კახას გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" ბოლო ტურის პრინციპულ მატჩში წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტა

კახა ცხადაძის "ინტერმა" ბოლო ტურის პრინციპულ მატჩში წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტა - ბაქოელებმა თანაქალაქელ "ბაკის" სტუმრად 2:1 მოუგეს. გერმანელ სპეციალისტ ვინფრიდ შეფერისთვის ეს ერთობ მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან მეშვიდე ადგილზე იმყოფებოდა და თანაქალაქელებთან წაგებით ფინალური ექვსეულის მიღმა რჩებოდა, 3 ქულით კი "ინტერმა" მეოთხე ადგილზე აინაცვლა.

ცხადაძე მატჩის შემდეგ ერთი დღით თბილისში ჩამოვიდა და ინტერვიუ ვთხოვეთ.

- მიმდინარე სეზონში ჩავარდნა რამ გამოიწვია?

- ჩემპიონობის შემდეგ დროულად მობილიზება ვერ მოვახერხეთ.თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი - ევროსეზონი ადრე დაიწყო, ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს და, რაც მთავარია, ახლა ჩვენ წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. ჩემპიონთან მოგება ძვირად ფასობს. თუმცა ბოლო ტურში "ბაკისთან" მოგებით სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესეთ. დასამალი რაა, ზედიზედ სამი წაგების გამო გუნდში რთული ვითარება იყო, ამ 3 ქულით კი ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნდათ, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

იმედი მაქვს, რომ ახლა გარდატეხა მოხდება და პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრას და მეორე ეტაპს ბევრად უკეთ ჩავატარებთ. წინ კი ბევრი თამაშია და, სულ მცირე, სამეულში მოხვედრა შეიძლება. ამას გარდა, აზერბაიჯანის თასის ფინალში გასვლის მშვენიერი შანსი გაგვიჩნდა, რადგან მეოთხედფინალში პირველი ლიგის გუნდი შეგვხვდა. თასის მოპოვება წლეულს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.

- როგორც ვიცით, "თანამეგობრობის თასზე" გამარჯვებასაც გთხოვენ.

- დიახ, მოგება გვინდა და, ალბათ, მიზნებიდან გამომდინარე, გავძლიერდებით. წელს ჩვენმა კონკურენტებმა ბევრი ძლიერი მოთამაშე დაიმატეს, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვქონდა.

- ამ გაძლიერების პროცესს რომელიმე ქართველი ხომ არ შეეწირება?

- არა მგონია, რადგან ყველას წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.

- რა იგულისხმეთ, როდესაც თქვით, გუნდში რთული ვითარება იყოო, ფეხბურთელებით არიან უკმაყოფილოები თუ თქვენით?

- ყველანი უკმაყოფილონი ვიყავით, ზედიზედ ორი შეხვედრა წავაგეთ "მუგანთან" და "ყარაბახთან", "აზალთან" ფრედ ვითამაშეთ და მეხუთე ადგილზე დავქვეითდით. ეს ჩემპიონისთვის შეუფერებელი შედეგიც იყო და იყო ლეგიონერების ფაქტორიც, მათ ხომ მცირე ჩავარდნასაც არ პატიობენ. ასეა ყველგან და გამონაკლისი არც აზერბაიჯანია. ფეხბურთელები ძალიან დაიძაბნენ, თითქოს საკუთარი ძალების რწმენა გაუქრათ. ამიტომ ვამბობ, რომ ამ გამარჯვებამ სულზე მოგვისწრო. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვამჩნევდი, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული ისევ ის ბიჭები იყვნენ, რომლებმაც გასულ სეზონში ჩემპიონობა მოიპოვეს.

მეორე წრეში ვითარება აუცილებლად შეიცვლება. სხვათა შორის, ანთალიაში "ინტერი" და შოთიკოს "ქაისერი" ერთ სასტუმროში დავბინავდებით, იქიდან კი პეტერბურგში, "თანამეგობრობის თასზე" სათამაშოდ გავემგავრებით.

- "ქაისერთან" ამხანაგური მატჩი ხომ არ დაგეგმეთ?

- არ დაგვიგეგმავს, რადგან მატჩების განრიგი წინასწარ იყო შედგენილი.

- "თანამეგობრობის თასს" დავუბრუნდეთ. აზერბაიჯანული მედიის გაცნობისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსულ ტურნირს ლამის ოფიციალურის რანგში განიხილავენ.

- აქამდე მართლაც ასეთი დამოკიდებულება იყო, მაგრამ ახლა ძველებური აჟიოტაჟი აღარ შეინიშნება. პირიქით, რატომღაც ბევრი ამბობს, "თანამეგობრობას" დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთო. პირველივე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონობა მოვიპოვე და ახლა პეტერბურგშიც რომ გავიმარჯვოთ, შეიძლება, ბევრს არ სიამოვნებდეს. ეტყობა, ჩემი და ქართველების ფაქტორი მოქმედებს. თუმცა ტურნირში გამარჯვებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს. არც მიკვირს, თბილისის "დინამომ" "თანამეგობრობაზე" ერთხელ გაიმარჯვა და დღემდე ამ ფაქტს სიამოვნებით ვიხსენებთ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ერთმანეთთან თავის გამოჩენას მაინც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ამას ვერ წავშლით.

- ალბათ, ფავორიტად იმიტომ მიგიჩნევენ, რომ ძირითადი შემადგენლობით ბევრი არ ითამაშებს.

- რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონები ბოლო წლებში დუბლიორებს ათამაშებენ და ამის გამო ტურნირმა ძველებური მიმზიდველობა დაკარგა. წლეულს კი პეტერბურგში ჩასვლაზე მოლდოვის და ბელარუსის ჩემპიონებმა, "შერიფმა" და "ბატემაც" თქვეს უარი და მათ ნაცვლად ამ ქვეყნებიდან სხვა გუნდები ითამაშებენ.

- თქვენი ვაჟი ბაჩანა ცხადაძე მეორე ეტაპზე "ინტერში" დაბრუნდება თუ სხვა კლუბში გამოვა?

- "ინტერში" დარჩება და ანთალიურ შეკრებაზე ჩვენთან ერთად გამოემგზავრება. ეს კლუბის ხელმძღვანელობის მოთხოვნაა. ბაჩანამ "სიმურგში" თავი გამოიჩინა და მიხვდნენ, რომ ტყუილად არ ამიყვანია. სხვათა შორის, შაბათის მატჩის დაწყებამდე "ბაკის" მთავარი მწვრთნელი ვინფრიდ შეფერი მელაპარაკა, მისი წაყვანა სურდა, მაგრამ ეს გამორიცხულია. ბაჩანას "ინტერი" არ უშვებს და გუნდის ხელმძღვანელები თვლიან, რომ პირველ ეტაპზეც უნდა დაგვეტოვებინა. ბაჩანა აზერბაიჯანში კი გაიხსნა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს გამოსასწორებელი და ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, სერიოზულ დონეზე რომ ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა