19 წლის რუმინელი ჩოგბურთელის, სიმონა ჰალეპის პროგრესი მკერდის დაპატარავების შემდეგ

ბევრი არაფერი ვარგა. მაგალითისთვის პროფესიული ჩოგბურთიდან შეიძლება ერთი შემთხვევის მოყვანა. ჩვენ ადრე გაგაცანით 19 წლის რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი. მას 2006 წელს, 15 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი დიდ ჩოგბურთში და მისი კორტზე გამოჩენა იმედისმომცემი იყო: პირველი ტიტული მოიპოვა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირში, რომელიც ბუქარესტში გაიმართა. ამას დაემატა კიდევ სამი ტიტული ITF-ის სერიაში.

2009 წლის ბოლოს ჰალეპმა გადაწყვიტა, რომ ზედმეტად დიდი მკერდი ხელს უშლიდა წარმატების მიღწევაში და ჩოგბურთელმა მომდევნო წლის იანვარში მის დასაპატარავებლად ოპერაცია გაიკეთა.

ახლა ვნახოთ, როგორ იმოქმედა პლასტიკურმა ოპერაციამ რუმინელი ჩოგბურთელის შედეგებზე. ჯერ დავაკვირდეთ დიდი მკერდით მიღწეულ წარმატებებს:

2007 წელი - ბუქარესტში ITF-ის ტურნირის გამარჯვებული ერთეულებში და წყვილებში. სეზონში მოგება-წაგების შეფარდება: 10-0.

2008 წელი - ITF-ის სამი ტურნირის მთავარი პრიზი და ერთი გამარჯვება წყვილებში. სეზონში მოგება-წაგების შეფარდება: 26-8.

2009 წელი - ITF-ის ორი ტურნირის გამარჯვებული და ფინალისტი. ერთი ტიტული წყვილთა თანრიგში. WTA-ის ტურში მოგებული პირველი მატჩი.

ჰალეპის შედეგები ოპერაციის შემდეგ:

2010 წლის იანვარში სიმონემ მკერდის დასაპატარავებელი ოპერაცია გაიკეთა (34DD-დან 34C-მდე დაიყვანა). ამის შემდეგ ჩოგბურთელს დებიუტი ჰქონდა WTA main circuit-ში. პირველად ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში წააგო.

საერთო ჯამში მისი გამოსვლა 2010 წლის სეზონში პროდუქტიული იყო. ის პირველად გავიდა WTA-ის ტურნირის ფინალში (ფესი), სადაც ჩეხ ივეტა ბენეშოვასთან წააგო - 4:6, 2:6. ასევე გადამწყვეტი მატჩი დათმო ტორჰაუტში (ბელგია) ITF-ის ტურნირზე, სადაც კორტის მასპინძელ იანინა ვიკმაიერთან წააგო - 3:6, 2:6. საერთო ჯამში 39 მოგება და 23 წაგება ჰქონდა. ამის წყალობით სიმონამ წელი WTA-ის რეიტინგის პირველ ასეულში დაასრულა - 84-ე ადგილზე გავიდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. ერთი წლის განმავლობაში 232-ე პოზიციიდან 89-ზე გადაინაცვლა.

ახლა მთავარი კითხვა: უკავშირდება თუ არა ჰალეპის წარმატებები მკერდის დაპატარავებას თუ ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც გამოცდილების მიღებასთან ერთად მოვიდა?

ბევრი იტყვის, რომ რუმინელს ზედმეტი მოუვიდა, როცა ასეთ ოპერაციას დათანხმდა, განსაკუთრებით სერენა უილიამსის ფონზე, რომელიც პრაქტიკულად ყველგან იმარჯვებს 36D-ის ზომის მკერდით.

როგორც ჩანს, ერთ D-ზე უარის თქმა საკმარისი იყო სიმონასთვის, რომ მას რეიტინგში პროგრესი გაეგრძელებინა. მან ეს ნაბიჯი იმ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად გადადგა, რომელსაც კორტზე და მის მიღმა გრძნობდა.

სპეციალისტების შეფასებით, სიმონა მისი წლებისთვის არადამახასიათებელ "ჭკვიან" ჩოგბურთს აჩვენებს. ძალიან საინტერესო იქნება რუმინელის თამაშის დაკვირვება 2011 წელს, რომელიც ბევრის აზრით, განმსაზღვრელი იქნება მის კარიერაში.

mentalitet
ოღონდ ეგ არ ქნა!.. შენ გენაცვალე :).. მივმართავ ყველა დიდ მკერდიან ჩოგბურთელს. მაგარი ლიფი გაიკეთე!
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა