ანდალუსიურმა "მალაგამ" "სპორტინგისგან" განაპირა მცველი ხოსე ანხელი 3 მილიონ ევროდ შეიპირა

ესპანეთში ზამთრის სეზონის პირველი შიდა ტრანსფერი გაიჩარხა, რომელიც ოფიციალურად ძალაში იანვრიდან შევა - ანდალუსიურმა "მალაგამ" განაპირა მცველი ხოსე ანხელი წაჰგვარა ასტურიულ "სპორტინგს", სანაცვლოდ კი 3 მილიონ ევროს გადაუხდის. "დიარიო ასის" ცნობით, ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და კლუბები ტრანსფერის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

ხოსე ანხელმა წლეულს მოიპოვა ხიხონელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი, მან მარცხენა ფრთაზე რობერტო კანელიას მოუგო კონკურენცია. ეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენია აუტსაიდერი, მაგრამ მდიდარი "მალაგას" ხელმძღვანელობას. ხოსე ანხელი 21 წლისაა და ის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. აქამდე მანუელ პელეგრინიმ იტალიელი ენცო მარესკა დაიბევა, რომელიც უკლუბოდ იყო. ამბობენ, რომ მალე "ლა როსალედაზე" "რომას" ჟულიო ბაპტიშტასა და "არსენალის" გოლკიპერ მანუელ ალმუნიასაც ვიხილავთ.

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო