პარკ ჯი-სუნს კორეის ეროვნულ გუნდსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის რთული არჩევანის გაკეთება უწევს
პარკ ჯი-სუნი პრემიერლიგის "ბოქსინგ დეის" ანუ საშობაო-საახალწლო თამაშების შემდეგ ყატარში უნდა გაფრინდეს და კორეის ნაკრების შემადგენლობაში აზიის თასზე იასპარეზოს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს ასეთი პერსპექტივა გულზე არ ეხატება. მიზეზი კი ის არის, რომ ნაკრების გამო მას "იუნაიტედის" 7 თამაშის გაცდენა მოუწევს.

რასაკვირველია, თუ კორეელები ცუდად ითამაშებენ და შეჯიბრებას მალე გამოემშვიდობებიან, პარკის პრობლემა მოგვარდება, მაგრამ... ვაგლახ, სამხრეთ კორეის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტთაგანია. ერთი სიტყვით, ფეხბურთელი კლუბსა და ნაკრებს შორის ორად გახლავთ გახეული.

"აზიის თასმა შერეული გრძნობები გამიჩინა. დღეს, კარგ ფორმაში ვარ და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში წარმატებით ვთამაშობ, ამიტომაც, აქედან აყრა და ყატარში, სულ სხვა შეჯიბრებაში მონაწილეობა, ძალიან არ მინდა. მეორე მხრივ კი ჩემი ქვეყნის გუნდში თამაში მსურს, თუმცა, რა გაეწყობა, უნდა წავიდე. "მანჩესტერ იუნაიტედს" ხომ ჩემს გარეშეც მრავლად ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებას მოუტანენ", - თქვა პარკმა.

მეორე მხრივ კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს, პრემიერლიგის ბევრ მიმომხილველს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ ფიგურად სწორედ კორეელი მიაჩნია. ბოლო ტურში "იუნაიტედმა" ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი, "არსენალიც" პარკის გოლით დაამარცხა.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა