მოახლოვდა ზამთრის სატრანსფერო სეზონი და სპორტულ მედიაშიც დიდი ადგილი მომავალ სპეკულაციებს ეთმობა

მოახლოვდა ზამთრის სატრანსფერო სეზონი და სპორტულ მედიაშიც დიდი ადგილი მომავალ სპეკულაციებს ეთმობა. სხვადასხვა წყაროები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ სიახლეებს გვაწვდიან, ამ სიახლეთა დიდი ნაწილი უბრალოდ ჭორია, მაგრამ მათ გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ნაწილი ინფორმაციისა საბოლოოდ მართლდება ხოლმე. მოკლედ, ჩვენ შევეცდებით ყოველდღიურად მოგაწოდოთ სიახლეები, ჭორ-მართალის გარჩევა კი თქვენთვის მოგვინდია.

დავიწყოთ "ვილიარეალით". "ელ სუბმარინოში" გადასვლას პორტუგალიური "ა ბოლა" "ბენფიკას" შემტევ ოსკარ კარდოსოს უწინასწარმეტყველებს. საკვირველია, რად უნდა "ვილიარეალს" ახალი შემტევი, როცა ჯუზეპე როსის და ნილმარის დუეტი პრიმერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. "ა ბოლას" სწორედ როსის იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე აქვს აგებული მთელი კონცეფცია. ოსკარ კარდოსო 2007 წელს "ნიუელს ოლდ ბოისიდან" შეუერთდა ლისაბონურ გრანდს. საკითხავია, აქვს კი ვალენსიურ კლუბს პარაგვაელის შეძენის სახსარი? კარდოსო იაფი არ ღირს, თან მას პორტუგალიელებთან 2014 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება.

ესპანეთიდან წასვლის ორი კანდიდატი მოიძია "დეილი მირორმა" ბარსელონურ "ესპანიოლში". ბრიტანული გამოცემა მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" თვალი ვიქტორ რუისსა და პაბლო ოსვალდოს დაადგა. ამბობენ, 21 წლის რუისი ძალიან მოსწონს რობერტო მანჩინის და მიაჩნია, რომ მისი წყალობით გუნდი დაცვის ცენტრში პრობლემას აღმოფხვრის. რუისისთვის ბრძოლაში "სიტის" კონკურენტი ლონდონური "ტოტენჰემი" ყოფილა. არგენტინელ-იტალიელი ოსვალდო ფორვარდია. მან 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ოსვალდოს ყიდვა "იუვენტუსს", "ბლექბერნს" და "რივერ პლეიტს" სურთ. "ესპანიოლის" დირექტორი რამონ პლანესი ამბობს, რომ ამ ფეხბურთელების მიმართ სხვა გუნდების ინტერესზე ბევრი სმენია, თუმცა კლუბისთვის ოფიციალურად ჯერ არავის მიუმართავს.

საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი "ლილის" ადილ რამი თავს "ვალენსიაში" ამოჰყოფს, ოღონდ ახლა კი არა - ზაფხულში, ირწმუნება "ფრანს ფუტბოლი". 24 წლის რამი კონტრაქტს "ლოს ჩესთან" იანვარში გააფორმებს, თუმცა სეზონს საფრანგეთში ჩაამთავრებს. რამის შეძენა ლამის ყველა მოწინავე საფეხბურთო ქვეყანაში სურთ, იტალიაში, გერმანიაში და ინგლისში, თუმცა, როგორც ჩანს, ესპანური პრიმერა იმარჯვებს. მცველი დაახლოებით 6 მილიონი ევრო ღირს.

დანარჩენს კი ქვემოთ ცხრილიდან შეიტყობთ.

კლუბი მივიდნენ წავიდნენ ინტერესი

ატლეტიკო ელიასი (კორინთიანსი) სიმაო (ბეშიქთაში) ხუანფრანი (ოსასუნა) მირანდა (სან პაულუ)

ბარსელონა აფელაი (პსვ) - -

ხეტაფე - - ფიდელი (უელვა)

მალაგა მარესკა ხოსე ანხელი (სპორტინგი), სერხიო ასენხო (ატლეტიკო) კამაჩო (ატლეტიკო) ბაპტიშტა (რომა)

მალიორკა იენაგა (ოსაკა) - -

რეალი - - ჯეკო (ვერდერი) ადებაიორი (სიტი) ლუკაკუ (ანდერლეხტი)

სოსიედადი დემიდოვი (როსენბორგი) - -

სევილია - - გაგო (რეალი)

ვალენსია - მანუელ ფერნანდეში (ბეშიქთაში) რამი (ლილი)

სარაგოსა - - დიეგო კოშტა (ატლეტიკო) ვალერა (ატლეტიკო)

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა