კარლო ანჩელოტიმ „ჩელსის“ ფეხბურთელები დაამშვიდა, თქვენგან არსად მივდივარო.

კარლო ანჩელოტიმ „ჩელსის“ ფეხბურთელები დაამშვიდა, თქვენგან არსად მივდივარო. გუშინდელ „ლელოში“ მოგახსენებდით: დასავლეთლონდონური გუნდის ვარსკვლავებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათ მწვრთნელს „სტემფორდ ბრიჯზე“ გული აუცრუვდა და სამსახურისთვის თავის დანებებას აპირებს. როგორც ჩანს, ეს თემა ბრიტანულ პრესაში მეტად გაიბერა, რის გამოც იტალიელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა ხმა ამოეღო და თავისი პოზიცია მკაფიოდ დაეფიქსირებინა.

„მე „ჩელსიში“ 2012 წლამდე ვაპირებ დარჩენას. ტყუილია ისიც, თითქოს ჩვენს ფეხბურთელებს შორის ურთიერთობები აირია. არც რომან აბრამოვიჩთან მილაპარაკია ჩემი კონტრაქტის გადახალისებაზე – ახლა მაგის დრო არ არის. დღეს მთავარია „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ლიდერის პოზიცია დაიბრუნოს“.

მოგეხსენებათ, „ლურჯებმა“ ბოლო შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ექვსი ქულა მოიპოვეს, მაგრამ ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ რთული პერიოდი უკვე წარსულს ჩაბარდა. ასე ფიქრის საბაბს მწვრთნელს ისიც აძლევს, რომ მისი საუკეთესო ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ და თანდათან კარგადაც ათამაშდებიან.

„მერწმუნეთ, დღეს „ჩელსი“ გაცილებით უკეთ თამაშობს ვიდრე ცოტა ხნის წინ თამაშობდა – განაგრძო ანჩელოტიმ – ჩვენ გვაკლდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: ალექსი, ჯონ ტერი, მიკაელ ესიენი და ფრენკ ლემპარდი. ისინი დაშავებულები იყვნენ. მალარია შეეყარა დიდიე დროგბას. ამ ხალხის შეცვლა, მოგეხსენებათ, იოლი საქმე არ არის. ახლა, ისინი თანდათანობით ბრუნდებიან. ლემპარდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უკვე სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ეს ძალიან დიდი შეღავათია.

სწორედ ამ ტრავმების გამო ვერ ვაღწევდით ბოლოხანს კარგ შედეგებს. იძულებულები ვიყავით გამოცდილი ხალხი ახალგაზრდა მოთამაშეებით შეგვეცვალა, ისინი კი პრემიერლიგაში ლიდერობისთვის მზად არ იყვნენ. შესაბამისად, ცუდად ვთამაშობდით და ვაგებდით. თუმცა, იყო შეხვედრები, სადაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. გაიხსენეთ თუ გნებავთ ბოლო შეხვედრა „ტოტენჰემთან“, როდესაც დროგბამ ბოლო წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. სწორედ იმ თამაშმა მაჩვენა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და პირველობისთვის ბრძოლის უნარი შეგვწევს“.

როგორც გითხარით, ანჩელოტი გასახდელში არეულობის თემასაც შეეხო და სცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ „ჩელსიში“ სრული სიმშვიდეა. ითქვა, რომ დასავლეთლონდონელთა ფრანგულენოვანმა ფეხბურთელებმა დანარჩენებს ინდიფერენტულობაში დასდეს ბრალი. იტალიელის მტკიცებით ეს ყველაფერი ტყუილია.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ინგლისურმა მასმედიამ თითზე დაიხვია, ანჩელოტის ასისტენტის რეი უილკინსის მოხსნა და მის ადგილზე მავანი მაიკლ ემილიანოს მიყვანა გახლდათ. მწვრთნელმა ბრძანა:

„ახალ ასისტენტთან ყველაფერი კარგად ამეწყო. ეს კაცი ამ საქმეს ცხოვრებაში პირველად აკეთებს და არაფერი ეშლება“.

ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი – ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ანჩელოტიმ გასულ ზაფხულს იყიდა – კი ამბობს, რომ პრემიერლიგას ალღოს უღებს და ინგლისურ გარემოში თამაში სიამოვნებს. შეგახსენებთ, რომ რამირესის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ „ბენფიკას“ 18 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

„ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. ახალ გარემოს მივეჩვიე და უკვე დავიწყე იმ ფეხბურთის თამაში, რომელსაც ბოლო კლუბში ვაჩვენებდი. იმის დასამტკიცებლად, რომ ინგლისში თავს შინ ვგრძნობ, ბევრს ვმუშაობ. ინგლისურის მასწავლებელთანაც დავდივარ“.

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა