ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გორგოძეს კაპიტნის სამკლავური ანდეს

გორგოძეს კაპიტნის სამკლავური ანდეს

ევროთასებზე ქართველ მორაგბეთა ექვსივე გუნდი წარმატებით თამაშობს და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს

სარაგბო ევროთასებზე დღეს ჯგუფური ტურნირის მეორე წრე დაიწყება. ქართველ მორაგბეთა ექვსივე გუნდი წარმატებით თამაშობს და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს.

ყველაზე პრესტიჟულ "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში სამი "ქართული გუნდი" ასპარეზობს და თავიანთ ჯგუფებში სამივე მეორე ადგილზეა. A ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი" სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერ, შოტლანდიურ "ედინბურგს". ამ გუნდების პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ კასტრში ჩვენებურთა გუნდმა 21:16 მოიგო. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ კასტრელებს გამარჯვების მიღწევა ძალიან გაუჭირდათ.

მართალია, "ედინბურგმა" სამიდან სამივე თამაში წააგო, მაგრამ იოლად არავისთან არაფერი დაუთმია. მარცხის მიუხედავად, შოტლანდიელებმა სამივე მატჩში თითო საპრემიო ქულა აიღეს და ყველანაირად ეცდებიან პირველი გამარჯვებაც მოიპოვონ.

"კასტრი" ამჟამად აღმავლობას განიცდის. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და საფრანგეთის ჩემპიონატშიც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის. ჩვენებურთა გუნდს ახლა 9 ქულა აქვს და ლიდერს, ინგლისურ "ნორსჰემპთონს", რომელიც ჯერჯერობით დაუმარცხებელია, სამი ქულით ჩამორჩება.

ინგლისელები მე-4 ტურში სტუმრად ეთამაშებიან უელსურ "კარდიფს", რომელსაც ამჟამად ხუთი ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

A ჯგუფი

ედინბურგი-კასტრი, კარდიფი-ნირსჰემპთონი

სატურნირო მდგომარეობა

ნორსჰემპთონი - 12 ქულა, კასტრი - 9, კარდიფი - 5, ედინბურგი - 3.

B ჯგუფში წარმატებით ასპარზობს დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელიც 9 ქულით მეორე ადგიზლეა და ირლანდიური "ლენსტერი" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. "ვულკანები" მე-4 ტურში სწორედ "ლენსტერთან" სტუმრობენ.

ჩვნებურის გუნდმა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონია, სეზონი ცუდად დაიწყო. თუმცა მერე, ახალზელანდიელი მწვრთნელის, ვერნ კოტერისა და გუნდის წამყვანი მოთამაშეების ძალისხმევამ ნაყოფი მაინც გამოიღო. "ვულკანებმა" საფრანგეთის ჩემპიონატშიც გამოიკეთეს მდგომარეობა და ევროთასებზეც ზედიზედ ორი თამაში მოიგეს.

"კლერმონმა" მესამე ტურში ირლანდიელებს უმასპინძლა. ორივე გუნდმა უმაღლესი დონის თამაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ ევროპაში უძლიერესებად სავსებით დამსახურებულად ითვლებიან. მატჩი კლერმონელთა გამარჯვებით დასრულდა - 20:13.

დუბლინში არანაკლები ბრძოლაა მოსალოდნელი. კლერმონელები საბრძოლო შემადგენლობით ითამაშებენ. ერთადერთი დანაკლისი შერკინების ბურჯი ტრავმირებული მარტინ სკელსოა. "ლენსტერს" კი კაპიტანი და ლიდერი ბრაიან ოდრისკოლი არ ეყოლება. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაშია.

ამავე ჯგუფში პარიზული "მეტრო რასინგი" ინგლისურ "სარასენზს" უმასპინძლებს. პარიზელები მესამე ადგილზე არიან და "კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩებიან.

B ჯგუფი

მეტრო რასინგი-სარასენზი, ლენსტერი-კლერმონი

სატურნირო მდგომარეობა

1. ლენსტერი - 10 ქულა, 2. კლერმონი - 9, მეტრო რასინგი - 8, სარასენზი - 2.

C ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს. დავით ქუბრიაშვილის "ტულონი", პირველი წრის დასრულების შემდეგ, რვა ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერი, ირლანდიური, "მანსტერი" მას ორი ქულით უსწრებს.

ტულონელები დღეს აუტსაიდერ, ინგლისურ "ლონდონ აირიშს" მასპინძლობენ, რომელსაც ერთი კვირის წინ ლონდონში შეხვდნენ და 19:13 მოუგეს. სავარაუდოდ, ჩვენებურის გუნდს არც შინ უნდა გაუჭირდეს გამარჯვების მოპოვება, თუმცა, ფაქტია, "ტულონს" სერიოზული გარჯა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ "ტულონმა" ლონდონში ისე კარგად ითამაშა, რომ "ჰეინეკენის თასის" ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ტულონელი მოხვდა. საუკეთესო კი, როგორც ყოველთვის, მგეზავი ჯონი ვილკინსონი იყო, რომელიც ამჯერად არ ითამაშებს. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაშია.

ლიდერი "მანსტერი" სტუმრად ითამაშებს უელსურ "ოსფრიზთან", რომელსაც ამჟამად 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

C ჯგუფი
ტულონი-ლონდონ აირიში, ოსფრიზი-მანსტერი

სატურნირო მდგომარეობა

მანსტერი -10 ქულა, ტულონი - 8, ოსფრიზი - 6, ლონდონ ირიში - 5.

კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა აქვთ ქართველ მორაგბეთა გუნდებს "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში. B ჯგუფში ლიდერი დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივია", რომელიც დაუმარცხებლად ასპარეზობს.

ბრიველებმა ერთი კვირის წინ უშუალო კონკურენტს, ინგლისურ "სეილ შარქსს" უმასპინძლეს და 18:9 მოიგეს. დღეს განმეორებითი შეხვედრაა, რომელშიც, სავარაუდოდ, ჯგუფის გამარჯვებული საბოლოოდ გაირკვევა, რადგან ესპანური "ელ სალვადორი" და იტალიური "პადოვა" მათ კონკურენციას ვერ უწევენ.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენობაშია, კაკოვინი განაცხადში არ არის.

B ჯგუფი

სეილ შარქსი-ბრივი, ელ სალვადორი-პადოვა

სატურნირო მდგომარეობა

ბრივი - 14 ქულა, სეილ შარქსი - 10, პადოვა - 5, ელ სალვადორი - 0

C ჯგუფს სათავეში მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" უდგას. ჩვნებურთა გუნდი სტუმრად ეთამაშება აუტსაიდერ "ბურგუენს", რომელსაც ყველაფერთან ერთად, ფინანსური პრობლემებიც მიეძალა.

აღსანიშნავია, რომ "ბურგუენთან" მატჩში "მონპელიეს" გორგოძე უკაპიტნებს. მატჩის წინასწარ განაცხადში არიან შველიძე, ჩხაიძე და ჟღენტი. ნარიაშვილი, ძირითადად, "მონპელიეს" ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდში თამაშობს.

ამავე ჯგუფში მეორე წყვილი ინგლისურმა კლუბებმა, "ნიუკასლმა" და "ექსეტერმა" შეადგინეს. ეს უკანასკნელი "მონპელიეს" სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. "ნიუკასლს" კი 4 ქულა აქვს.

C ჯგუფი

ბურგუენი-მონპელიე, ნიუკასლი-ექსეტერი
სატურნირო მდგომარეობა

მონპელიე - 13 ქულა, ექსეტერი - 10, ნიუკასლი -4, ბურგუენი - 1.

პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს E ჯგუფში მოასპარეზე ბექა შეყლაშვილის "აჟენს", რომელმაც სამიდან ორი თამაში მოიგო და 10 ქულით მეორე ადგილზეა. აჟენელები ამჯერად შინ ეთამაშებიან აუტსაიდერ იტალიურ "როვიგოს", რომელმაც სამიდან სამივე თამაში წააგო. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაშია.

ჯგუფის ლიდერი, ფრანგული "ლა როშელი", რომელიც "აჟენს" ერთი ქულით უსწრებს, სტუმრად ეთამაშება ინგლისურ "გლოსტერს".

E ჯგუფი

აჟენი-როვიგო, გლოსტერი-ლა როშელი

სატურნირო მდგომარეობა

ლა როშელი - 11 ქულა, გლოსტერი - 10, აჟენი - 10, როვიგო - 0.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს

დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...