"ვიტ ჯორჯიამ", "მგლებმა", სამეგრელო-ზემო სვანეთმა და შიდა ქართლმა 22 იანვრის არჩევნებისთვის კანდიდატად სიჭინავა წარადგინეს

ახლახან გადაწყდა, რომ 22 იანვარს ფეხბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ისიც გარკვეულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 იანვარია.

ფედერაციის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატის ვინაობა გუშინ გაირკვა: ს.კ. "ვიტ ჯორჯიამ", ს.კ. ზუგდიდის "მგლებმა", სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულმა ფეხბურთის ფედერაციებმა 22 იანვრის არჩევნებისთვის კანდიდატად ზვიად სიჭინავა წარადგინეს. თუმცა მოქმედ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

"მართალია, ოთხმა სუბიექტმა ზვიად სიჭინავას კანდიდატურა კი წარადგინა, მაგრამ თავად მას თანხმობა ჯერ არ უთქვამს. ზვიად სიჭინავა რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას. ფედერაციის გენერალურ სამდივნოში ჯერჯერობით არც ერთი კანდიდატი არ არის რეგისტრირებული", - გვითხრა ფედერაციის პრესატაშემ ლაშა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 30 ოქტომბერს, ფეხბურთის ფედერაციის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად სიჭინავამ, რომელიც მანამდე ზუგდიდის "ბაიას" პრეზიდენტი იყო. ახლანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარსადგენად 22 დღე დარჩა.

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს