ქართველი სუმოისტის, თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) წინსვლა თვალსაჩინოა

გუშინ ტოკიოში წლის უკანასკნელი რეიტინგ-ლისტი (როგორც იაპონელები უწოდებენ, ბანძუკე) გამოქვეყნდა. უპირველესად ქართველი სუმოისტების დღევანდელი მდგომარეობა დაგაინტერესებთ - ნოემბრის ბაშო ჩვენი სამეულიდან ორმა, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) და კოკაიმ (ლევან ცაგურია) უარყოფითი ბალანსით დაასრულა, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) კი - დადებითით. შესაბამისად, პირველი ორი დაქვეითდა, გაგამარუ კი აღზევდა.

ტოჩინოშინმა კომუსუბის ტიტული დაკარგა, თუმცა მაინცდამაინც არ დაქვეითებულა იერარქიაში - ლევანი დღეიდან აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირაა და ერთი კარგი ტურნირიც დაუბრუნებს სუმოში რანგით მე-4 ტიტულს. 23 წლის სუმოისტი 191 სანტიმეტრია და 158 კილოგრამს იწონის. მას კარიერაში 192 გამარჯვება და 147 მარცხი აქვს (უმაღლესში - 117-123). კოკაი მე-6 მაეგაშირა იყო და ისე დააქვეითეს, რომ კინაღამ ელიტიდან გავარდა - "შავი ზღვა" აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირაა. მომავალი ბაშო მისთვის გადამწყვეტი იქნება. 29 წლის კოკაიმ კარიერაში 396 ორთაბრძოლა მოიგო (იანვარში მე-400-ს იზეიმებს) და 371 წააგო (უმაღლესი - 299-331). კოკაი 190 სანტიმეტრია და 148 კილოგრამს იწონის.

გაგამარუ კარიერაში არასოდეს ყოფილა ასე მაღლა იერარქიაში - ის დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა. თეიმურაზი ყველაზე დაბალია თანამემამულეებში (185 სმ), მაგრამ ყველაზე მეტს იწონის (202 კგ). თუმცა ამ ბოლო მაჩვენებლით გაგამარუ ქართველებში კი არა, მთელს ელიტაშია პირველი. კარიერის ბალანსი კი მას ასეთი აქვს - 162-104 (24-21).

დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოს შემდეგ იერარქიაში პირველი ოძეკი კაიოა, ვეტერანმა ეს ფუკუოკაში ბრწყინვალე ასპარეზობით დაიმსახურა - კაიო აღმოსავლეთის პირველი ოძეკია. ჩემპიონთაგან დაქვეითების საფრთხე მხოლოდ მონღოლ ჰარუმაფუჯის აქვს, რომელიც ტრავმის გამო მოიხსნა ნოემბრის ბაშოდან. ახლა მან სულ მცირე, 8 ორთაბროძლა უნდა მოიგოს წლის პირველ სუპერტურნირზე. სეკივაკეს ტიტული მიიღეს კისენოსატომ და კოტოშოგიკუმ, ყოფილი სეკივაკეები, ტოჩიოძანი და კაკურიუ კომუსუბის ტიტულს დააჯერეს. ტოიონოშიმას არ დაუფასდა ნოემბერში 14 ორთაბრძოლის მოგება, ის მხოლოდ პირველი მაეგაშირაა. სხვათა შორის, გუშინვე მონღოლ ჰაკუჰოს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადასცა და დანანებით უთხრა, ნეტა, მეც შენსავით შემეძლოს ოპოზიციასთან გამკლავებაო.

ახალი წლის პირველი ბაშო ტოკიოში 9-23 იანვარს გაიმართება.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა