ბოლონიის "ვირტუსის" ქართველი ფორვარდი მწყობრშია და უახლოეს ტურში შეიძლება მოედანზეც ვიხილოთ

გუშინ იტალიურ საიტებზე სასიხარულო ინფორმაცია გაჩნდა. გამოცემა "ტუტობასკეტის" მტკიცებით, ბოლონიის "ვირტუსის" ქართველი ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე მწყობრშია და უახლოეს ტურში შეიძლება მოედანზეც ვიხილოთ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ნოემბრის შუაში ვიქტორმა კოჭის ტრავმა მიიღო და ექიმებმა მას ერთთვიანი დასვენება გამოუწერეს. როგორც ჩანს, მკურნალობამ და რეაბილიტაციამ გეგმაზომიერად ჩაიარა და სანიკიძე უკვე მომჯობინდა.

გავეცნოთ გაზეთ "ტუტობასკეტში" გამოქვეყნებულ მცირე ინფორმაციას:

"ექიმებმა ვიქტორს მწვანე შუქი აუნთეს, იგი დღეიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. თუ წვრთნისას გაუთვალისწინებელი პრობლემა არ წარმოიშვა, "ვირტუსის" მწვრთნელი მას კვირის მატჩში მოედანზეც გაიყვანს. უქართველებოდ გუნდი ერთი თვეა თამაშობს, არცთუ წარმატებულად. ფაქტია: სანიკიძესთან ერთად ბოლონიელებმა 5-დან 4 მატჩი მოიგეს, ხოლო მის გარეშე 4-დან 3 წააგეს.

მართალია, ხანგრძლივი შესვენების გამო ვიქტორი ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება, მაგრამ გუნდს კვირას 15 წუთით მაინც რომ დაეხმაროს, "ვირტუსს" ესეც ძალიან წაადგება. სანიკიძის არყოფნაში ამერიკელ ჯარედ ჰოუმანს თითქმის შეუცვლელად უწევს თამაში."

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა