ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ”ოლიმპიამ” მოსკოველებზე შური იძია

ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში გიორგი შერმადინის "ოლიმპიამ" მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა. ამ შეხვედრის დაწყებამდე ოლიმპიელებს მომდევნო ეტაპის საგზური გარანტირებული ჰქონდათ, რუსებს კი გამარჯვება სჭირდებოდათ და თან "ეფესი"-"პანათინაიკოსის" მატჩში ბერძნების მოგების იმედად უნდა ყოფილიყვნენ. საბოლოოდ ცსკა-სთვის ყველაფერი ცუდად დამთავრდა - "ეფესმა" 79:78 მოიგო, ხოლო "ოლიმპიამ" მოსკოვში წაგების გამო ბოლომდე მედგრად იბრძოლა და ცსკა-ზე შური იძია - 81:72.

როგორც ყოველთვის, თამაშის სიმძიმემ შვიდ ოლიმპიელზე გადაიარა. მატჩის ბომბარდირი საშა ოზბოლტი გახდა, 22 ქულა ჩააგდო. შერმადინმა მოედანზე ზუსტად 10:39 წუთი გაატარა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 5 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ მის მიერ ზედიზედ ჩაგდებული მე-18 საჯარიმო. ამ მაჩვენებლით იგი ამ სეზონში მეორეა - პირველ ადგილზეა ეფესელი იგორ რაკოჩევიჩი, რომელმაც გუშინ, "პანათინაიკოსთან" 7 საჯარიმო ისროლა და შვიდივე გამოიყენა. მას 24-დან 24 თავისუფალი ტყორცნა აქვს ჩაგდებული.

"ოლიმპია" ევროლიგის მომდევნო მატჩს ვალენსიაში 22 დეკემბერს ჩაატარებს და მეორე ეტაპის წილისყრას დაელოდება.

giviko
გიო ჯიგარი ხარ, საქართველო შენს გვერდზეა.
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს