"ბარსაში" გაწვრთნილმა 17 წლის თავდამსხმელმა ჰოლანდიურ "ვიტესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
17 წლის თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიაზე გუშინ ახალი ამბავი გავიგეთ. მან ჰოლანდიურ "ვიტესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის თაობაზე გიორგის რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- "ვიტესთან" სამი დღის წინ გავაფორმე კონტრაქტი და უკვე ამ კლუბის წევრი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ჰოლანდიურ გუნდში თამაშის უფლება არ მაქვს.

- ეს როგორ გავიგოთ?

- აპრილში 18 წლის გავხდები, ჰოლანდიის კანონების მიხედვით სრულწლოვანი ვიქნები და მერე შემეძლება თამაში.

- ჰოლანდიაში აქამდეც იყავი.

- დიახ და მხოლოდ ვვარჯიშობდი "ვიტესში", ერთ საკონტროლო შეხვედრაშიც ვითამაშე, რომელიც 2:1 მოვიგეთ და გადამწყვეტი გოლი გავიტანე.

- გავიგეთ, "ვიტესის" მთავარ მწვრთნელ ფერერთანაც გისაუბრია.

- ფერერი არნემში გადასვლამდე "ბარსელონას" მეორე გუნდს წვრთნიდა და იქიდან მიცნობს. მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები. მითხრა, აპრილამდე კარგად უნდა მოემზადო და 18 წლის რომ გახდები, მთავარ გუნდში თამაშს შეგაჩვევო.

- მერედა, შეძლებ, ასეთ მოკლე დროში გუნდში დამკვიდრებას?

- თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. მოვემზადები და იმედია, შევძლებ. საკუთარ თავზე მუშაობა არ მეზარება, რეჟიმის დაცვაც არ მიჭირს და ყველანაირად შევეცდები, აპრილამდე დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო.

- აპრილამდე სათამაშო პრაქტიკა არ გექნება.

- მანამდე სამი სანაკრებო პაუზაა, რასაც გუნდები ამხანაგური მატჩებისთვის იყენებენ. ამას გარდა, სეზონის განახლებამდე "ვიტესი" რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს და, იმედია, მათამაშებენ.

- ესპანეთიდან ჰოლანდიაში გადასული სხვა გარემოსა და სხვა ყაიდის ფეხბურთში აღმოჩნდი.

- ასეა, მაგრამ ადაპტაცია არ გამიჭირდება. "ვიტესში" გურამ კაშიაა, ერთ კორპუსში ვცხოვრობთ, ერთი სართული გვყოფს. ჰოლანდიაში ყოფნისას კლუბის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც არაერთხელ ვნახე. ძალიან დიდ ყურადღებასა და ნდობას იჩენს ჩემს მიმართ, რაც ჩემთვის დიდი სტიმულია და ამისათვის მისი მადლიერი ვარ.

- ვიცოდით, რომ ლონდონში, "ჩელსიშიც" უნდა ჩასულიყავი.

- მართალია, უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ არ ვყოფილვარ, ისე მოგვარდა ეს საკითხი. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, თებერვალში ერთი თვით "ჩელსიში" გამიშვებენ და "ვიტესის" მთავარ გუნდში სათამაშოდ იქ მოვემზადები. მეორე გუნდში ამხანაგურ მატჩებში ვითამაშებ და ეს ძალიან წამადგება.

- ამ შემოდგომაზე 19-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ითამაშე. გაისად ისევ ამ გუნდში იქნები თუ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს უმიზნებ?

- 19-წლამდელებში თამაში გაისადაც შემიძლია, მაგრამ ჩემი მიზანი ზედა სანაკრებო საფეხურებზე ასვლაა. დისკვალიფიკაცია უკვე მოვიხადე და გაისად ყველანაირად შევეცდები, 21-წლამდელთა ნაკრებში თამაში დავიმსახურო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა