კვირის მატჩად ლონდონური დერბი მივიჩნიეთ, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ წარსდგნენ

მოდი, საფეხბურთო კვირა შევაჯამოთ. კვირის განმავლობაში ევროპაში ეროვნული ჩემპიონატების მატჩები გაიმართა, დასრულდა არგენტინის აპერტურა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშება. ჩვენს მცირე დაიჯესტს კვირის ფრაზებით დავიწყებთ.

არისტოკრატი მარად

,,არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არანაირ სერია A-ში არ მიდის და კვლავ „ჩელსიში“ რჩება. ლონდონელთა ბოლო დროინდელი უშედეგობის გამო ინგლისში დაირხა ხმა, რომ თითქოს კარლიტო დატოვებს პრემიერლიგის ჩემპიონს, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა თქვა: „მე „ჩელსიში“ ვრჩები, არსადაც არ მივდივარ! კონტრაქტი 2012 წლამდე მაქვს და მის ამოწურვამდე კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. შემიძლია, ყველაფერი გამოვასწორო“.

უშიშარი ზლატანი

იტალიური „მილანის” შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აგრძელებს საკუთარ ამბიციებზე საუბარს. ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამდე, მან ასეთი რამ განაცხადა: „მე წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ჩვენ არავის შევუშინდებით“. შვედმა ბომბარდირმა ასევე „რომასთან“ გასამართ მატჩზეც დაამატა ორიოდ სიტყვა: „ისინი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ნებისმიერი ტიტულის მოგება გვინდა“.

დე ლა პენიას ესპანიოლის სჯერა

„ესპანიოლის“ ვეტერანი მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეუძლია დაამაცხოს „ბარსელონა“! „კარგ ფორმაში ვართ და შეგვიძლია ისეთი გმირობის ჩადენა, რასაც „ბარსელონას“ დამარცხება ჰქვია. რასაკვირველია, მათ ჩემპიონობაში ვერ შევეცილებით, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მოედანზე ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები დავამარცხოთ“, - დაასრულა დე ლა პენიამ.

კვირის მატჩი

კვირის მატჩად ლონდონური დერბი მივიჩნიეთ, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ „ტოტენჰემი“ და ბოლო დროს კრიზისში მყოფი „ჩელსი“ წარსდგნენ. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. თუმცა, „არისტოკრატებს“ მოგებაც შეეძლოთ: შეცვლაზე შესულმა დიდიე დროგბამ პენალტი ვერ გაიტანა ბოლო წამებზე-მასპინძელთა კიპერმა ეურილიო გომეშმა აუღო. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ პენალტი სწორედ მეკარის უხეშობის გამო დაინიშნა: საჯარიმოში „ლურჯების“ ახალწვეული რამირესი წააქცია.

კვირის მოვლენა

იმავე ლონდონურ დერბიში, კვირის მოვლენა მოხდა: მოედანს დაუბრუნდა „ჩელსის“ ნახევარმცველი, უდავო ლიდერი ფრენკ ლემპარდი. მოგეხსენებათ, იგი დიდხანს იყო ტრავმირებული-თიაქარი აწუხებდა, რომელიც მან აგვისტოში მიიღო „სტოკ სიტისთან“ შეხვედრაში(2:0). „ტოტენჰემთან“ კი იგი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა ფლორან მალუდას ნაცვლად.

კვირის კურიოზი

„სანდერლენდი“ „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემს“ სტუმრობდა. ეს მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. მაგრამ აქ ერთი კურიოზული მომენტი მოხდა: პირველ ტაიმში ერთბაშად ოთხი სტუმარი უტევდა მასპინძელთა კარს (ერთი მეკარის წინააღმდეგ), მაგრამ დარენ ბენტის სულელურმა პასმა ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გააფუჭა.

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა