თასის მფლობელი "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი ბაქოშია და იქაური "ყარაბაღის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს

ეროვნულ ჩემპიონატში გამორჩეულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა აზერბაიჯანს მიაშურა. თასის მფლობელ "ვიტ ჯორჯიას" თავდამსხმელი ჯაბა ლიპარტია ბაქოშია და იქაური "ყარაბაღის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. კლუბი ლიპარტიას ორნახევარწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ჯაბა 2005 წლიდან გამოდის "ვიტ ჯორჯიაში" და ამ კლუბთან საკონტრაქტო ვადა ჯერ არ გასრულებია. ჯაბას ყაზახური კლუბიც ეპატიჟებოდა, მაგრამ მან ყაზახეთში თამაშს მეზობელ აზერბაიჯანში გადასვლა ამჯობინა. როგორც გავიგეთ, "ყარაბაღსა" და ქართველს შორის მოლაპარაკებები დღეს უნდა დასრულდეს.

"ყარაბაღში" ერთი ჩვენებური უკვე თამაშობს. ლიპარტია გუნდის მწვრთნელებს გიორგი ადამიამ ურჩია. ჯაბას აზერბაიჯანში ტესტირება არ მოუწევს, პირდაპირ კონტრაქტს შესთავაზებენ. 23 წლის ლიპარტიამ ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" რიგებში 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა. "ყარაბაღში" ჯაბას ჩარიცხვის შემთხვევაში, ამ გუნდს თავდასხმაში ადამია-ლიპარტიას ტანდემი ეყოლება. აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ყარაბაღი" 30 ქულა აქვს და "გაბალასთან" ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ზამთრის შესვენებამდე გუნდებს 23 დეკემბრის ტურიღა დარჩა ჩასატარებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს