ქართველი მოფარიკავეები მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილები არიან

საქართველოს სპორტის სამინისტროს და ქუთაისის მერიის დაფინანსებით ახალგაზრდა ქართველი მოფარიკავეები, მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე და საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე ირანში მსოფლიოს თასის გათამაშების მორიგ ეტაპზე (მონაწილეობდა 7 ქვეყანა) იმყოფებოდნენ.

კვლავ ისახელა თავი მოხმალავე მიხეილ მარდალეიშვილმა. ჯგუფში მან სამი შეხვედრა მოიგო და ამდენივე დათმო. მეთექვსმეტედფინალში იოლად სძლია ირანელ ამირ მუხტარს - 15:7, მერე თურქ ნეჰირ ფირატს დააყრევინა ფარ-ხმალი - 15:14, არადა, შეხვედრას ორი ქულით აგებდა. მეოთხედფინალში ახალგაზრდებში აზიის ჩემპიონატის მეორე პრიზიორს, ფარსად ბაჰერს აჯობა 15:8, ნახევარფინალში კი თავადაც დათმო ორთაბრძოლა თურქეთის პირველ ნომერ აჰმედ ანტთან (10:15) და მესამე ადგილს დასჯერდა. ფინალში უკრაინელმა ივან ბომკომ იმარჯვა. სხვათა შორის, სწორედ ამ უკანასკნელმა გადაუღობა კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა ქუთაისელ დავით უკლებას, რომელმაც ჯგუფში 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და მეთექვსმეტედფინალში ირანელი სინა ტროშიზი დაჯაბნა - 15:9. უკლება მე-12 ადგილზე გავიდა, რაც მისი პროგრესის მაჩვენებელია და, როგორც მწვრთნელებმა მითხრეს, დათომ კადეტთა ნაკრებში ადგილიც დაიჯავშნა.

მეტს მოელოდნენ სანდრო ბაზაძისგან, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში თურქ ენვერ ილდიმთან შეხვედრისას მსაჯებს აშკარად დაუჯაბნიათ და საბოლოოდ მე-18 ადგილი ხვდა. 22-ე იყო ქუთაისელი იური ნებიერიძე, რომელიც ფლეიოფში უკრაინელ ალექსანდრ კრასოვსკის ვერ გასცდა.

რაც შეეხება დაშნით მოფარიკავეებს, შალვა ბილანიშვილმა და ანზორ ყურაშვილმა მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 30-ე და 31-ე ადგილებზე გავიდნენ. მათგან მეტს არც მოელოდნენ, ნაკრების ძირითადი წევრები გიორგი ქაფიანიძე და ზვიად სისაური სტუდენტები არიან და საკურსო გამოცდების გამო შეჯიბრებაზე გამგზავრება ვერ მოახერხეს.

''ირანული შედეგებით უკმაყოფილო არ ვართ, - გვითხრა დავით სახვაძემ. - ამ შეჯიბრებით წლევანდელი ტურნირები ამოიწურა. ახლა აზერბაიჯანელ მოფარიკავეებთან ერთად ახალი სეზონისთვის ვემზადებით თბილისში. 8-9 იანვარს მოხმალავე თეოდორა კახიანი იტალიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის ეტაპზე იასპარეზებს, მიხეილ მარდალეიშვილი 15-16 იანვარს რეიკიავიკსა და 29-30 იანვარს ლონდონში ევროპის თასის ეტაპებზე გამოვა. ჩვენი ოლიმპიური იმედი ბექა ბაზაძე კი ლონდონის ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაში თებერვლიდან ჩაებმება.''

წლეულს ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციის კონგრესზე, რომელსაც ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი არჩილ გოგელია და საპატიო პრეზიდენტი იური ოსიპოვი ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ გაისად 24-25 სექტემბერს თბილისში მოხმალავეთა ევროპის თასი გათამაშდება.

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა