სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ”სპარტაკის” ფანებსა და კავკასიელებს შორის შეტაკებები გაგრძელდება

გუშინ მოსკოვის სხვადასხვა რაიონებში ნაციონალისტებსა და კავკასიელებს შორის შეტაკებები მოხდა. მეტროსადგურ "კულტურის პარკთან" რამდენიმე ათეული ადამიანის მონაწილეობით ჩხუბი გაიმართა. სადგურ "სემიონოვსკაიასთან" დაახლოებით 30 ადამიანმა იჩხუბა. მილიციამ დააკავა 20 ადამიანზე მეტი, რომელიც მეტროსადგურ "პრაჟსკაიასთან" მასობრივ ჩხუბში მონაწილეობდა. დებოშიორებს რეზინის ხელკეტები და არმატურის ნაჭრები ჩამოართვეს.

საბოლოო ჯამში, გუშინ რუსეთის დედაქალაქში 1200-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენლის, ვიქტორ ბიურიკოვის განცხადებით, დაკავებულებს ჩამოერთვათ 200 დანა და 7 ერთეული ტრავმატული იარაღი.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურ ნიადაგზე დაპირისპირება, 6 დეკემბრის ღამეს "სპარტაკის" ფანის, იგორ სვირიდოვის მკვლელობის შემდეგ, მუდმივად იზრდება. გულშემატკივრები მრისხანებას ვერ მალავენ იმ ფაქტის გამო, რომ ჩხუბში მონაწილე კავკასიელების დაჭერის შემდეგ, ახალგაზრდა ადამიანის მკვლელის გარდა მილიციამ ყველა გაათავისუფლა.

თავიდან ფანატებმა, რომლებიც დამნაშავეთა დასჯას ითხოვდნენ, ლენინგრადის პროსპექტი გადაკეტეს, შემდეგ 11 დეკემბერს კრონშტადტის ბულვარზე მოკლულის ხსოვნის საპატივსაცემოდ მსვლელობა მოაწყვეს. იმავე დღეს მანეჟის მოედანზე მასობრივი არეულობები კავკასიელების ცემით დასრულდა. არეულობის შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სპეცრაზმელები.

სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ მოსკოვში შეტაკებები გაგრძელდება.

sport-fan
და ამათ აქვთ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება? ბლატერს ძინავს მე მგონი.
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს