უეფას სურს, საქართველოში ერთი არენა მაინც იყოს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩების მასპინძლობა შეეძლება

უეფას ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრ ჯოზეფ მიფსუდსა და ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის თავმჯდომარე ტიერი ფავრის გუშინ საქართველოში ვიზიტის მეორე დღე ჰქონდათ. უეფას ჩინოსნები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან, გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან და ტექნიკურ დირექტორ ნიკა ჩხეიძესთან ერთად ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ეწვივნენ.

მოდი, ჯერ ის ვთქვათ, თუ რა გაკეთდა "ბასაზე" და დანარჩენზე შემდეგ. ბუნებრივსაფრიანი სტანდარტული მოედნის გვერდით, იგივე სტანდარტის ხელოვნურსაფრიანი მოეწყო. "ბასას" შენობას კიდევ ერთი კორპუსი დაემატა, რის წყალობითაც ტექნიკურ ცენტრს ერთბაშად ორი გუნდის მიღება შეეძლება და ეს ბაზა ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზეა გათვლილი. ამ ორივე შენობაში რემონტი მიმდინარეობს. ტექნიკური ცენტრი საბოლოოდ კომპლექსი იქნება - საცხოვრებელი ნომრები, კვების ბლოკი, ტრენაჟორების დარბაზი, მასაჟის კაბინეტი, სამედიცინო ცენტრი, აუზი... უახლესი მოდიფიკაციის სამედიცინო აპარატურა და ტრენაჟორები მაღალი დონის იქნება. ერთი სიტყვით, ფეხბურთელებს ბაზიდან გარეთ გასვლა აღარ დასჭირდებათ.

ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელებმა უეფას ჩინოსნებს "ბასას" კომპლექსი სრულად დაათვალიერებინეს. სტუმრები ტექნიკური ცენტრის გეგმის გაცნობის შემდეგ, კმაყოფილები დარჩნენ. ტიერი ფავრიმ აღნიშნა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს ექნება მაღალი დონის ტექნიკური ცენტრი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებას წაადგება. ფავრის ამ მცირე კომენტარს არ დავჯერდით და ჯოზეფ მიფსუდს ორიოდე კითხვით მივმართეთ.

- მეორე დღეა, თბილისში ვართ და სტადიონის გარდა ტექნიკური ცენტრიც ვნახეთ. ყველაფერი დავათვალიერეთ და თქვენი ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ პროექტსაც გავეცანით, რომელიც სტადიონისა და ტექნიკური ცენტრის სრულ რეკონსტრუქციასა და აღჭურვას ითვალისწინებს. ჩვენ ამ პროექტს შევისწავლით და უეფაში წარდგენის შემდეგაც შევეცდებით, ჩვენმა ორგანიზაციამ მის რეალიზებაში საკუთარი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. საქართველოში მაშინაც გახლდით, როცა ბატონი სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. მაშინ მას არ ვიცნობდი. ჩვენი ერთწლიანი საქმიანი ურთიერთობით დავრწმუნდი, რომ მან ამ ერთწლიან პერიოდში ბევრი გააკეთა და ახლა დაწყებული პროექტების დასრულებაზე მუშაობს.

- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ხომ ვერ გვეტყვით, ამ საქმეში უეფა რა წილობრივ მონაწილეობას მიიღებს?

- ჩვენ გავეცანით პროექტს და ზოგადად უკვე მოხაზული გვაქვს, თუ რა და როგორ არის გასაკეთებელი. ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად უეფაში ვიმსჯელებთ. ვფიქრობ, უეფა ამ პროექტში მინუმუმ 35 პროცენტით მიიღებს მონაწილეობას. თუმცა შესაძლოა, უეფას წილი 50 პროცენტამდეც კი გაიზარდოს. ზუსტი რიცხვის დასახელება უეფაში კონსულტაციების შემდეგ შეგვეძლება.

უეფას ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ჩვენი ფედერაციის თავკაცს, ზვიად სიჭინავას ვესაუბრეთ.

- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის პროექტზე უკვე ვიმსჯელეთ. შევთანხმდით, რომ იანვრის შუა რიცხვებში თბილისში უეფადან ჩამოვა არქიტექტორი. სწორედ მასთან ერთად დავგეგმავთ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ხარჯთაღრიცხვასაც შევადგენთ. აშკარაა, რომ უეფას სურს, საქართველოში ერთი არენა მაინც იყოს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობა შეეძლება. სამწუხაროდ, დღეისთვის არც ერთი სტადიონი არ გვაქვს, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში ერთი ასეთი დონის სტადიონი მაინც იყოს.

- უეფას ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მისი ორგანიზაცია მინიმუმ 35 პროცენტით მიიღებს სტადიონის რეკონსტრუქციაში მონაწილეობას.

- ჩამოვა უეფას არქიტექტორი, ყველაფერს ადგილზე ნახავს, ვნახავთ, თუ რისი გაკეთება იქნება საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყველაფერს დავიანგარიშებთ და მერე გადაწყდება, თუ რამდენი იქნება უეფას წილი პროცენტულად.

- სტუმრებმა სტადიონის გარდა ტექნიკური ცენტრ "ბასაში" მიმდინარე სამუშაოებიც ნახეს და ბაზის პროექტს სრულად გაეცნენ. ამაზე რა აზრის არიან?

- პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ უეფას ჩინოსნებს ძალიან მოეწონათ ბაზის მდებარეობა და გარემო. აღნიშნეს, რომ მოკლე ხანში ბევრი რამ გაკეთდა.

- "ბასაზე" მიმდინარე სამუშაოებშიც ჩაერთვება უეფა? ამ სამუშაოებს ვინ აწარმოებს და აფინანსებს?

- "ქართული ჯგუფი" გვეხმარება და სამუშაოებს სრულად აფინანსებს. საშვილიშვილო საქმე კეთდება და "ქართუს" მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის.

- დაახლოებით რა თანხა დაიხარჯება "ბასას" კეთილმოსაწყობად?

- მართალი გითხრათ, არ ვიცით, მთლიანად რა თანხა იქნება საჭირო. "ქართუს" ამ პროექტში დახმარება ვთხოვეთ და მადლიერნი ვართ, რომ დაგვთანხმდა. მშენებლობაში მცირედით მაინც ვერკვევი და რასაც ვხედავ, "ქართუსთან" მოლაპარაკებისას შეთანხმებულ თანხაზე მეტი უკვე დაიხარჯა.

- რა თანხაზე შეთანხმდით?

- 2 მილიონ ლარზე, მაგრამ, როგორც გითხარით, აშკარაა, რომ უკვე ამ თანხაზე მეტია დახარჯული.

ჩვენი საუბრის შემდეგ სტუმარ-მასპინძელმა "ბასა" დატოვა და ფედერაციის ოფისს მიაშურა. როგორც ამბობენ, ტექნიკურ ცენტრში სამუშაოები იანვარში დასრულდება. ამის შემდეგ კი ეს კომპლექსი სრულად აღიჭურვება. ასე რომ, ეროვნული ნაკრები შესარჩევი ციკლის მარტის მატჩებისთვის (შინ ხორვატიასთან და სტუმრად ისრაელთან) უკვე ამ ბაზაზე მოემზადება. და კიდევ ერთი: "ბასას" ბუნებრივსაფრიანი მოედნის გაზონი, ახლით შეიცვლება, ის კი, რაც ახლაა, კარგ მდგომარეობაშია და ხაშურის ან გორის სტადიონზე დაიგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა