ფაჩულიას ურიგოდ არ უთამაშია: 7-ჯერ მოხსნა, 2 საჯარიმო გამოიყენა, ამდენივე პასი და ერთი დაფარება მოაგროვა
NBA-ში განხორციელებული "ტრეიდის" შემდეგ "ორლანდოში" ჩაირიცხნენ არენასი, თურქოგლუ, რიჩარდსონი და კლარკი. განახლებულ "ჯადოქრებს" პირველი გამოცდა ზაზა ფაჩულიას "ატლანტასთან" ჰქონდა. მან ვერ ჩააბარა - ჯორჯიელებმა "ფილიპს არენაზე" დამაჯერებლად ითამაშეს და პირველი ტაიმის შემდეგ ორლანდოელებისთვის გასწრების უფლება არ მიუციათ. საბოლოოდ 91:81 "ჰოქსის" სასარგებლოდ.

"მეჯიქის" გოლიათის, დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ ფაჩულიას ურიგოდ არ უთამაშია. მან ბურთი 7-ჯერ მოხსნა, 2 საჯარიმო გამოიყენა, ამდენივე პასი და ერთი დაფარება მოაგროვა. ჰოვარდთან ჭიდილში ზაზას 5 ჯარიმა მოუგროვდა. არადა, ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 10:47 წუთი დაჰყო მოედანზე. ზაზამ მეოთხე პერიოდის დასაწყისში 6:0 დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა: ორი საჯარიმოთი სხვაობა 13 ქულამდე გაზარდა, ხოლო 30 წუთში შედეგიანი გადაცემით მერვინ უილიამსს ჩაატენინა - 77:62.

ნამატჩევს "ატლანტას" სასტარტო ცენტრმა ჯეისონ კოლინზმა აღნიშნა:

- დუაით ჰოვარდის წინააღმდეგ ტანმაღალმა ატლანტელებმა კარგად ვითამაშეთ, არაერთი ჯარიმა მივიღეთ, მაგრამ, მთავარია, რომ დუაითს გასაქანი არ მივეცით.

"მეჯიქის" მწვრთნელმა სტენ ვან განდიმ წაგება შეუთამაშებლობას დააბრალა:

- "ჰოქსის" კალათბურთელები ექვსი წელია ერთად თამაშობენ, ჩვენ - ექვსი საათიც არა...

"ატლანტა" მომდევნო შეხვედრას 22 დეკემბერს ჩაატარებს - ლებრონ ჯეიმსის წასვლის შემდეგ დასუსტებულ "კლივლენდს" უმასპინძლებს.

ამ მოგებით "ჰოქსმა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა, 18 მოგება და 12 წაგება აქვს.

ატლანტა-ორლანდო 91:81

ზაზა ფაჩულია: 10:47 წუთი, 2 ქულა (3-დან 0 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება, 5 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:56 ზაზამ კოლინზი შეცვალა

04:05 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

04:05 ორქულიანი: არაზუსტი

02:30 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

01:54 დაფარება: 1 (ჰოვარდს დაუფარა)

01:54 ფოლი: 1

01:12 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

II პერიოდი

11:08 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

11:08 ორქულიანი: არაზუსტი

10:40 პასი: 1 (ტიგი 2ქ, 23:16)

09:54 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

09:30 მოხსნა: შეტ-2, დაც-4

08:53 ფოლი: 2

08:53 შეცდომა: 1

08:53 კოლინზმა ზაზა შეცვალა

IV პერიოდი

09:32 ზაზამ კოლინზი შეცვალა

09:06 ფოლი: 3

08:46 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 75:72)

08:15 პასი: 2 (უილიამსი 2ქ, 77:62)

07:45 ორქულიანი: არაზუსტი

07:17 მოხსნა: შეტ-3, დაც-4

07:08 ფოლი: 4

06:48 ფოლი: 5

06:48 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა