საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა

გუშინ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებსა და ამ სპორტით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა, სადაც განვლილი წელიწადი შეაჯამა და მომავალი სეზონისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. შეხვედრას უძღვებოდნენ ფედერაციის ხელმძღვანელები - პრეზიდენტი გიორგი რამიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები დავით ნათაძე და გიორგი ცაგარელი, ფედერაციის სპონსორ "სილქნეთის" წარმომადგენელი გიორგი ღუღუნიშვილი. დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც.

წლეულს ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული ყველა შეჯიბრება. საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც ბაკურიანსა და გუდაურში შვიდ ეტაპად გაიმართა, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. წელსვე ქართველმა მოთხილამურეებმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებსა და მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებში იასპარეზეს და მათ მიერ იქ ნაჩვენები შედეგები დამაიმედებლად შეფასდა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, იგი 2011 წელსაც შვიდ ეტაპად ჩატარდება და სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზატორები აპირებენ ერთ-ერთი ეტაპის ღამის განათებაზე გამართვას და მის პირდაპირ ტელეტრანსლირებას.

გუშინდელ შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო მწვრთნელთა, ინსტრუქტორთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლების თემას. მათი სერტიფიცირება უკვე დაწყებულია და ეს პროცესი გაისადაც აქტიურად გაგრძელდება. დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც ქართველ კოლეგებს ტრენინგებსა და მასტერ კლასებს ჩაუტარებენ.

ფედერაცია და მისი სპონსორები კვლავაც მნიშვნელოვანი თანხებით დააფინანსებენ ეროვნულ, ბავშვთა და მოზადთა ნაკრებების შეკრებებსა და მათ საერთაშორისო შეჯიბრებებში გამგზავრებას. შეკრებები კი მოეწყობა როგორც საქართველოს, ასევე დასავლეთევროპულ სამთო კურორტებზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც მიმდინარე სეზონში ჩატარდა, ბაკურიანისა და გუდაურის საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა და მათი სერტიფიცირება იყო. გაისად კი ანალოგიური სამუშაოები უკვე მესტიის სათხილამურო ტრასებს ჩაუტარდება. გუშინდელ შეხვედრაზე მესტიაში მიმდინარე გრანდიოზულ სამუშაოებსა და იქაურ სათხილამურო პერსპექტივებს დიდი ყურადღება დაეთმო.

სპორტის მინისტრმა სამთო-სათხილამურო ფედერაციას ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მას ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა. ლადო ვარძელაშვილმა ხაზი გაუსმა იმ გარემოებასაც, რომ ფედერაციის გეგმების წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში სათხილამურო სპორტის და სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"