თურმე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირდნენ, „სიტისგან“ შენი ყოფილი თავდამსხმელის გამოსყიდვა ხომ არ გინდაო

ბოლო დროს კარლოს ტევესთან დაკავშირებით მხოლოდ სენსაციური ამბები ისმის. ბოლო ცნობა ასეთია: „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირდნენ, „სიტისგან“ შენი ყოფილი თავდამსხმელის გამოსყიდვა ხომ არ გინდაო. ინგლისური ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, რომ სერ ალექს ფერგიუსონთან ნიადაგი ტევესის ბანაკში მოტრიალე ადამიანებმა მოსინჯეს.

ფერგიუსონმა ეს ამბავი არ დამალა და არაოფიციალურად თუ ნახევრად ოფიციალურად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა, რომ „სიტი“ რომც შეეხვეწოს, არგენტინელის დამბრუნებელი არ არის. ან კი „სიტი“ რატომ უნდა შეეხვეწოს? ფერგიუსონთან ხალხი ისტლენდელებს არ მიუგზავნიათ და საერთოდ არ იცოდნენ, ვინმეს გონებაში ასეთი „მკრეხელობა“ თუ მწიფდებოდა. შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი „ოლდ ტრეფორდიდან“ 2009 წლის მაისში კონფლიქტით წავიდა.

ტევესს „მანჩესტერ სიტიშიც“ პრობლემა აქვს - ოფისში განცხადება მიიტანა, გამყიდეთო და რამდენიმე დღით, რობერტო მანჩინის ნებართვით, ტენერიფეზე „გაიქცა“, თუმცა შემდეგ ინგლისში დაბრუნდა და დღეს, „ევერტონთან“ შეხვედრა უამინდობის გამო თუ არ გადაიდება, ითამაშებს. ერთი სიტყვით, ისტლენდელები ტევესის „ისტერიკას“ არ აჰყვნენ და მშვიდად განაცხადეს, რომ ყველაფერი მისი აგენტის, კია ჯურაბჩიანის ბრალია - „სიტის“ შეფების განცხადებით ბრაზილიელი ბიზნესმენი ურევს თავდამსხმელს თავგზას. მათ არც იმისა სჯერათ, რომ ტევესი ნოსტალგიური ბუნების ადამიანია, თანაც შვილები ფლორენსია და კეტი ენატრება და ამიტომ არგენტინაში აპირებს დაბრუნებას – თუ ასეა, მანჩინიმ რამდენიმე დღით რომ გაანთავისუფლა რაღა ტენერიფეზე წავიდა, ბუენოს აირესში გადაფრენილიყო. სხვათა შორის, ინგლისურმა ტაბლოიდებმა რამდენიმე დღის წინ იგი ლონდონში თავის ახალ მეგობარ გოგონასთან, 18 წლის ბრენდა ასნიკართან ნახეს. ვარსკვლავს უგუნებობისა არაფერი ეტყობოდა. და ამ ყველაფრის ფონზე ის, რომ კარლოს ტევესს ფეხბურთის თამაში მობეზრდა და საქმისთვის თავის დანებებას აპირებს, მანჩესტერში ზღაპრად ეჩვენებათ.

ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ის, რასაც ფეხბურთელი გასულ კვირაში ამბობდა - თითქოს კლუბის ზოგიერთ თანამშრომელთან ცუდი ურთიერთობა აქვს - პირწმინდა ტყუილია. ეს ყველაფერი ჯურაბჩიანმა იმიტომ გამოიგონა, რომ „სიტის“ ტევესის ხელფასი გააზრდევინოს. მაგრამ, მედალს მეორე მხარეც აქვს – ტევესმა ფეხი რომ დაჰკრას და ისტლენდიდან გაიქცეს, ძნელად თუ იპოვნის კლუბს, რომელიც მის დღევანდელ ჯამაგირზე, კვირაში 200 ათას ფუნტზე მეტს გადაუხდის. როგორც ჩანს „იუნაიტედის“ იმედი ჰქონდა, მაგრამ...

„სიტის“ მავანმა თანამშრომელმა გაზეთებს უთხრა: „კარლოსი ვარჯიშებს ჩვეული ენთუზიაზმით დაუბრუნდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის არსად წავა და ყველა ღონეს იხმარს, რათა გუნდმა პრემიერლიგაში რაც შეიძლება მაღალი ადგილი მოიპოვოს“.

„ევერტონთან“ გამარჯვება „მანჩესტერ სიტის“ საშობაოდ ცხრილში პირველ ადგილზე გადაახტუნებს, რაც 81 წელიწადია არ მომხდარა.

gergiano
mentalitet. საწყენად არ მიიღო ძმაო, არ არის ტევესის აგენტი სომეხი, ის არის არა ჯუბრიჩიანი, არამედ ჯუბრიჩანი, ირანელია და ეს რამდენიმე წლის წინ "ლელოსთან" ინტერვიუში ბიძინა ბარათაშვილმა თქვა. ასე რომ სომხებს დამატებით სალაპარაკოს ნუ მივცემთ, თორემ ყველა სომეხიაო, ისედაც ამტკიცებენ:) ეს ჯუბრიჩანი იყო პატარკაციშვილთან ერთად "კორინტიასში", თუ გახსოვთ. თუმცა "ასეთი მაიმუნი" ნაღდარ არის - ამაში გეთანხმები :)
mentalitet
სომეხი აგენტი ყავს !!! აბა სხვა ვინ იქნება ასეთი მაიმუნი! ეხლა შევამოწმე ინტერნეტში, და ირანელი სომეხი ყოფილა. აი, "ჩისტოკროვნი" ჰაესაა :)) კარლოოოოს სანამ დროა თავიდან მოიშორე ეს ჯუბრიჩიანი! აქაოდა შავტუხა არგენტინელი ხარ, კაკ-რას სომეხს გავხარო კარლოს -ჯაან! ვაი ვაი ვაი ვაი ვაი ვაი ვაააააააი!!
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"