ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სამი ჩინელი და ერთი ინდოელი

სამი ჩინელი და ერთი ინდოელი

თურქეთში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს დაფნის გვირგვინის 64 მაძიებლიდან ოთხიღა შემორჩა

თურქეთში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი რაუნდიღა დარჩა. დაფნის გვირგვინის 64 მაძიებლიდან ტურნირს ოთხი ქალბატონი შემორჩა. უკვე გაუწყეთ, რომ კლასიკური პარტიების შემდეგ, ნახევარფინალში თამაშის უფლება ინდოელმა ჰამფი კონერუმ (2600), ჩინელებმა - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (2591) და ჟაო სიუმ (2474) გაინაღდეს. გუშინ მათ ერთი თანამემამულეც მიემატათ - რუან ლუფეი (2480), რომელმაც ტაიბრეიკებში ინდოელ ჰარიკა დრონავალის (2525) სძლია 1,5:0,5.

მაშ, ასე, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ერთი ინდოელი და სამი ჩინელი შემორჩნენ. მართლაც უნიკალური შემთხვევაა. მაინც, რის ხარჯზე მიაღწიეს ჩინელებმა ამგვარ წარმატებას? მოდით, ლუფეისგან ძლეულ რუს მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს მოვუსმინოთ:

''ჩვენთან ყველაფრის გაკეთებას შეჯიბრების წინ ან თვით ტურნირის მსვლელობისას იწყებენ. მათთან კი მუშაობა სწორად არის დაგეგმილი, მთელი წლის განმავლობაში. თუნდაც ოლიმპიური წელი ავიღოთ, ოლიმპიადის წინ აგვისტო-სექტემბერში ორი შეკრება ჩაგვიტარდა. შემდეგ მხოლოდ საკუთარ თავს ვართ მინდობილი. თორმეტიდან 9 თვის განმავლობაში თავად გვიწევს საწვრთნელი პროცესის ორგანიზება, ვეძებთ შესაძლებლობებს, ვისთან და როგორ ვივარჯიშოთ. და, საერთოდ, მოვემზადოთ კი... ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში სერიულად წარმატებებს რომ მიაღწიო, უწყვეტად უნდა იმუშაო, როგორც ამას ჩინელები აკეთებენ. შედეგებიც თვალსაჩინო აქვთ. როგორც ხედავთ, ჯერჯერობით კარგად თამაშობენ და წინაც მიიწევენ.''

ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინელმა ქალბატონებმა დაფნის გვირგვინი ოთხჯერ მოიპოვეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს საერთო ხანგრძლივობით 13 წლის განმავლობაში ფლობდნენ.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატების გამართვის იდეას მეოცე საუკუნის ოციან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 1927 წელს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პირველად ვერა მენჩიკი (რუსეთი, ჩეხოსლოვაკია, ინგლისი) ავიდა და ტახტი 1944 წლამდე (სანამ 27 ივნისს ლონდონში დაიღუპებოდა) შეინარჩუნა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ჩემპიონები იყვნენ: ლუდმილა რუდენკო (უკრაინა, 1950-1953), ელისაბედ ბიკოვა (რუსეთი, 1953-1956), ოლგა რუბცოვა (რუსეთი, 1956-1958), ელისაბედ ბიკოვა (1958-1962), ნონა გაფრინდაშვილი (საქართველო, 1962-1978), მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 1978-1991), სიუ ჟუნი (ჩინეთი, 1991-1996), ჟუჟა პოლგარი (უნგრეთი, აშშ, 1996-1999), სიუ ჟუნი (1999-2001), ჟუ ჩენი (ჩინეთი, ყატარი, 2001-2004), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2004-2006), სიუ იუჰუა (ჩინეთი, 2006-2008), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2008-2010), 2010-?

ახალი ჩემპიონის ვინაობას 23-24 დეკემბერს შევიტყობთ. მანამდე კი ნახევარფინალური ორთაბრძოლები გაიმართება. დღეს პირველ პარტიაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: რუან ლუფეი-ჟაო სიუ, ჰოუ იფანი-ჰამფი კონერუ.

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა