კარლოს ტევესი "მანჩესტერ სიტის" კაპიტნად მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კლუბის აღმასრულებელ შეფს გერი კუკს აჯობა
კარლოს ტევესი "მანჩესტერ სიტის" კაპიტნად მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კლუბის აღმასრულებელ შეფს გერი კუკს აჯობა. ინგლისურმა ტაბლოიდებმა გამოიკვლიეს და გაიგეს, რომ არგენტინელი ფორვარდი კუკთამ მოსალაპარაკებლად არც დაჯდა. შეხვედრაში, რომელიც მანჩინის სახლში გაიმართა, კუკის ნაცვლად "სიტის" თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაქი მონაწილეობდა.

ერთი სიტყვით, მთავარი საკითხის გადაწყვეტაში – დარჩება თუ არა ტევესი ისტლენდზე – კუკს მონაწილეობა არ მიუღია. ერთადერთი თემა, რომელსაც ის შეეხო, არგენტინელის კაპიტნად დატოვება-არ დატოვება გახლდათ. თურმე, აღმასრულებელი შეფი ამტკიცებდა, რომ სამკლავური კოლო ტურეს უნდა გადასცემოდა, თუმცა მანჩინის, ტევესთან საკმაოდ რთული ურთიერთობის მიუხედავად დაუჩემებია, რომ კაპიტნად კვლავ არგენტინელი სჭირდებოდა.

როგორც "მანჩესტერ სიტისთან" დაკავშირებული წყაროები ამბობენ, ტევესს მანჩინის პოზიცია ძალიან გახარებია. ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯით ტევესსა და მანჩინის შორის ახლებური მეგობრობა ჩამოყალიბდება, რაც იტალიელ სპეციალისტს დანარჩენ მოთამაშეებთან ურთიერთობის მოგვარებაში დაეხმარება.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა