"ფიფია შეგვპირდა, რომ "დინამო" ისევ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს, როგორც საქართველოში, ისე ევროტურნირებზე"

თბილისის "დინამოს" ახალმა პრეზიდენტმა გუშინწინ გუნდს კარგად ნაცნობი მწვრთნელი კახა კაჭარავა წარუდგინა. პრესასთან შეხვედრამდე კი რომან ფიფია ფეხბურთელებს შეხვდა. საინტერესოა, რაზე ესაუბრა კლუბის ახალი მფლობელი მოთამაშეებს და რას ფიქრობენ თავად ფეხბურთელები მასზე. რა შეიცვლება "დინამოში", დარჩება თუ არა გუნდში მთავარი მეკარე? - ამ და სხვა საკითხებზე გიორგი ლორიას გავესაუბრეთ.

- გამიხარდა, მთავარ მწვრთნელად ისევ კახა კაჭარავა რომ დანიშნეს. კარგი მწვრთნელი და ადამიანია, კლუბის რესურსს იცნობს და მჯერა, მისი ხელმძღვანელობით წარმატებებს მივაღწევთ.

- კლუბის ახალი პრეზიდენტი რომან ფიფია ფეხბურთელებს შეგხვდათ.

- ბატონი რომან ფიფია გაგვეცნო და კარგი ადამიანი ჩანს. სარატოვის "სოკოლის" პრეზიდენტი იყო და მისთვის კლუბის მართვა ნაცნობი საქმეა. გვითხრა, რომ გუნდს ახალი ფეხბურთელებით გააძლიერებს და "დინამო" ისევ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს როგორც საქართველოში, ისე ევროტურნირებზე. ამ სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და შემდეგ ევროტურნირებზე სათანადოდ ასპარეზობა იქნება.

- გავიგეთ, დიღმის ბაზაზე რემონტის ჩატარება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

- ამაზე მართლაც ითქვა, ბაზაზე ბევრი რამ შეიცვლება და უკეთეს პირობებში მოემზადებითო, გვითხრეს. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

- ლაპარაკია "დინამოს" განვითარების გრძელვადიან პროექტსა და მრავალმილიონიან ინვესტიციაზე. ამის თაობაზე თუ ითქვა?

- თანხებზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ ჩვენი კლუბის ახალ პრეზიდენტს ძალიან უყვარს ფეხბურთი და გვჯერა, "დინამოს" ახალ ძალას შესძენს. კარგი ფეხბურთელებით გავძლიერდებით და ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ.

- ახლახან მომხდარ სენსაციაზეც მინდა გკითხოთ. "დინამო" თასის მეოთხედფინალიდან პირველლიგელმა "გაგრამ" გამოთიშა. ამას რით ახსნით, მეტოქის შეუფასებლობით თუ სხვა რამ მიზეზია?

- "დინამოს" წინააღმდეგ ყველა გუნდი ათმაგად მოტივირებული თამაშობს და ასე იყო "გაგრაც". ვაგებდით და გავათანაბრეთ, მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორე ბურთი რიკოშეტით გაგვიტანეს და დამატებითი დროც დაინიშნა. თასის გათამაშება სპეციფიკური ტურნირია და სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო და ბოლომდე დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ მოხდა ასეა.

- გუნდს ახალი ფეხბურთელებით გავაძლიერებთო, უთქვამს რომან ფიფიას, რაც მართლაც აუცილებელია. მაგალითად, "გაგრასთან" მატჩშიც გამოჩნდა, რომ მათე ვაწაძის წასვლის შემდეგ მაღალი დონის თავდამსხმელი გჭირდებათ.

- მათე კარგი თავდამსხმელია და ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იყო. მისი წასვლა, ცხადია, დაგვეტყო კიდეც და იმედი მაქვს მის შემცვლელს დავიმატებთ.

- ეროვნულ ნაკრებში ბევრი მატჩი არ გაქვთ. სლოვენიაში კი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეთ.

- ნაკრებში სულ შვიდ მატჩში ვითამაშე. აქედან, თემურ ქეცბაიას ხელში ორ შეხვედრაში ვიცავდი კარს. მეც ვფიქრობ, რომ სლოვენიაში საუკეთესო თამაში ჩავატარე. კოპერის მატჩი დიდხანს მემახსოვრება, რადგან საკუთარი ძალების ვირწმუნე, რაც მომავალში წამადგება. თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. ვიცი, არ უნდა მოვდუნდე, უკეთ უნდა მოვემზადო და უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო.

- ეროვნულ ნაკრებში უკვე ორი სრულფასოვანი მეკარე გვყავსო, ასეთი იყო შეფასებები სლოვენიასთან მატჩის შემდეგ. თქვენსა და ნუკრი რევიშვილს შორის კონკურენცია დაიძაბა.

- კონკურენცია ყოველთვის საჭიროა და ამისთვის მზად ვარ. ნაკრების ყველა მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადები და რომელს მოგვიწევს თამაში, ამას ნაკრების თავკაცი გადაწყვეტს. ეს შეფასებები პრესაში მეც წავიკითხე და ძალიან გამიხარდა, რადგან წარსული მახსოვს და ყველაამ იცის, რომ ნაკრებში რთული პერიოდი მქონდა. ფეხბურთელისთვის და, განსაკუთრებით მეკარისთვის მწვრთნელის ნდობა, სპეციალისტებისა და გულშემატკივრების ასეთი შეფასება დიდი სტიმულია. მადლობა ამისთვის და ყველანაირად შევეცდები, ეს ნდობა ც გავამართლო.

- უცხოურ კლუბში ტრანსფერისთვის ეროვნულ ნაკრებში საიმედო თამაში საუკეთესო საშუალებაა. სლოვენიასთან მატჩის შემდეგ თქვენით ოთხი-ხუთი კარგი გუნდი დაინტერესდა.

- დასამალი არაფერია, რამდენიმე ვარიანტი მართლაც მაქვს, მათ შორის ლიგის კარგი გუნდებიდან.

- დარჩებით "დინამოში" თუ გუნდს შეიცვლით?

- კონტრაქტით ჯერაც "დინამოს" ვეკუთვნი და ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, ეს საკითხი, წესით, მალე უნდა გაირკვეს.

mentaliteti
რა იყო ბიჭო სამი მინუსი ვინ დაასვა ამას, სლოვენიასთან პენალი რომ აიღო აღარ გახსოვთ?!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა