"ჰოლანდიაში გადასვლაც შემომთავაზეს და მალე გაირკვევა, რომელ კლუბთან გავაფორმებ კონტრაქტს"

დონეცკის "შახტარში" გატარებული ნახევარი წლის შემდეგ, შესაძლოა, თორნიკე ოქრიაშვილმა კლუბი შეიცვალოს. შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი "გაგრამ" "შახტარში" სამთვიანი იჯარით გაუშვა. როცა ვადა ამოიწურა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზამთარში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველს მარიუპოლის "ილიჩევეცში" გაანათხოვრებდნენ. თუმცა თორნიკემ ჯერ თავად არ იცის, სად ითამაშებს.

"მარიუპოლში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითამაშებ, თუ კონტრაქტს დონეცკის "შახტართან" გავაფორმებ. ამის შესახებ წინასწარი მოლაპარაკება მიმდინარეობს დონეცკელებთან და ეს საქმე ჯერ არ გადაწყვეტილა. აქედან გამომდინარე - არც "ილიჩევეცში" გადასვლა. შეიძლება, სხვა კლუბშიც ვითამაშო, ამის შანსი 50/50-ზეა. ახლა "გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძის ჩამოსვლას ველოდები, რომელიც ჩემ ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს", - გვითხრა ოქრიაშვილმა.

თორნიკემ დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ მას მერაბ ჟორდანიას კუთვნილ არნემის "ვიტესშიც" იწვევენ: "დიახ, ჰოლანდიაში გადასვლაც შემომთავაზეს და მალე გაირკვევა, რომელი კლუბთან გავაფორმებ კონტრაქტს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო