გუშინ გაცნობეთ, რომ ინგლისში „რაშდენ ენდ დეიმონდზის“ 24 წლის მეკარე დეილ რობერტსი გარდაიცვალა.

გუშინ გაცნობეთ, რომ ინგლისში „რაშდენ ენდ დეიმონდზის“ 24 წლის მეკარე დეილ რობერტსი გარდაიცვალა. თურმე თავი მოუკლავს. მიზეზი: საცოლის ღალატი. გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რომ ღალატი კვლავ ტერისთან არის დაკავშირებული - ოღონდ, ამჯერად ჯონ ტერისთან კი არა, მის ძმა პოლ ტერისთან. კვლავ ტერი და კვლავ თანაგუნდელის სატრფო.

დიახ, პოლ ტერიც ფეხბურთელია, ოღონდ თავისი უმცროსი ძმასავით ნიჭიერი არ არის და პრემიერლიგაში კი არა, კონფერენსში, „რაშდენ ენდ დეიმონდზში“ თამაშობს. თუმცა, ლიგას რა მნიშვნელობა აქვს. შენ ტერი იყავი და თანაგუნდელის შეყვარებული ან ცოლი ყველგან მოიძებნება. ჰოდა, პოლმაც არ შეარცხვინა ოჯახი, დეილ რობერტსის 25 წლის საცოლეს ლინდსი კოუენს „მიუცუცქდა“ და საწადელი აისრულა. თან, ადგილიც შესაშური სიზუსტით შეურჩევია – წყვილის სახლი.

ეს ამბავი მაისში მოხდა და გახმაურდა. მეკარემ უსინდისო ადამიანის თანაგუნდელობაზე უარი თქვა, კლუბიც სამართლიანობის მხარეს დადგა და ტერი გააგდო – აგვისტოში იგი „დარლინგტონში“ გადავიდა. ცნობისათვის: „დარლინგტონიც“კონფერენს ლიგის გუნდია.

და აი, დეილ რობერტსი თავის სახლში ჩამოხრჩობილი იპოვნეს. პოლიციამ ბინაში თითოეული სანტიმეტრი შეამოწმა და დაასკვნა, რომ იქ მოძალადე არავინ ყოფილა. მავანს შეიძლება კითხვა დაებადოს: ქალმა რობერტსს მაისში უღალატა, მან კი თავი დეკემბარში ჩამოიხრჩო – განა შეიძლება ხელაღებით მტკიცება, რომ ეს ორი ამბავი ერთმანეთთან კავშირშია? რობერტსის მეგობრები და თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ შეიძლება, რადგან ახალგაზრდა კაცი დღენიადაგ მათ თვალწინ ტრიალებდა და ისინი ხედავდნენ, როგორ განიცდიდა იგი შეყვარებულის ღალატს.

დეილ რობერტსის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა თქვა: „ლინდსისა და პოლის ურთიერთობა მაშინ გახმაურდა, როდესაც პოლი ღამით დეილის და ლინდსის სახლში დარჩა – დეილი დაშავებული გახლდათ და ის შინ არ ათენებდა. ეს რომ გავიგეთ, ბიჭებმა ტერის მხარდამხარ თამაშზე უარი განვაცხადეთ და ის გაყიდეს. დეილი კი მას მერე დათრგუნული დადიოდა, ძველებურად ბედნიერი აღარავის უნახავს“.

და ბოლოს, თუკი ვინმემ ვერ გაიგო, რატომ ვახსენეთ ზემოთ პოლ ტერის უმცროსი ძმა, „ჩელსის“ მოქმედი და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი, ორიოდ სიტყვით შევახსენებთ, რომ მანაც ზუსტად იგივე ჩაიდინა: „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელისა და ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელის უეინ ბრიჯის ცოლთან, ვანესა პერონსელთან რომანი გააბა. განსხვავება ის არის, რომ ბრიჯი საბრალო დეილ რობერტსივით ემოციური ადამიანი არ გამოდგა და თავს დატეხილ შეურაცხყოფასა და დრამას არ დანებდა. ბრიჯს პერონსელთან შვილიც კი ჰყავს.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს