შეინარჩუნებენ თუ არა არმიელები სატურნირო ცხრილში პირველობას, ეს ღევანდელ მატჩებზე იქნება დამოკიდებული

თსუ-სა და შსს-ს შემდეგ "არმია" მესამე გუნდია, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ სატურნირო ცხრილში გალიდერდა. თუმცა შეინარჩუნებს თუ არა პირველობას, ეს ღევანდელ მატჩებზე იქნება დამოკიდებული.

არმიელებმა გუშინ ბათუმში პირველივე მეოთხედში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (22:11) და მატჩის ბოლოს 33-ქულიან სხვაობასაც მიაღწიეს. საბოლოოდ 98:65 სტუმართა სასარგებლოდ.

მატჩის ბომბარდირი მასპინძელი ივანე მაისურაძე გახდა, 28 ქულა ჩააგდო. მას სამი ქულით ჩამორჩა არმიელთა გამოცდილი მეფარე ზვიად ბაბიაშვილი - 25 ქულა, 9 მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო იყო სტუმართა ფორვარდი ვახტანგ მინაშვილი - 18 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა. ორმაგი დუბლი შეასრულა თბილისელთა უკანახაზელმა კოტე ტუღუშმა (14 ქულა, 10 მოხსნა), რომლისთვისაც ეს მერვე მატჩში მეხუთე დუბლი იყო (ორი "ტრიპლ-დაბლი", სამი "დაბლ-დაბლი").

აქვე არ შეიძლება გუშინდელი მატჩის მონაწილის, ლაშა კეშელავას დავიწყება, რომელმაც სეზონში მეექვსე ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 13 ქულა, 11 მოხსნა.

მეცხრე ტური დღეს სპორტის სასახლეში გაგრძელდება. ცენტრალურ მატჩში დუდუ დადიანის თასის ფინალისტები, შსს და "ენერჯი" ითამაშებენ.

სუპერლიგა. XI ტური

17 დეკემბერი. ბათუმი

ბათუმი-არმია 65:98

11:22, 19:19, 20:27, 15:30

ბათუმი: რამიშვილი (4ქ), ვ. მაისურაძე (28ქ, 3პ), თენიეშვილი (2ქ), მიქელაძე (5ქ, 4პ), ნინუა (3ქ), ჩხატარაშვილი, კეშელავა (13ქ, 11მ, 3დ), ელიაშვილი (5ფ), ელიაძე (10ქ).

არმია: ბაქრაძე (6ქ), ბაბიაშვილი (25ქ, 9მ), ბოისა (11ქ, 8მ), მინაშვილი (19ქ, 7მ), მ. ბერიშვილი (2ქ), ტუღუში (14ქ, 10მ, 4პ), პირველაშვილი (8ქ), ათანელიშვილი (1ქ, 8მ), ათუაშვილი (3ქ, 5მ, 5ფ), საყვარელიძე (9ქ).

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 8 7 1 751/566 15

2. თსუ 8 6 2 713/647 14

3. შსს 7 6 1 668/537 13

4. სოხუმი 8 5 3 645/626 13

5. ენერჯი 7 5 2 553/511 12

6. ქუთაისი 7 5 2 579/529 12

7. ბათუმი 8 2 6 609/675 10

8. აგრარული 7 2 5 491/586 9

9. სამედიცინო 7 2 5 513/536 9

10. დინამო 8 1 7 534/736 9

11. სტუ 7 0 7 550/657 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?