ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

გიორგი ნემსაძე: ნაკრების წაუგებლობა პრობლემების მოგვარებას არ ნიშნავს

გიორგი ნემსაძე: ნაკრების წაუგებლობა პრობლემების მოგვარებას არ ნიშნავს

სფფ-ს ექსპრეზიდენტი ფედერაციის ამჟამინდელ თავკაცზე, საპრეზიდენტო შანსებსა და მომავალ ყრილობაზე საუბრობს

გიორგი ნემსაძე ფეხბურთს საკრებულოში არჩევის შემდეგაც არ ჩამოშორებია. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი (ყველა უცხოურ ვებ-გვერდზე ნემსაძეს ასე მოიხსენიებენ) ფედერაციის ამჟამინდელი თავკაცის, ზვიად სიჭინავას საქმიანობაზე, საპრეზიდენტო შანსებსა და მომავალ ყრილობაზე გველაპარაკა.

- ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის არასრული ვადა დასრულდა - მის საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

- სიჭინავას საქმის გასაკეთებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. მისი პრეზიდენტობის დროს ფედერაციის ნორმალურ მუშაობას ხელს ძველი ვალები უშლიდა. ვალები დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენდა. სიჭინავამ ვალების გასტუმრება მოახერხა და ამით ფედერაციას ნორმალური მუშაობისკენ გაუხსნა გზა. ჩემი აზრით, ეს უმნიშვნელო შედეგი არ არის. ნულიდან რომ დაეწყო საქმიანობა, ალბათ, უკეთესი შედეგი ექნებოდა.

ვფიქრობ, 2010 წელს ასაკობრივმა და ეროვნულმა ნაკრებებმაც რიგიანი შედეგი აჩვენეს. ყველაფრის გათვალისწინებით, სიჭნავას საქმიანობა დამაკმაყოფილებელად შეიძლება შეფასდეს.

- ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ ფედერაციიდან სიჭინავაზე ნაწყენი წახვედით, ასე რომ, თქვენი შეფასება მოულოდნელია.

- მე ჩასაფრებული ადამიანი არ ვარ, სხვისი წარმატება არ მწყინს და წარუმატებლობა არ მახარებს. ახალკაცის პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ჯიბრში მასაც არ ჩავდგომივარ. პირიქით, თუ რაიმე კარგს აკეთებდა, მიხაროდა. ჯიბრში დგომა და წარუმატებლობის მოლოდინი ბოღმიანი ადამიანებისთვის გადამილოცია.

კაცი კარგს რომ გააკეთებს, უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ. ეს მისთვის დიდი სტიმული იქნება. რა თქმა უნდა, პრობლემები იყო და არის, ბევრი რამ ვერ გაკეთდა, მაგრამ, ვიმეორებ - უდიდეს ვალებში ჩავარდნილი ორგანიზაცია სრულყოფილად ვერც იმუშავებდა. ყველამ წარმოიდგინოს საკუთარი თავი ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის როლში - ვალებიც უნდა ისტუმრო და პარალელურ რეჟიმში ორგანიზაციის ნორმალური საქმიანობა უზრუნველყო. ეს თითქმის შეუძლებელია და ვალების გასტუმრებაზე ამხელა ყურადღებას ამიტომ ვამახვილებ.

მთავარია, რომ ახალი საპრეზიდენტო ვადისთვის ვალები გასტუმრებული იქნება და ვისაც აირჩევენ, მას შემოქმედებითი მუშაობის საშუალება მიეცემა.

- შემოქმედებით საქმიანობაში რას გულისხმობთ?

- ბავშვთა ფეხბურთში გასატარებელ რეფორმებს, რაც ჰაერივით გვჭირდება. ეს არის ფეხბურთის საფუძველი, რომელიც ახლა უნდა ჩაიყაროს, თორემ აქამდე აშენებული ქართული ფეხბურთის სახლი უკვე ძირმომპალი და უვარგისია. ვნახოთ, რა პოლიტიკას გაატარებს ახალარჩეული პრეზიდენტი.

- საპრეზიდენტო არჩევნებში სიჭინავას შანსს როგორ აფასებთ - უკვე გამარჯვებულია?

- ეჭვი არ მეპარება, რომ აირჩევენ და ფედერაციას სრული ოთხი წლით უთავკაცებს. მერე გამოჩნდება, რეალურად რისი გამკეთებელია.

- საერთოდ, 2010 წელი როგორი იყო ქართული ფეხბურთისთვის?

- ადგილი არ გვიტკეპნია და მიმაჩნია, რომ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ. მთავარია, ვალები აღარ იყოს და დანარჩენს მოევლება. თუმცა ეს სურათი ეროვნული ნაკრების დამსახურებაა. თემურ ქეცბაიამ საქმეს მშვენივრად გაართვა თავი და მთელი წელი არ წაგვიგია. 2009 წლის და მანამდელი სამარცხვინო შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფში მესამე ადგილი მშვენიერი შედეგია. თუმცა ილუზიებს ნუ მივეცემით, წლების განმავლობაში ბევრი მოუგვარებელი პრობლემა დაგვიგროვდა, ნაკრების წაუგებლობა კი მათ მოგვარებას არ ნიშნავს.

- თბილისის საკრებულოს წევრი ხართ და გეცოდინებათ - რეალურია, თითქოს თბილისში სპორტულ ობიექტებს გადასახადები უმცირდებათ?

- არა მგონია, ასე მოხდეს. ჯერ ერთი, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია და მეორეც, მხოლოდ ერთი ქალაქისთვის საგადასახადო შეღავათს არ დააწესებენ.

- თქვენი აზრით, ფეხბურთს რა სახის საკანონმდებლო ცვლილება წაადგება?

- უამრავი საკითხია მოსაგვარებელი და სიმართლე გითხრათ, ძნელია მათი პირველ და მეორეხარისხოვნად დაყოფა. ფეხბურთში წვრილმანი არ არსებობს. თუმცა მე აბსოლუტურად ვეთანხმები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, რომ სახელმწიფოს გადასახედიდან წყლის, ქონებისა და მიწის გადასახადების შემცირება მხოლოდ ერთ სფეროში მიუღებელია. ამას შემდეგ სხვა სფეროების წარმომადგენლები მოითხოვენ. მეორე მხრივ, შესაძლოა, სახელმწიფომ რომელიმე სფერო პრიორიტეტულად დასახოს და ეს ხარჯი საკუთარ თავზე აიღოს, მაგრამ გადასახადიდან ვერავის გაათავისუფლებს.

ბავშვთა ფეხბურთი ვახსენე - ჩემი აზრით, ლიცენზირებული სკოლები ინვენტარით მაინც უნდა მომარაგდეს, რაც არალიცენზირებულებისთვის სტიმული გახდება და ლიცენზიის მოპოვებას შეეცდებიან. საფეხბურთო სკოლები ელემენტარულ დახმარებას საჭიროებს, თორემ ბავშვებს ბევრგან ნორმალურ სავარჯიშო პირობებსაც ვერ უქმნიან. ბევრს ჰგონია, რომ თბილისში ნორმალური ვითარებაა, მაგრამ ასე არ არის, სკოლებს დედაქალაქშიც ძალიან უჭირს. წარმოიგდგინეთ, რა იქნება რეგიონებში, სადაც ბევრად მწირი პირობებია.

სკოლებს დახმარება უცხოურ ტურნირებზე მივლინებაშიც სჭირდება. ბავშვები იზრდებიან ტურნირებში, მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის. თანატოლ უცხოელებთან გაჯიბრებით ხედავ საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებს და ნაკლის გამოსწორებას ცდილობ. მოკლედ, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ერთ ინტერვიუში თემას ვერ ამოვწურავთ.

• akaki

პირადად მე ვერ დავეთანხმები ბატონ მანუჩარს, არ ვიცი ასეთი რა ჩაიდინა გიორგიმ. როგორც ფეხბურთელი მიყვარდა, ხოლო როგორც სპეციალისტის დონე მისი ინტერვიუდან აშკარად მომეწონა, ცხადია მე ფეხბურთის მოყვარულის სტატუსი მაქვს მხოლოდ, მაგრამ სტაჟი მაქვს 65 წლიანი.

• manuchari

სახელი წავიკითხე, თუ არა ვისი კომენტარი იყა (გიორგი ნემსაძე). ყველაფერ იმის შემდეგ რაც მაგან გააკეთა, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ აქვს უფლება, რაიმე თქვას ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში ასეთი უღირსი კაპიტანი ყავდა.....

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება