ქართული სპორტი იმსახურებდა მაღალ სტატუსს და მიიღო კიდეც...

ქართული სპორტი იმსახურებდა მაღალ სტატუსს და მიიღო კიდეც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჯერ ორი კვირაა, რაც შეიქმნა, მაგრამ ახალბედობა სამუშაო რიტმს სულაც არ ეტყობა. არც შეიძლება, დასტყობოდა - იგივე კადრები, იგივე შენობა და სამუშაო გარემო, ურთიერთობების მემკვიდრეობა... არც მინისტრია ახალი კადრი. ამ სისტემაში კარგა ხანს იმუშავა და სპორტისა და ახალგაზრდობის ინტერესების სახელმწიფოებრივ შერწყმაში დიდი წვლილიც შეიტანა. მოკლედ, ქართული სპორტული სამყაროს საქმიანობის ტემპი არანაირად არ შენელებულა, სამინისტროს სტატუსში დეპარტამენტის ამაღლება კი შემდგომი წინსვლის გარანტად იქცევა. ასეც განაცხადა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა სპორტული ფედერაციების ხელმღვანელებთან გუშინდელ შეხვედრაზე. ფედერაციები ქართული სპორტის საყრდენია და სამინისტრო, როგორც მინისტრმა ბრძანა, ყველანაირად გააღრმავებს და დახვეწს საქმიან ურთიერთობებს, მაგრამ არა მათი გადარჩენის, არამედ შედეგზე ორიენტირებით. მინისტრს გადაუწყვეტია, სამუშაო რეჟიმში ცალ-ცალკე შეხვდეს ფედერაციის თავკაცებს, მათთან ერთად განიხილოს პრობლემები და დასკვნებიც ერთად გამოიტანონ. მხოლოდ ამის შემდეგ შემუშავდება სტრატეგიული გეგმა სპორტის თითოეული სახეობისთვის და საერთოდ ქართული სპორტისთვის. ამოცანა გარკვეულია - სამინისტრო ერთ-ერთი წარმატებული უნდა გახდეს ქვეყანაში. აქ შეიქმნება და იმუშავებს მრჩეველთა საბჭო, ეს უწყება აქტიურად ჩაერთვება სპორტის შესახებ კანონის სრულყოფის სამუშაო პროცესში.

მინისტრმა შეკრებილთ აცნობა, რომ დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ნამგალაური მინისტრის მოადგილედ იმუშავებს. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე და თბილისის მერიის სოციალური დაცვისა და კულტურის სამსახურის უფროსი, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ქაცარავა.

თენგიზ თომაშვილი

პ.ს. მინისტრმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სპორტული მუშაობის გაძლიერებას და ფედერაციებს თანადგომისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კვლავაც გაგრძელდება სპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ტენდენცია. ყველაფერი გაკეთდება სპორტის ცალკეული სახეობების ფედერაციების მუშაობის შედეგიანობის ასამაღლებლად და მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის ღირსეულად მოსამზადებლად.

როგორც სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, დღეს მინისტრი ძიუდოს, სამბოს, ჩოგბურთის, მშვილდოსნობისა და ტანვარჯიშის ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს