სუპერთასის ფინალში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა

21 დეკემბერს ეროვნულ სტადიონზე გამართულ სუპერთასის ფინალში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა რუსთავის "ოლიმპმა" "ვიტ ჯორჯია" 2:0 დაამარცხა და სუპერთასის მფლობელი პირველად გახდა. თამაში "ოლიმპის" ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, რამაც შედეგი 30-ე წუთზე გამოიღო, როდესაც დავით ბოლქვაძის პასის შემდეგ, ქავთარაძემ თავით ბურთი თბილისელთა საჯარიმოში ირაკლი მოდებაძეს დაუგდო, რომელმაც ანგარიში გახსნა.

37-ე წუთზე, "ვიტ ჯორჯიას" საპასუხო გოლის გატანა შეეძლო, გიორგი ჯანელიძემ კარგი პასი მისცა გიორგი ვასაძეს, რომელმაც კარის ახლოდან მარცხენა მახვილი კუთხიდან მიზანს ააცილა. რუსთაველებმა მეორე გოლი 54-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც რევაზ გეწაძემ საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ამას ისიც დაემატა, რომ 62-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის გამო მსაჯმა ირაკლი კლიმიაშვილი გააძევა და "ვიტ ჯორჯია" თითქმის უშანსოდ დარჩა.

რუსთაველებმა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს. სუპერთასის აღებისთვის, საპრიზო ფონდიდან "ოლიმპს" ჯილდოდ 20000 ლარი ერგო, დამარცხებულმა "ვიტ ჯორჯიამ" კი, 5000 ლარი მიიღო.

21 დეკემბერი. თბილისი. ეროვნული სტადიონი.

ოლიმპი (რუსთავი) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (1:0)

ოლიმპი: ბედიაშვილი, ღონღაძე, რეხვიაშვილი, კვახაძე (კ), ჯაფარიძე, რაზმაძე, ბოლქვაძე (გიორგი ჭელიძე, 68), გეწაძე, ქავთარაძე, ყაზაიშვილი (დობროვოლსკი, 62), მოდებაძე (ბერიაშვილი, 82).

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, ბეჭვაია (კ), მაისაშვილი, გურამ გურეშიძე (გიორგი გურეშიძე, 75), ჯანელიძე, კლიმიაშვილი, ვასაძე, ზაქრაძე (კორიფაძე, 68).

მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი

გოლები: 1:0 მოდებაძე (30), 2:0 გეწაძე (54).

გაფრთხილება: კლიმიაშვილი (54), კლიმიაშვილი (61), დობროვოლსკი (73), ჯაფარიძე (89).

მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი).

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა