ინტერვიუ. მარიო გომესი

მიუნხენელთა გოლეადორს ოლიჩისა და კლოზეს ტრავმებმა სულზე მოუსწრო

ჩვენი გერმანელი კოლეგები მარიო გომესს დიდხანს აკრიტიკებდნენ და ამის საბაბი ნამდვილად ჰქონდათ, რადგან წელიწადნახევრის წინ „შტუტგარტიდან“ „ბაიერნში“ სარეკორდო თანხად (30 მილიონი ევრო) გაყიდული თავდამსხმელი ბავარიულ გრანდში იმედებს ვერ ამართლებდა. გომესი ლამის კრიტიკისა და დაცინვის საყოველთაო ობიექტად იქცა, რადგან თავდამსხმელს პირველ რიგში გოლების გატანა მოეთხოვება, მარიო კი ამას ვერ ახერხებდა – ვერც „ბაიერნში“ და ვერც გერმანიის ნაკრებში.

სეზონი ახალი დაწყებული იყო, როცა ივიცა ოლიჩი და მიროსლავ კლოზე დაშავდნენ და „ბაიერნის“ თავკაც ლუის ვან გაალსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, ძირითად შემადგენლობაში გომესი უნდა გაემწესებინა და დღევანდელი გადასახედიდან უკვე დაბეჯითებით უნდა ვთქვათ, რომ მარიოს სწორედ მაშინ „გაეხსნა ბედი“: ამ უქმეებზე გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე დამთავრდა და გომესის ანგარიშზე უკვე 12 გოლია. მარიო სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ბომბარდირ თეოფანის გეკასს (14) მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩა და თუკი ზაფხულში გომესში გადახდილი 30 მილიონი წყალში გადაყრილ ფულად მიიჩნეოდა, ახლა ყველა ამბობს, რომ მარიომ იმედების გამართლება დაიწყო. კვირას „ბაიერნმა“ „შტუტგარტს“ 5:3 რომ მოუგო, გომესმა იმ მატჩში, თავისი ყოფილ გუნდს ჰეთ-თრიკი შეუსრულა. დღეს „ბაიერნი“ შვაბურ კლუბს კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე გერმანიის თასზე (მერვედფინალი) სტუმრობს. ყოფილ თანაგუნდელებთან მორიგი დუელის წინ „ბილდმა“ გომესს ინტერვიუ ჩამოართვა.

- ჰერ გომეს, როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყეთ გოლების გატანა?

- იმიტომ, რომ მათამაშებენ! ოლიჩისა და კლოზეს ტრავმებმა ვან გაალი იძულებული გახადა, სასტარტო შემადგენლობაში გავემწესებინე და ეს შანსი შესანიშნავად გამოვიყენე. პრინციპში, ეჭვი არასდროს შემპარვია იმაში, რომ თუ მათამაშებდნენ, გოლებსაც გავიტანდი. არ შეიძლება, არ ვთქვა ისიც, რომ თანაგუნდელები შესანიშნავი პასებით მამარაგებენ.

- შემოდგომის ჩემპიონ „დორტმუნდს“ 14 ქულით ჩამორჩით. თქვენი აზრით, „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს?

- მე-17 ტურის მატჩების შედეგებმა ოპტიმისტურად განმაწყო. ყველამ დავინახეთ, რომ „ბორუსია“ დაუმარცხებელი გუნდი არ არის, ყველას შეუძლია იმის გაკეთება, რაც ფრანკფურტის „აინტრახტმა“ მოახერხა. ასე რომ, ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია.

- „ბაიერნის“ ჩემპიონობაც?

- რა თქმა უნდა! თუკი „დორტმუნდის“ გარდა ვინმეს შეუძლია ჩემპიონობა, პირველ რიგში ეს „ბაიერნზე“ ითქმის. ზოგადად, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ისეთი შედეგები ფიქსირდება, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. საკმარისია, „ბორუსიამ“ ზედიზედ ორი-სამი თამაში წააგოს, რომ „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა თავიდან დაიწყება და მერე ჩვენ ვიცით!

- არდადეგების დაწყებამდე თქვენს ყოფილ გუნდს, „შტუტგარტს“ კიდევ ერთხელ ხვდებით – ამჯერად გერმანიის თასზე. შვაბებს ისევ გაანადგურებთ?

- ფაქტი ერთია: „ბაიერნი“ თასის მეოთხედფინალში აუცილებლად უნდა გავიდეს, ამისათვის კი „შტუტგარტის“ დამარცხებაა საჭირო. ცხადია, ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ შვაბებს გოლი ან გოლები გავუტანო. ზოგადად, „შტუტგარტს“ ძალიან ვქომაგობ და ჩემი ყოფილი თანაგუნდელები მეცოდებიან იმის გამო, რომ პირველი წრე გასავარდნ ზონაში დაასრულეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამ გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და არა მგონია, რომ VFB მეორე ბუნდესლიგაში გავარდეს. დარწმუნებული ვარ, „შტუტგარტი“ ბერლინის „ჰერტას“ ბედს არ გაიზიარებს.

- ხომ არ ნანობთ, ზამთრის პაუზა რომ იწყება – თქვენ ხომ ძალიან კარგ ფორმაში ხართ?

- არა, შობა და ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაულებია.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...