” აქვს მოპოვებული - სამგზის ჩემპიონობას თავი რომ გავანებოთ, ქუთათურები თასზეც საკმაოდ წარმატებით ასპარეზობდნენ. რაღა თქმა უნდა, ”ტორპედოს” ზეობის ხანას ვგულისხმობთ (1999-2004 წლები), როცა გუნდი ხუთჯერ გავიდა თასის ფინალში და აქედან ორჯერ გაიმარჯვა, სამჯერ კი დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდის საქმეები უკან და უკან წავიდა; მაგრამ, ამ ზაფხულიდან ”ტორპედოს” ისტორიაში ახალი პერიოდი დაიწყო და გუნდის ამბიციური და პერსპექტიული გეგმები კლუბში კომპანია ”ვისოლის” მისვლის შემდეგ დაიწყო.

გუნდიც ნელ-ნელა ამართლებს გულშემატკივართა იმედებს და როგორც კი ფეხბურთელებს შორის შეთამაშების პრობლემა მოიხსნება, სატურნირო ცხრილში ”ტორპედო” ბევრად უფრო მაღალ საფეხურზეც შესაძლოა ვიხილოთ. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ქუთაისელმა ქომაგებმა ასე მონატრებული ევროტურნირების მატჩები საქართველოს თასზე წარმატებულად ასპარეზობის შედეგად იხილონ.

ამისათვის კი, გია გიგატაძის გუნდმა სტუმრად მოპოვებული უპირატესობა ქარს არ უნდა გაატანოს, შემდეგ ნახევარფინალშიც წარმატებას მიაღწიოს და ფინალიღა დარჩება. თუმცა, მომავალ წლამდე დღევანდელი მატჩია ჩასატარებელი, სადაც მასპინძლებს მოდუნების უფლება არა აქვთ: სხვა თუ არაფერი, მეტოქის შემადგენლობაში ხომ ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გუნდში საქართველოს ჩემპიონებიც რომ გამხდარან და საქართველოს თასიც მოუპოვებიათ. ამ შემთხვევაში კი, ვფიქრობთ, მხოლოდ გივი დიდავას დასახელებაც საკმარისი იქნება: თანაც, საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა კარიერის გამორჩეული პერიოდი სწორედ ... ”ტორპედოში” გაატარა.

სტატისტიკაზე დაყრდნობით, დღეს უხვგოლიან შეხვედრას არ უნდა ველოდოთ: პირველი სათასო მატჩი ”ტორპედომ” ვახტანგ კვარაცხელიას ერთადერთი გოლით მოიგო, ჩემპიონატში კი ორივე დაპირისპირება უგოლო ფრეთი დასრულდა. საერთოდაც, ამ სეზონში უმაღლესი ლიგის გუნდებიდან მეტოქეთა კარში ყველაზე ნაკლები ბურთი სწორედ ”ტორპედოსა” და ”სიონს” გაჰქონდა; თუმცა, ”ტორპედო” საკუთარ კარშიც ძალიან ცოტას უშვებდა, რასაც ვერ ვიტყვით ”სიონზე”. საერთოდაც, ამ ბოლო დროს ბოლნისური კლუბის ასპარეზობა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დებიუტანტ მწვრთნელს, გიორგი ყიფიანს უამრავი საკადრო პრობლემაც ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!