კიევში ჩვენებურებმა პირადი რეკორდები 5-5 ქულით გააუმჯობესეს

გუშინ კიევში დამთავრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრებაში თბილისელი ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილიც მონაწილეობდნენ. სინქრონულ ხტომებში მათ მესამე ადგილი დაიკავეს. ასპარეზობის ბოლო დღეს 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ინდივიდუალურ ხტომებშიც მოსინჯეს ძალები.

ჩვენებურებს მეტოქეობას სპორტის 5 დამსახურებული ოსტატი და 9 საერთაშორისო ოსტატი უწევდა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მონაწილეებზე (სულ 347 სპორტსმენი გამოდიოდა).

საკვალიფიკაციო ხტომების შემდეგ, ორივე ქართველი სპორტსმენი ფინალში მოხვდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ბართაიამ კიევიდან გვაცნობა, რომ ჩვენმა წყალმხტომელებმა კარგად გაართვეს თავი რთულ დავალებას. ჭოლამ წინა დგომიდან უკან სამნახევარი ბრუნი, ხოლო შოთამ უკანა დგომიდან წინ სამნახევარი ბრუნი (ახალი პროგრამით) უშეცდომოდ შეასრულა. ჭოლამ 387,5 ქულით მე-6, ხოლო შოთამ 359,9 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა. პირადი რეკორდები კი 5-5 ქულით გააუმჯობესეს.

მთავარი პრიზი ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა ილია კვაშამ (უკრაინა) მოიგო. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუბენ როსი (კანადა) და იური შლახოვი (უკრაინა) გავიდნენ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა