ნაგოიას ბაშოზე მეორე დღის ორთაბრძოლები გაიმართა, იაპონიაში ჩვენებურთაგან კვლავ მხოლოდ ლევან ცაგურია (კოკაი) ყოჩაღობს.

ნაგოიას ბაშოზე მეორე დღის ორთაბრძოლები გაიმართა, იაპონიაში ჩვენებურთაგან კვლავ მხოლოდ ლევან ცაგურია (კოკაი) ყოჩაღობს. სამშობლოში ყოფნისას "შავი ზღვა" საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური ორდენით დააჯილდოვა, იაპონიაში დაბრუნებული ყველაზე გამოცდილი ქართველი სუმოისტი კი ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს. 29 წლის კოკაიმ შეძLლო მისთვის ხელსაყრელი ჰიდარი იუცოს დგომის მიღება მონღოლ ტამავაშისთან რკენაში, შემდეგ მარჯვენათი ხელთ იგდო მეტოქის მავაში და ძლიერი მიწოლით ძირს დაანარცხა მონღოლი "არწივი". კოკაის ბალანსი ნაგოიას ბაშოზე 2-0-ია. დასავლეთის მე-12 მაეგაშირა დღეს მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკას შეხვდება, რომელმაც გუშინ ერთი ქართველი უკვე დაამარცხა. კოკაის ტოსაიუტაკასთან მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:4.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ჯერ ვერ შეძლო კომუსუბის ტიტულით გამარჯვება. 22 წლის ქართველი 26 წლის ოძეკი ჰარუმაფუჯის ხვდებოდა, მონღოლი მთელი ძალით ეტაკა ქართველს, მავაშიც ხელთ იგდო და იორიკი განახორციელა. გასაკვირია, ტოჩინოშინის ასეთი დაგვიანებული რეაქცია. ჩვენებურს 0-2 ბალანსი აქვს და ახლა სეკივაკე კისენოსატოს ხვდება. 24 წლის კისენოსატოს ტოჩინოშინი აქამდე სამჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ მოუგო.

0-2 ბალანსი აქვს ელიტის დებიუტანტ გაგამარუსაც (თეიმურაზ ჯუღელი), ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტმა (ქართველი 202 კილოგრამს იწონის) ტანმორჩილ ტოსაიუტაკასთან წააგო. აღმოსავლეთის მაეგაშირამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ შეძლო გვერდით შეტევის მოგერიება, თუკი პირველ დღეს ამ ილეთით თანამემამულე კოკიამ დაამარცხა, ახლა იმავე ფანდით ტოსაიუტაკამ ისარგებლა. გაგამარუ ელიტის მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა, სადაც ყველა მეტოქე უმაღლესი დონის რიკიშია. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ქართველი პირველ სირთულეებს. დღეს მისი მეტოქე მე-10 მაეგაშირა მოკონამია, რომელმაც 2-0 ბალანსით დაიწყო ბაშო. ქართველი დებიუტანტი მონღოლს პირველად გაეჯიბრება. ტოჩინოშინი და გაგამარუ ფრთხილად უნდა იყვნენ, თუ არ მოუმატეს, პირველი კომუსუბის ტიტულს დაკარგავს, ხოლო მეორე ელიტიდან გავარდება.

ბაშოს მეორე დღეს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ძალზე იოლად, ისე რომ ერთი ზედმეტი ნაბიჯი არ გადაუდგამს, დაამარცხა ტოჩიოძანი. ეს დიდი მონღოლის ზედიზედ 34-ე გამარჯვებაა. მართალია, გოლიათი კოტოოშუ ვერ მიწვდა მონღოლ ჰაკუბას მავაშის, მაგრამ ბულგარელმა სუკუინაგეს ილეთით დააგდო "თეთრი ცხენი". დღის მოულოდნელობა ოსი არანის გამარჯვებაა ევროპულ დერბიში, არანმა ჭკუით აჯობა ესტონელ ბარუტოს და დაამარცხა.

ივლისის ბაში. 11-25 ივლისი. ნაგოია.

II დღე: ჰაკუჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოოშუ-ჰაკუბა (სუკუინაგე), კაიო-ასასეკირიუ (იორიკირი), არანი-ბარუტო (ოკურიდაში), ამინიშიკი-კოტოშოგიკუ (იორიკირი), კისენოსატო-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაკურიუ-ტოკიტენკუ (იორიკირი), ვაკანოსატო-კიტატაიკი (სუკუინაგე), შიმოტორი-ტოკუსეგავა (იორიკირი), მოკონამი-იოშიკაძე (ჰიკიოტოში), ტაკეკაძე-კაკიძოე (ოშიდაში), ტოსაიუტაკა-გაგამარუ (ცუკიოტოში), ჰომაშო-ტაკამისაკარი (იორიკირი), კოკაი-ტამავაში (იორიტაოში), ბუშუიამა-კიმურაიამა (იორიკირი), ჰოკუტორიკი-შოტენრო (ოშიდაში), ტამაასუკა-საგაცუკასა (ოკურიდაში).

ფოტოზე: ტოჩინოშინი ჰარუმაფუჯის წინააღმდეგ

მაია
ძალიან მიყვარს მონღოლი ასაშორიუ და ბულგარელი ლამაზმანი კოტოოშუ
მაია
ვგიჟდები სუმოზე
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა