ლანჩხუთელთა გასაჭირმა კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა ქართული ფეხბურთის პრობლემასთან - სახელმწიფოსა და კლუბის ურთიერთობა დასარეგულირებელია

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის 15 დეკემბრის სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წერილი განიხილეს - ლანჩხუთელებმა ''გურიასთვის" სახელის გადარქმევა გადაწყვიტეს, მაგრამ რა მოტივით, უცნობი იყო.

გუშინ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს ამის გასარკვევად დავუკავშირდით.

- ''გურიისთვის" სახელის გადარქმევა რატომ გადაწყვიტეთ?

- აღმასკომის წევრებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა მიმართა წერილით. ''გურია 2000", რომელიც პირველ ლიგაში მონაწილეობს, დაყადაღებულია და ფაქტობრივად, საქმიანობის უფლება ჩამორთმეული აქვს.

კლუბი დაყადაღებულია იმიტომ, რომ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა 210 ათას ლარამდე ვალი. ეს არის ქონებისა და მიწის გადასახადი, აგრეთვე დარიცხული საურავები. ვალი 90 ათასი ლარია, საურავებმა კი 120 ათასი შეადგინა. კლუბი საბიუჯეტო დაფინანსებაზე იყო, მაგრამ ფულს ვერ იღებდა და ვალები დაგროვდა. მუნიციპალიტეტმა კი თხოვნით მიმართა აღმასკომს, იქნებ ახალი კლუბი ჩამოყალიბდეს, რომელიც ''გურიას" ჩაენაცვლება.

- ახლა რა კლუბის ჩამოყალიბებას აპირებთ?

- მუნიციპალიტეტი აპირებს, ჩამოაყალიბოს ''აი-პი'' საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის ''გურია".

- გადაწყვეტილება აღმასკომის წევრებმა არ დაამტკიცეს.

- დიახ, არ დაამტკიცეს იმის გამო, რომ გათამაშებაში მონაწილეობას ვინც დაიწყებს, მანვე უნდა გააგრძელოს, მისი ჩანაცვლება არ შეიძლება. მაგრამ არსებობს გარკვეული გამონაკლისი და ახლა საკითხი განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს, რომელიც გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს.

- საერთოდ, სახელს ახალი მეპატრონის მოსვლისას იცვლიან. ''გურიაში" რაიმე სიახლეს ხომ არ ველოდოთ?

- სამწუხაროდ, არანაირი სიახლე არ არის, გუნდის პატრონობის მსურველი არ გამოჩენილა. სახელის გადარქმევა ელემენტარული დაფინანსების გამო გვსურს. დაყადაღებული კლუბი სრულყოფილად ვერ მუშაობს, მხოლოდ ეს არის მიზეზი.

- მთელ რეგიონში ერთ წელიწადში გამართული კლუბი როგორ ვერ ჩამოყალიბდა?

- სამწუხაროდ, დაფინანსებაა პრობლემა. კაცი იმედით ცოცხლობს, უმაღლესში გუნდის დაბრუნების ამბიცია არ დაგვიკარგავს, მაგრამ უფულოდ ეს შეუძლებელია. პოტენციურ ინვესტორს, რომელსაც წელიწადში მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა, ''გურიასთან" ერთად გრიგოლეთის ბაზას სთავაზობდნენ. ურიგო წინადადება არ არის, მაგრამ არავინ გამოჩნდა. სხვათა შორის, გურიაშიც აჭარის მსგავსი პროექტის განხორციელება გვსურდა, ანუ ინვესტორისთვის მიწის ნაკვეთი უფასოდ გადაეცათ, სანაცვლოდ კი ''გურიასა" და გრიგოლეთის ბაზისთვის ეპატრონათ. სამწუხაროდ, ამ წინადადებითაც არავინ დაინტერესებულა. სხვა რა გზაა, უნდა დაველოდოთ, იქნებ ვინმე გამოჩდეს და გვეშველოს.

"გურიას" გასაჭირმა კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა იმ პრობლემებთან, ქართულ ფეხბურთში რომ არსებობს: სახელმწიფოსა და კლუბის ურთიერთობა დასარეგულირებელია. კურიოზული ვითარებაა: ლანჩხუთის კლუბი სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ რამდენიმე წელია, ამას ვეღარ ახერხებს, რადგან ლანჩხუთს საქართველოს რაიონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მწირი ბიუჯეტი აქვს. ამის გამო ''გურიას", ანუ ამ შემთხვევაში მის მესაკუთრე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს (რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო სტრუქტურაა), ისევ და ისევ სახელმწიფოს ვალი დაუგროვდა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული კლუბი შეეწირა. მოკლედ სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში არსებულმა გაუგებრობამ საფეხბურთო კლუბი შეიწირა. ეს ტიპური მაგალითია, როგორ გადააყოლეს ნაბან წყალს ბავშვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა