საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეჯიბრებას კვლავ შოთა აზალაძე ლიდერობს

საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეჯიბრებაში 46 ქალ-ვაჟი იბრძვის უმაღლესი ეშელონის 6 საგზურისათვის. უკვე 6 ტური მიილია და კონკურენტთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, დაახლოებით -18-20, არადა, გუშინდელი ორთაბრძოლები უშეღავათობით გამოირჩეოდა -პირველ 13 დაფაზე არცერთი შეხვედრა ყაიმით არ დამთავრებულა.

ლიდერმა შოთა აზალაძემ დიდოსტატი გიორგი ბაღათუროვი დაამარცხა და 5,5 ქულით კვლავაც ერთპიროვნულად მეწინავეობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს მალხაზ სულაშვილს. 4,5-4,5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს დავით ზარქუა, ლუკა პაიჭაძე და ალექსანდრე ყაშაშვილი იყოფენ. 8 მოჭადრაკეს 4-4 , ხოლო 4 მონაწილეს 3.5-3,5 ქულა აქვს.

მეწინავეთა მე-6 ტურის შეხვედრათა შედეგები: შოთა აზალაძე-გიორგი ბაღათუროვი - 1:0, მალხაზ სულაშვილი-გიგა ყუფარაძე - 1:0, ლუკა პაიჭაძე-გიორგი სიბაშვილი - 1:0, აკაკი შალამბერიძე-დავით ზარქუა - 0:1, ალექსანდრე ყაშაშვილი-ნიკოლოზ შავთვალაძე - 1:0, ზვიად ფაცია-გაიოზ ნიგალიძე - 0:1, დავით მაღალაშვილი-მადონა ბოკუჩავა - 1:0, ივერი ჭიღლაძე-გუგა ბურდული - 1:0, კახაბერ წერეთელი-ბაჩანა მორჩიაშვილი - 0:1, ირაკლი ბერაძე-გიორგი ლომსაძე - 1:0, არმენ ტერ-კარაპეტიანი-ნიკოლოზ ჩიკვაიძე - 0:1, ნიკა ვოლკოვი-ნათია ჯალაბაძე - 0:1.

მე-7 ტურში ინტერესს იწვევს ზარქუა-აზალაძის, პაიჭაძე-სულაშვილის, მორჩიაშვილი-ყაშაშვილის, ნიგალიძე-კვარაცხელიას, ბაღათუროვი-მაღალაშვილის, ჭიღლაძე-ბერაძის, ყუფარაძე-შალამბერიძის პარტიები.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა