გუშინ WTA-ს ახალ რეიტინგში ისევ გაიყო ანა ტატიშვილისა და ოქსანა კალაშნიკოვას გზები

გუშინ WTA-ს ახალ რეიტინგში ისევ გაიყო ანა ტატიშვილისა და ოქსანა კალაშნიკოვას გზები, წინა კვირაში ისინი შესაბამისად 155-ე და 156-ე პოზიციაზე იყვნენ, დღეიდან ანა ტატიშვილი 368 ქულით მსოფლიოს 156-ე (-1) ჩოგანია, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა მნიშვნელოვნად დაქვეითდა, ის 326 ქულით მსოფლიოს 170-ე (-14) ჩოგანია. ორასეულში ადგილი დაკარგა მაკა ჩახნაშვილმა - 258 ქულა, 202-ე ადგილი (-4). სხვები: 290 (+3) სოფიო შაფათავა - 158 ქულა; 359 (+12) თათია მიქაძე - 107; 402 (+14) სოფიო ქვაცაბაია - 88; 404 (-4) მანანა შაფაქიძე - 86; 550 (+2) ეკა გორგოძე - 49; 1022 (+10) ანა ჯიქია - 4. თათია მიქაძეს კარიერის საუკეთესო პოზიცია უკავია, ხოლო სოფიო ქვაცაბაიამ კლასიფიკაციაში თანამემამულე მანანა შაფაქიძეს გადაუსწრო.

ვაჟთა შორის რეიტინგში 6 ქართველია, ნიკოლოზ ბასილაშვილი 33 ქულით მსოფლიოს 631-ე (-5) ჩოგანია. დანარჩენები მოწინავე ათასეულში არ ირიცხებიან და მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.

ანა ტატიშვილმა წარმატებით დაიწყო პრაღის ღია პირველობაზე ასპარეზობა. 220-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მან მსოფლიოს მე-60 ჩოგანი, სლოვაკი მაგდალენა რიბარიკოვა დაამარცხა, არადა პირველი სეტი "მშრალად" 0:6 დათმო. ანამ შემდეგ ორი დაძაბული სეტი მოიგო და მერვედფინალში გავიდა - 0:6, 7:5, 7:5. რიბარიკოვა ძლიერი მოწოდებითაა ცნობილი, ამიტომ საკვირველი არაა, რომ მან ანას 8 ეისი ჩაუგდო (2-ის საპირისპიროდ), მაგრამ სხვა კომპონენტებში ქართველმა იყოჩაღა. ანამ 30 სარეიტინგო ქულა დაიბევა, რის ხარჯზეც კიდევ უფრო განიმტკიცებს საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსს. მეორე წრეში ტატიშვილი არგენტინელი ჟიზელა დულკოსა (48) და რუსი ანა ლაპუშჩენკოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება, დულკო მე-6 ნომრად არის განთესილი ჩეხეთის დედაქალაქში.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე