ქუთაისური კლუბი უცხოელებით გაძლიერებამდე ჯერ ბაზისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აპირებს

ჩვენი ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულებული არ იყო, როდესაც ქუთაისის "ტორპედოს" მმართველებმა პირველი შენაძენით მოიწონეს თავი. გია მეგრელაძისა და რეზო გოცირიძის გადაბირების ამბავი უკვე ცნობილია. მიმდინარეობს მოლაპარაკება შოთა კაშიასთან და კლუბის მენეჯერი დავით ყენია ამბობს, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ქუთაისელებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ჩვენი ინფორმაციით კი, კაშიას მეორე საინტერესო წინადადებაც გააჩნია - მას რუსთავის "ოლიმპში" გადასვლასაც სთავაზობენ.

ყენია ადასტურებს, რომ ჯაბა ლიპარტიასთან მოლაპარაკება ჰქონდათ, მაგრამ 23 წლის ფლეიმეიკერით აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი "ყარაბახი" დაინტერესდა და ლიპარტიამ გასინჯვაზე წასვლა ამჯობინა. "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებით დაინტერესებას კი ყენია უარყოფს:"დაიწერა, თითქოს არაერთ ვიტელს ვიწვევდით, რაც სიმართლეს არ შეეფერება. კლიმიაშვილის ამბავი უკვე იცით და აღარ გავიმეორებ. რეალურად, ლიპარტიასა და კლიმიაშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელებთან მოლაპარაკება არც გვქონია".

როგორც დავადგინეთ, "ტორპედო" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უცხოელების ჩამოყვანას აღარ აპირებს.

"უცხოელების ჩამოყვანას მართლაც ვფიქრობდით, აფრიკელი მოთამაშეებიც შევარჩიეთ და მათი გასასინჯად მოწვევაც გვსურდა, მაგრამ საბოლოოდ ჩანაფიქრზე ხელი ავიღეთ. რატომ? ზაფხულამდე "ტორპედოს" ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ბაზა შერემონტდება და ფინანსური ნაკადი ამ საჭიროებას მოხმარდება. მშენებლობები მაისისთვის დასრულდება და უცხოელებით გაძლიერებას ამ დროისთვის ვაპირებთ. ახლა კი ქართველ ფეხბურთელებს დავჯერდებით. ვფიქრობ, წლეულს დასახული მიზნების მიღწევას ქართველი ფეხბურთელებითაც შევძლებთ", - გვითხრა ყენიამ.

შევიტყვეთ ისიც, რომ გელა სანაიას, რომელმაც უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მოტივით თქვა"ტორპედოში" მუშაობაზე უარი, მთავარ მწვრთნელობას არ სთავაზობდნენ. ინფორმაცია სანაიასთან გადავამოწმეთ.

"ჩემთვის გასახარი იყო "ტორპედოს" ხელმძღვანელთა ყურადღება, მაგრამ ქუთაისში მთავარ მწვრთნელობას არ მთავაზობდნენ. ლაპარაკი იყო ტექნიკურ საკითხებში და კლუბის საფეხბურთო აკადემიასთან თანამშრომლობაზე. მე კი სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. ახლა ფედერაციიდან რეკომენდაციას ველოდები და, თუ რაიმე სერიოზული წინადადება არ გამოჩნდა, კიევში პროლიცენზიის ასაღებად გავემგზავრები. ახლა თუ ვერ შევძელი, ზაფხულში აუცილებლად წავალ. მწვრთნელს ყოველდღიური სწავლა სჭირდება, მე კი ერთ ადგილზე გაჩერება არ მსურს", - გვითხრა სანაიამ.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა