ლა ლიგა: ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი ლიდერობის დაკარგვის აშკარა საფრთხის წინაშეა

კატალონიურად "ელ დერბი ბარსელონი", "ესპანიოლი" "ბარსელონას" წინააღმდეგ, "ბლანკიბლაუსა" და "ბლაუგრანას" ჯახი, ლეო მესი "კორნელია ელ-პრატზე" - აი, ასეთია ლა ლიგის XVI ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი "მესიჯები". ჩემპიონი და ლიდერი მე-4 ადგილზე დამკვიდრებულ, მასთან შედარებით 12 ქულით ჩამორჩენილ, მაგრამ ნამდვილ "კერკეტ კაკალს" სტუმრობს. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერობის დაკარგვის აშკარა საფრთხის წინაშეა.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ახალთახალი "კორნელია ელ-პრატი" ყველაზე ახლოსაა "კამპ ნოუსთან", გვარდიოლას გუნდს, მოკლე, მაგრამ ყველაზე ძნელი გზა ელის. ბოლოდროინდელი სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს. არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, იმავე სტატისტიკის მიხედვით, ერთი მესი უდრის მთელ "ესპანიოლს". როგორ? "ლა პულგამ" 17 გოლი გაიტანა, ამდენივე "ესპანიოლმა", არგენტინელის ანგარიშზე 8 საგოლე პასია, "ესპანიოლის" ყველა ფეხბურთელმა ერთად 9 საგოლე პასს უწია. არ დაგვავიწყდეს, რომ მესიმ 13 მატჩი ითამაშა, "ესპანიოლმა" კი - 15. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "ესპანიოლი" მეოთხეა და არა მე-14 ან მე-15.

"კარიერაში ძალიან ბევრ ისეთ სტადიონზე მითამაშია, სადაც "ბარსელონასთვის" ნამდვილი კოშმარი მოაწყვეს, მაგრამ შარშანდელი "კორნელია ელ-პრატი", რომ მახსენდება... თან ფანები ძალიან ახლოს სხედან გოლკიპერთან, ეს რა თქმა უნდა კარგია ფეხბურთელისთვის მეტი მოტივაციაა, მაგრამ - მეტი თავსატეხიც", - აცხადებს ვიქტორ ვალდესი, რომელსაც დღეს იოლი შეხვედრა არ ელის.

დერბიში მასპინძელთა მხრიდან საეჭვოა მანუ მოლინას, ხავი ლოპესის, რაულ როდრიგესისა და დავიდ ლოპესის თამაში. მწვრთნელიც შეუძლოდაა, მაურისიო პოჩეტინოს გრიპი აქვს. პეპ გვარდიოლას კი, ჟეფრენსა და გაბი მილიტოს თუ არ ჩავთვლით, სრული შემადგენლობა ჰყავს სრულ მზადყოფნაში.

არანაკლებ საინტერესო მატჩია ხვალ - "სანტიაგო ბერნაბეუ" "რეალისა" და "სევილიას" ჯახს მასპინძლობს. მედიის ერთმა ცნობამ "რეალის" ბანაკში არეულობა გამოიწვია, "კადენა სერი" ამტკიცებდა, რომ კრიშტიანო რონალდოს ძალიან უჭირს თანაგუნდელებთან ურთიერთობა. გუშინ იკერ კასილიასმა ეს ჭორი უარყო. "მე და რონალდო უკვე მერამდენეჯერ "გვაჩხუბეს". ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი. მედიის გარკვეული ნაწილი "სამეფო კლუბის" ირგვლივ ნეგატიური ატმოსფეროს შექმნას ცდილობს", - განაცხადა კასილიასმა.

სამი ხედირა და კრიშტიანო რონალდო გამოჯანმრთელდნენ და ანდალუსიელებთან ითამაშებენ. ჟოზე მოურინიოს ჯამში 8 ფეხბურთელი დააკლდება. სტუმრებს არ ეყოლებათ დიეგო პეროტი, საეჭვოა ფრედერიკ კანუტეს თამაში, ხესუს ნავასს შეუძლია დაბრუნდეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

დღეს

დეპორტივო-სპორტინგი 21:00

დისკვალიფიკაცია: კარმელო (სპო)

ტრავმა: მიჩელი - ხუან პაბლო (?)

ლევანტე-ბილბაო 21:00

დისკვალიფიკაცია: ამორებიეტა (ბილ)

ტრავმა: ხუანფრანი, როდასი, ნაჩო გონსალესი, მ. პერესი - ფ. ლორენტე (?), ირაოლა, კოიკილი

ვილიარეალი-მალიორკა 21:00

დისკვალიფიკაცია: მარჩენა (ვილ)

ტრავმა: აიოსე, სერხიო, გ. კასტრო (მალ)

ესპანიოლი-ბარსელონა 23:00

ტრავმა: მოლინა, ხავი ლოპესი, რაულ როდრიგესი, დავიდ ლოპესი - ჟეფრენი, გ. მილიტო

რეალ სოსიედადი-ვალენსია 01:00

ტრავმა: ბრავო (?) - ბანეგა, მეჰმეთ თოფალი, მოია

ხვალ

ალმერია-ხეტაფე 20:00

დისკვალიფიკაცია: ხ. ალბინი, დიასი (ხეტ)

ტრავმა: ხუანმა ორტისი, ბერნარდელო, მიჩელი, ნიეტო, პელერანო - მ. ალვარესი

ოსასუნა-სარაგოსა 20:00

დისკვალიფიკაცია: ლანსარო, გაბი (სარ)

ტრავმა: პანდიანი (?), დამია, რუპერი, კამუნიასი - სინამა-პონგოლე, ედმილსონი

მალაგა-ატლეტიკო 20:00

ტრავმა: აპონიო - რეიესი (?)

რეალი-სევილია 00:00

დისკვალიფიკაცია: ჩაბი ალონსი, მარსელო - ალექსისი

ტრავმა: დუდეკი, კანალესი, სერხიო რამოსი, იგუაინი, კაკა, გაგო - პეროტი, კანუტე, ნავასი (?), კონე, დრაგუტინოვიჩი, გუარენტე.

ზეგ

რასინგი-ერკულესი 00:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 15 13 1 1 46-8 40

2. რეალი 15 12 2 1 38-12 38

3. ვილიარეალი 15 9 3 3 27-13 30

4. ესპანიოლი 15 9 1 5 17-17 28

5. ვალენსია 15 7 4 4 22-18 25

6. ატლეტიკო 15 7 2 6 24-19 23

7. ხეტაფე 15 7 2 6 23-20 23

8. ბილბაო 15 7 1 7 23-26 22

9. სოსიედადი 15 7 1 7 21-25 22

10. მალიორკა 15 6 3 6 15-17 21

11. სევილია 15 6 2 7 21-26 20

12. ერკულესი 15 5 3 7 18-22 18

13. რასინგი 15 5 2 8 13-23 17

14. დეპორტივო 15 4 5 6 12-18 17

15. ოსასუნა 15 4 4 7 15-20 16

16. ლევანტე 15 4 3 8 17-24 15

17. ალმერია 15 2 7 6 13-22 13

18. მალაგა 15 4 1 10 20-32 13

19. სპორტინგი 15 2 5 8 12-23 11

20. სარაგოსა 15 1 6 8 14-27 9

ბომბარდირები: 17 - მესი (ბარსელონა), რონალდო (რეალი); 10 - ფ. ლორენტე (ბილბაო); 9 - ვილია (ბარსელონა), ნილმარი (ვილიარეალი); 8 - როსი (ვილიარეალი), ტრეზეგე (ერკულესი); 7 - იგუაინი (რეალი), აგუერო (ატლეტიკო).

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია