გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი "ინტერს" იანვარში ჩაუდგება სათავეში
ბრაზილიელი მწვრთნელი ლეონარდო, რომელიც გასულ სეზონში "მილანს" ხელმძღვანელობდა, მილანის "ინტერის" მწვრთნელობაზე თანახმაა. "ინტერში" ლეონარდომ ესპანელი რაფაელ ბენიტესი უნდა შეცვალოს, რომლის გათავისუფლების შესახებ ცნობებიც 20 დეკემბერს გაჩნდა. გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი "ინტერს" იანვარში ჩაუდგება სათავეში.

სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ბენიტესთან კონტრაქტი იტალიურმა კლუბმა უახლოეს რამდენიმე საათში ან ორი დღის განმავლობაში უნდა გაწყვიტოს. მწვრთნელის გაშვების გადაწყვეტილება "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მიიღო, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.

თვითონ ბენიტესმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ მორატის ის არ მოუხსნია. იტალიური მასმედიის მონაცემებით, ესპანელი მწვრთნელის გაშვების შემთხვევაში, მას შეუძლია კომპენსაციის სახით დაახლოებით 8 მილიონი ევრო მოითხოვოს.

ბენიტესის წასვლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ "ინტერის" ახალი მწვრთნელის კანდიდატებად ლეონარდო, ლუჩანო სპალეტი და ფაბიო კაპელო დასახელდნენ.

ბენიტესი "ინტერს" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა იტალიის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა. თუმცა "ინტერმა" ევროპის სუპერთასი დათმო და იტალიის ჩემპიონატში წარუმატებლად გამოდის. გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მეშვიდე ადგილზე იმყოფება და ლიდერ მილანს 13 ქულით ჩამორჩება.

intereli
ლეონარდოს დამატებითი მოტივაციაც უნდა ქონდეს წესით, მილანიდან გამოაგდეს და უნდა დაუმტკიცოს რომ რათაცას წარმოადგენს სამწვრთნელო სამყაროში
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა