შესაძლოა "მიუნხენ 1860"-ის 24 წლის ქართველმა მცველმა ზამთრის შესვენებისას გუნდი შეიცვალოს

შესაძლოა, 24 წლის ქართველმა მცველმა მათე ღვინიანიძემ ზამთრის შესვენებისას გუნდი შეიცვალოს. ეს ცნობა გუშინ გერმანულმა ვებგვერდებმა გაავრცელა. "მიუნხენ 1860"-ის სპორტული დირექტორი მიკი სტევიჩი აცხადებს, რომ ღვინიანიძეს წინადადებები აქვს სხვა კლუბებიდან და შესაძლოა, კლუბი მას შეელიოს კიდეც. სტევიჩი მათეთი დაინტერესებულ გუნდებს არ ასახელებს.

სხვა წყაროთა ცნობით კი, ღვინიანიძით მეორე ბუნდესლიგის ორი კლუბი - ბილეფელდის "არმინია" და "ბოხუმი" - დაინტერესდა. მათეს ახლანდელი გუნდი "მიუნხენ 180" 25 ქულით მეცხრე ადგილზეა. მისი მსურველი კლუბებიდან ერთი ზემოთაა, მეორე კი აუტსაიდერია. "ბოხუმი", რომელსაც ლევან კობიაშვილისა და "ჰერტას" ყოფილი მწვრთნელი ფრიდჰელმ ფუნკელი ხელმძღვანელობს, "ლომებს" 3 ქულით უსწრებს და მერვე ადგილზეა. "არმინიაში" კი საშველად "ლომებისა" და ღვინიანიძის ყოფილ თავკაც, ევალდ ლინენს უხმეს. ბილეფელდელთა გუნდი 7 ქულით ბოლო ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება წინა საფეხურზე მყოფ "ინგოლშტადტს".

ცნობისათვის, ზაფხულში მათეს ლინენი "ოლიმპიაკოსში" ეპატიჟებოდა, მაგრამ პირეოსელებმა მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეცვალეს. ღვინიანიძეს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და "მიუნხენ 1860"-თან გაისად, 30 ივნისს უმთავრდება კონტრაქტი. მისი სატრანსფერო ფასი კი 900 ათასი ევროა.

mentalitet
"არმინიაში" არ წახვიდე :D
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"