NBA: გუშინდელ სათამაშო დღეს ყურადღება "ფინიქს სანზისკენ" იყო მიპყრობილი, რომელიც ორი დღის წინ ხმაურიანი ტრეიდის მონაწილე გახდა

გუშინდელ სათამაშო დღეს ყურადღება "ფინიქს სანზისკენ" იყო მიპყრობილი, რომელიც ორი დღის წინ ხმაურიანი ტრეიდის მონაწილე გახდა. ამ გუნდმა "ორლანდოდან" ვინს კარტერი, მიკაელ პიეტრუსი და მარცინ გორტატი მიიღო. თუმცა ახალწვეულებს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ არ უთამაშიათ, სამაგიეროდ, "ფინიქსს" დაუბრუნდა "დალასთან" ტრავმირებული სტივ ნეში. სწორედ ვეტერანი გამთამაშებლის მოედანზე ყოფნამ გაამარჯვებინა "სანზს" ურთულეს და უმნიშვნელოვანეს გასვლით შეხვედრაში.

სტუმრებმა თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი და სტარტზე შვიდი უპასუხო ქულა ჩააგდეს. დებიუტში მოპოვებულ ლიდერობას ისინი მესამე მეოთხედის შუამდე ინარჩუნებდნენ, სანამ რასელ უესტბრუკმა არ მოაწყო "ოკლაჰომას" 11:0 გაქცევა, რითაც მასპინძლები პირველად გავიდნენ წინ.

თუმცა უესტბრუკი და მისი თანაგუნდელი იმ საღამოს ძალიან ცუდად ისროდნენ, "ფინიქსს" კი პირიქით, ტყორცნების რეალიზაციის მაღალი პროცენტი ჰქონდა. ნეშის გარდა თავი გამოიჩინეს ლოპესმა, ჩილდრესმა და განსაკუთრებით გრანტ ჰილმა. 38 წლის ვეტერანი ყველგან ასწრებდა და შთამბეჭდავი ორმაგი დუბლიც გააკეთა - 30 ქულა, 11 მოხსნა. რაც მთავარია, ჰილმა კარგად გაართვა თავი კევინ დურანტის მეურვეობას.

შეხვედრის ბოლო დაძაბული გამოვიდა. საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე "ფინიქსი" სამ ქულას იგებდა (110:107). ჩენინგ ფრაის არაზუსტი ტყორცნის შემდეგ მასპინძლებმა ბურთი მოხსნეს და ტაიმაუტი მოითხოვეს, მაგრამ მსაჯებმა დააგვიანეს რამდენიმე წამით რეაგირება, რამაც ოკლაჰომელთა აღშფოთება გამოიწვია. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ასევე არ მოეწონათ მასპინძლებს: გორან დრაგიჩმა ცენტრში ჯარიმით შეაჩერა უესტბრუკი, რომელმაც სამი ჯარიმის შესრულების იმედად ტყორცნის იმიტაცია გააკეთა. საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოუვიდა, მაგრამ მსაჯები ანკესზე არ წამოეგნენ და უესტბრუკს სამის ნაცვლად ორი ჯარიმა ასროლინეს. მასპინძლების გამთამაშებელმა ორივე ჩააგდო, თუმცა შემდეგ თავად მოუწია ნეშზე ჯარიმის აღება და ვეტერანმა შანსი არ დაუტოვა "ოკლაჰომას".

ეს მატჩი კიდევ ერთი ეპიზოდით არის აღსანიშნავი, კერძოდ, პირველ შესვენებაზე "თანდერის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა" ცენტრიდან ჩააგდო ბურთი, რითაც 20 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა "ოკლაჰომა სიტი არენაზე", რაც NBA-ის რეკორდი გახლავთ.

რაჟონ რონდოს ტრავმის გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა "ბოსტონ სელტიქსი", თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის "ინდიანას" დამარცხებაში. "კელტებს" მშველელად 33 წლის პოლ პირსი მოუვლინათ, რომელმაც 37 წუთში 18 ქულა (საშუალო დისტანციიდან და საჯარიმოს ხაზიდან 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა - 6-დან 6), 12 პასი, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. ამით მან კარიერაში მეექვსე სამმაგი დუბლი (პირველი ბოლო ოთხ წელიწადში) შეასრულა და თავის გუნდს ზედიზედ მე-12 მატჩი მოაგებინა.

ბოსტონი-ინდიანა 99:88

30:23, 21:25, 18:17, 30:23

ბ: გრეინჯერი (19), ჰიბერტი (17+14 მოხსნა), კოლისონი (15), ფორდი (13), დანლივი (10).

ი: პირსი (18+12 პასი+10 მოხსნა), რობინსონი (18), დევისი (18), ალენი (17), შ. ო’ნილი (11), გარნეტი (9+9 მოხსნა).

ნიუ ჯერსი-ატლანტა 89:82

23:30, 20:13, 19:19, 27:20

ნ-ჯ: ჰარისი (22+8 პასი), ლოპესი (16), გრემი (10+7 მოხსნა), ვუიაჩიჩი (10).

ა: ბიბი (19), სმიტი (15+10 მოხსნა), ჰორფორდი (15+10 მოხსნა), ჯონსონი (14).

ტორონტო-ლეიკერსი 110:120

34:28, 15:29, 30:29, 31:34

ტ: კლეიზა (26+10 მოხსნა), დეროზანი (23), კალდერონი (20+12 პასი), ჯონსონი (14), ბარბოზა (11).

ლ: ბრაიანტი (20), გასოლი (19+8 მოხსნა), ბინუმი (16+7 მოხსნა), ბრაუნი (14), ბარნსი (12+9 მოხსნა), ოდომი (11+7 მოხსნა).

დეტროიტი-ნიუ ორლეანი 111:108

20:20, 21:31, 31:27, 28:22

დ: პრინსი (28+12 მოხსნა+8 პასი), გორდონი (25+7 მოხსნა), ბინუმი (21+9 პასი), ვილანუევა (17+6 მოხსნა).

ნ-ო: უესტი (32+9 მოხსნა), პოლი (23+10 პასი), ოკაფორი (13+12 მოხსნა), გრინი (11), არიზა (9+9 მოხსნა).

საკრამენტო-ჰიუსტონი 93:102

31:26, 26:26, 24:27, 12:23

ს: კაზინსი (19+8 მოხსნა+4 დაფარება), ევანსი (14+6 მოხსნა), გარსია (14), ლენდრი (11).

ჰ: მარტინი (22), სკოლა (17+9 მოხსნა), ლოური (13+6 მოხსნა+7 პასი), ჰილი (9+9 მოხსნა).

ოკლაჰომა-ფინიქსი 110:113

23:25, 22:29, 40:28, 25:31

ო: დურანტი (28), უესტბრუკი (19+9 პასი), კოლისონი (19+8 მოხსნა), გრინი (19), ჰარდენი (11+7 მოხსნა), საფოლოშა (11).

ფ: ჰილი (30+11 მოხსნა), ნეში (20+10 პასი), ლოპესი (19), ფრაი (12), დრაგიჩი (11), ჩილდრესი (10).

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...