ორიოდე კვირა საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ "გაგრას" კაპიტანი ანტიგმირიდან გმირად ქცეულიყო

"გაგრას" კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა თასის მეოთხედფინალშო ორი განსხვავებული მატჩი ჩაატარა. ორიოდე კვირა საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ტყეშელაშვილი ანტიგმირიდან გმირად ქცეულიყო. ეროვნულ სტადიონზე გამართულ საპასუხო შეხვედრაში გიორგის გოლმა მატჩი ჯერ დამატებით დროში, მერე კი პენალტების სერიაში გადაზარდა. სხვათა შორის, მან 11-მეტრიანიც გაიტანა. მატჩის შემდეგ კი ემოციებს ვერ მალავდა.

- უზომოდ გახარებული ვარ, თავი ზღაპარში მგონია. ჩვენ ეს შევძელით. ბოლომდე კიდევ არ მაქვს გათავისებული, რომ ნახევარფინალში გავედით. საერთოდ, "გაგრა" პირველად გავიდა ნახევარფინალში. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ამ ახალი ისტორიის შექმნაში ჩემი მცირე წვლილი მაინც შევიტანე.

- რისი წყალობით შეძელით "დინამოს" ბარიერის გადალახვა?

- პირველი მაქსიმალური მონდომება და თავდადება იყო. ჩვენმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა სწორი ტაქტიკა აირჩია. ამას გარდა, ღმერთის მადლიერი ვარ, გაგვიმართლა, თორემ ამის გარეშე ძალზე გაგვიჭირდებოდა.

- ზოგის აზრით, "დინამო" მეოთხედფინალის პირველი მატჩის შედეგმა აცდუნა. სტუმრად 2:1 მოგების შემდეგ, დინამოელებმა მიიჩნიეს, რომ ცალი ფეხით ნახევარფინალში იყვნენ და...

- პირველი თამაშის მერე მეტოქე რას ფიქრობდა, არ ვიცი, მაგრამ მისი სიძლიერის მიუხედავად, ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია. პირიქით, საპასუხო მატჩამდე, ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტზე, სტანდარტულებზე, პენალტებზე ვიმუშავეთ. დასაკარგი არაფერი გვქონდა, ფსიქოლოგიური მომენტი ხელს არ გვიშლიდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ.

- ანტიგმირიდან გმირად იქეცით. თუ პირველ შეხვედრაში "დინამომ" თქვენი შეცდომებით გაიტანა ორი ბურთი, დღეს ორი გოლი გაიტანეთ და ნახევარფინალში გასვლაში ლომის წილი დაიდეთ.

- ვაღიარებ, პირველ თამაშში მეტოქემ ჩემი შეცდომებით იხეირა. მოვინდომე, ღმერთმა გადმომხედა და დღეს ჩემი პირველი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ ბურთის გატანის დროსაც გამიმართლა: ბურთი მეტოქის ფეხბურთელს მოხვდა და ისე შევარდა კარში. პენალტების სერიაში ჩვენმა მეკარემ, სეფიაშვილმა რომ გაიტანა პირველი 11-მეტრიანი, ეს ყველასთვის დიდი სტიმული იყო. პენალტებში მეც ვივარჯიშე და გავიტანე კიდეც.

- "გაგრა" ნახევარფინალშია, მეტოქედ რომელ გუნდს ისურვებდით?

- ემოციებით სავსე ვარ და ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ნახევარფინალიდან ფინალამდე ერთი ნაბიჯია, ყველას ძალიან გვინდა, ფინალში ვითამაშოთ. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა.

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა