"ვიტ ჯორჯია" და მისი ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კლიმიაშვილი დღეს ზედიზედ მეორედ იბრძოლებენ სუპერთასისთვის

"ვიტ ჯორჯია" და მისი ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კლიმიაშვილი დღეს ზედიზედ მეორედ იბრძოლებენ სუპერთასისთვის. წინა გათამაშებაში ვიტელებმა სუპერთასი "დინამოს" არ დაუთმეს, ამჯერად კი "ოლიმპს" შეეჭიდებიან. ირაკლის გუშინ დღევანდელ მატჩზე ვესაუბრეთ.

- სუპერთასი სოლიდური ტიტულია და განსაკუთრებულადაც ვემზადებით. წინა გათამაშება მოვიგეთ და ამჯერადაც გამარჯვება გვინდა. მით უმეტეს, წლის ბოლო მატჩია და ძალიან გვინდა, წელიწადი დიდი გამარჯვებით დავასრულოთ.

- ამ მნიშვნელოვან მატჩს დანაკლისით ხვდებით.

- სამწუხაროდ, ასეა. ტრავმის გამო თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე არ გვეყოლება. ფორვარდი ჯაბა ლიპარტია აზერბაიჯანში, "ყარაბაღშია" მოლაპარაკებაზე. მცველ დავით ლომაიას კი კონტრაქტი დაუმთავრდა.

- ამ სამი ფეხბურთელის არყოფნა მცირე დანაკლისი არ არის. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ხართ და მეტი სამუშაო გექნებათ.

- პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად გვეკისრება. თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გათავისებული ამ მატჩის მნიშვნელობა და ვინც მოედანზე იქნება, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

- წინა სუპერთასი მოიგეთ. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ამ ტიტულის მეორედ დაუფლებას?

- იოლი არ იქნება და ვნახოთ, რა გამოვა. წინა გათამაშებაში "დინამოსთან" სანახაობრივად მდიდარი მატჩი არ იყო, მაგრამ დაძაბული თამაში კი გამოვიდა.

- ამჯერად როგორ თამაშს ელით, გახსნილს თუ ჩაკეტილს?

- ვფიქრობ, ფინალს როგორიც შეეფერება, ისეთი თამაში იქნება. უფრო ჩაკეტილ თამაშს ველი, ვიდრე გახსნილს. როგორც "დინამოსთან" სუპერთასის მატჩში, ალბათ, ამჯერადაც პირველი გოლის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება. ასე რომ, უნდა გავიტანოთ და მოვიგოთ.

- როგორ ფიქრობთ, 90 წუთი საკმარისი იქნება გამარჯვებულის გამოსავლენად?

- შესაძლოა, არც იყოს და დამატებითმა დრომ ან სულაც პენალტების სერიამ გადაწყვიტოს ყველაფერი. ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ პენალტებში კარგა ხანია, ვვარჯიშობთ.

- რუსთავში მოთამაშე ორი გუნდი ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდებით ერთმანეთს. შანსებს როგორ გაანაწილებდით?

- ეროვნულ სტადიონზე სხვა აურაა და ვფიქრობ, საინტერესო, დაძაბული თამაში იქნება. თუ ბევრი მაყურებელი მოვა, უფრო კარგი თამაში გამოვა. ეროვნულის მოედანი არც ერთი გუნდისთვის უცხო არ არის. რაც შეეხება შანსებს, ჩემი აზრით, თანაბარია.

- მეტოქეზე რას ფიქრობთ?

- ჩემპიონს ვეთამაშებით. "ოლიმპი" კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და "ზესტაფონთან" ერთად ცხრილის სათავეშია. თუმცა სუპერთასი სპეციფიკური გათამაშებაა და აქ ფავორიტად ან აუტსაიდერად რომელიმე გუნდის შერაცხვა გაუმართლებელია. მეტოქე სოლიდური გვყავს, მაგრამ მეორედ გვინდა სუპერთასის მოპოვება და არაფერს დავთმობთ. ასე რომ, დიდი ბრძოლა გველის.

- ყველა მწვრთნელს თავისი ხელწერა აქვს. მუმლაძის ფორმაციის "ოლიმპს" კარგად იცნობდით. თორნიკე მაისურაძის გუნდზე როგორი წარმოდგენა გაქვთ?

- ახალი მწვრთნელის გუნდის თამაში არ მინახავს, მხოლოდ ფრაგმენტები ვნახე ტელევიზიით. მუმლაძესთან თავადაც ვმუშაობდი და მისი ხელწერა ვიცი. "ოლიმპის" ახლანდელი მწვრთნელის გუნდს კი ხვალ ვნახავ.

- "ოლიმპში" თქვენი ყოფილი თანაგუნდელებიც არიან და მათ წინააღმდეგ მოგიწევთ თამაში.

- კვახაძისგან, რაზმაძისგან, ჯაფარიძისგან და ბედიაშვილისგან ბევრი ვისწავლე. მათთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა ეს ფეხბურთია, ყოველთვის ერთ გუნდში ვერ იქნები.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს