ინგლისში, ორ ფრანგ ფეხბურთელს, სამირ ნასრისა და უილიამ გალასს შორის კონფლიქტი გრძელდება და ახალ ფაზაში გადადის

ინგლისში, ორ ფრანგ ფეხბურთელს, სამირ ნასრისა და უილიამ გალასს შორის კონფლიქტი გრძელდება და ახალ ფაზაში გადადის. „არსენალის“ ვარსკვლავი ამბობს, რომ გალასმა, რომელიც დღეს „ტოტენჰემში“ გამოდის, ადრე კი თავადაც „არსენალის“ წევრი იყო, მის კბენასა და კრიტიკას აღარ დაანება თავი.

ნასრი, მოგეხსენებათ, ოთხშაბათს საფრანგეთის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამიტომაც გახშირდა ბოლო დროს მისი ინტერვიუები. წარმოშობით ალჟირელმა ვარსკვლავმა თქვა, რომ ის და გალასი ერთმანეთს უკვე მთელი წელიწადია აღარ ელაპარაკებიან. მათ შორის შავმა კატამ მას მერე გაირბინა, რაც ნასრიმ წაიკითხა გალასის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც ავტორი მას გვარიანად აკრიტიკებდა.

„უკვე წელიწადი შესრულდა, რაც გალასს „არსენალის“ გასახდელშიც კი არ მივსალმებივარ. ამასწინათ ტელეგადაცემაში მიგვიწვიეს ერთად. რატომ უნდა ჩამომერთმია მისთვის ხელი, იმიტომ რომ „ტოტენჰემში“ გადავიდა? არა, ბატონო. მე ერთის ფიქრი და მეორენაირად ქცევა არ მჩვევია. თუ მე ვინმე გულზე არ მეხატება ამას პირში ვეუბნები და ხელს აღარ ვართმევ. მთელმა მსოფლიომ იცის ჩვენ ერთმანეთს რომ ვერ ვიტანთ. მან ამის შესახებ წიგნშიც კი დაწერა. „ტოტენჰემთან“ რომ დავმარცხდით გავიგონე როგორ თქვა, რომ თამაში ასე ჩემს გამო დამთავრდა. ჰოდა, რა, ხელი უნდა ჩამომერთმია?“

ბირმინგემმა ოკეანე გადაცურა

„ბირმინგემ სიტი“ აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელს, ედსონ ბადლს ამოწმებს. თუ მოეწონება, არ არის გამორიცხული იანვარში იგი ქირით დაიმატოს კიდეც. ბადლი „ლოს ენჯელეს გელექსიში“ თამაშობს და თუ გახსოვთ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო – ორჯერ შეცვლაზე შევიდა. ერთხელ ეს ინგლისთან შეხვედრაში მოხდა (1:1), მეორედ კი ალჟირის წინააღმდეგ (1:0). „ბირმინგემის“ მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა თქვა:

„ერთი კვირაა რაც ეს ფეხბურთელი ჩვენთან ვარჯიშობს და ჯერჯერობით დასაწუნებელი არაფერი გაუკეთებია. მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ ჩვენ მას აუცილებლად დავიმატებთ ადრეა“.

მაკლიშს თავდამსხმელები აკლია, მით უფრო მას მერე, რაც გერი ო’კონორი ჩემპიონშიფის კლუბ „ბარნსლიში“ გაუშვა. გარდა ამისა ბირმინგემელებს შოტლანდიელი ჯეიმს მაკფადენიც დაშავებული ჰყავთ და მთელი სეზონი ნიკოლა ჟიგიჩისა და კემერონ ჯერომის კისერზე გადადის.

ბადლი ლოს ენჯელესში დევიდ ბექჰემის მხარდამხარ თამაშობს და გასულ სეზონში 28 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

ალმუნია ისევ დაშავდა

„არსენალის“ ესპანელი მეკარე მანუელ ალმუნია ისევ დაშავდა და მოედნის ნაცვლად ექიმის კაბინეტში მოუხდა დაბრუნება. შეგახსენებთ, რომ გოლკიპერს იდაყვი ჰქონდა ნატკენი და მკურნალობას კარგა ხანი მოანდომა. ამასობაში „მეთოფეთა“ კარში პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ იგრძნო თავი მოხერხებულად და დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჩრდილოლონდონელები ალმუნიას იანვარში გაყიდდნენ. ასეთ ვითარებაში ესპანელის დაბრუნებას შეიძლება ცოტათი მაინც მოეფინა ნათელი, მაგრამ ვაგლახ, მას კოჭი გადაუბრუნდა.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...